მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 2 » Shota Adamashvili
9:12 PM
Shota Adamashvili
TheVoice
ShotaAdamashvili
ადამიანი , რომელმაც ოთხივე მწვრთნელი აღაფრთოვანა



1-ელ ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედზე" პოპულარული მუსიკალური შოუს, The Voice-ის ქართული ანალოგის, "ახალი ხმის" მეორე სეზონის პრემიერა შედგა. წელს ცვლილებაა მწვრთნელების შემადგენლობაში: მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე ახალ სეზონში აღარ არიან შოუში. მათ ნაცვლად ლელა წურწუმია გაწვრთნის კონკურსანტებს, ხოლო სტეფანეს და მაია დარსმელიძის წყვილი ამჯერად ცალ-ცალკე იბრძოლებს "ახალი ხმის" გამოსავლენად. 



პირველ ბრმა კასტინგზე შოუში ბევრი ნიჭიერი მომღერალი წარსდგა, თუმცა ყველაზე მეტი მოწონება 25 წლის შოთა ადამაშვილმა დაიმსახურა, რომელმაც რეიჩარლზის სიმღერა A Song For You შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.



მწვრთნელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ კონკურსანტის მონაცემებით. "ხარაკირს ჩავიტარებ, დათოსთან რომ წახვიდე" - უთხრა კონკურსანტს წურწუმიამ. "აქ მკვლელობა მოხდება, შენ რომ ჩემთან არ წამოხვიდე. არ შეიძლება, შენ ჩემი არ იყო!" - უფრო კატეგორიული იყო მაია დარსმელიძე. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შოთა ადამაშვილმა არჩევანი დათოზე შეაჩერა, რამაც დანარჩენი მწვრთნელები გააცოფა. 

ასევე შეგიძლიათ ნახოთ შოთას შესრულებით სხვა სიმღერებიც



















თქვენ რას ფიქრობთ?? ))

კატეგორია: ♥ მუსიკა | ნანახია: 786 | დაამატა: -CyrusGirl❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-10-03 Spam
dsalianamgari bichia,magram archevanshi dsalian sheccda!!))
es datostan sheidsleba pinalshic ver gavides da mao gaamarjvnebda kidec.