მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 3 » short stories..
10:33 PM
short stories..


ერთ დღეს 10 წლის ბავშვი მივიდა ნაყინის მაღაზიაში,
დაიკავა მაგიდა და კითხა მიმტანს თუ რა ღირდა ერთი ნაყინი. "75 ცენტი" უპასუხა მან.
ბიჭმა დაიწყო ხურდების თვლა. ცოტა ხანში იკითხა თუ რამდენის გადახდა მოუწევდა პატარა ზომის ნაყინის შესაძენად
65 ცენტი. მოუთმენლად უპასუხა
მიმტანმა.ერთი პატარა ნაყინი თუ შეიძლება გადაწყვიტა ბოლოს. როდესაც ბიჭი წავიდა გოგონამ
კი ჭურჭლის ასალაგებლად მოვიდა. მათ ქვეშ იპოვა 10 ცალი 1 ცენტიანი როგორც მისთვის დასატოვებელი ხურდა...
ბიჭმა გაითვალისწინა ეს მანამ სანამ შუკვეთდა ნაყინს..მან გამოიჩინა მზრუნველობა..და ფიქრობდა არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ სხვებზეც.


short stories..

მამა ეჩხუბა 3 წლის გოგონას იმიტომ რომ მან დახარჯა ოქროსფერი ფურცლები რომელიც მამას სამსახურში ესაჭიროებოდა. გოგონას ისინი დასჭირდა იმისთვის რომ გაეფორმებინა საჩუქარი ნაძვისხის ქვეშ ჩასადებად. მან მაინც უყიდა მამას ყუთი,
შეფუთა და აჩუქა. მამას ძალიან გაუხარდა მაგრა როდესაც აღმოაჩინა რომ ყუთი ცარიელი იყო მაშინვე დაუბრუნდა გუშინდელი ბრაზი
-არ იცი რომ როდესაც ვიღაცას საჩუქარს ჩუქნი ის ცარიელი არ უნდა იყოს?
ატირებულმა გოგონამ კი ცრემლიანი თვალებით შეხედა მამას და უთხრა
-კი მაგრამ მამი ის არ არის ცარიელი! მე მასში ჩემი კოცნები ჩავუშვი...და ეს ყველაფერი შენთვის!
აღელვებულმა მამაკაცმა პატიება თხოვა შვილს და მხურვალედ ჩაეხუტა....1 თვის მერე გოგონა ავტოავარიაში დაიღუპა...მამა კი მისი საჩუქარს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა საწოლის ქვეს რომ ყოველ ღამე მისგან ჰაეროვანი კოცნა ამოეღო და შეეგრძნო პატარა გოგონას ალერსი.


short stories..
როდესაც მამა გვიან სამსახურიდან დაბრუნდა სახლში მისი პარატა ვაჟი კარებში დახვდა და კითხვა შეაგება
-მამი.შეილება რაღაც გკითხო?
-რა თქმა უნდა..რა მოხდა?
-მამი, რამდენს იღებ 1 საათ მუშაობაში?
-ეს არ არის შენი საქმე!
-მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე... გთხოვ მიპასუხო..
-თუ ასე ძალიან იჩემებ...100 რს. 1 საათში...
-აა...თქვა ბიჭმა და თავი დახარა-შეიძლება 50 რს მომცე?
მამა გაბრაზდა. მხოლოდ იმიტომ რომ იყიდოს სულელური სათამაშო, ან რაიმე უსარგებლო ნივთი მან მკითხა ასეთი რამ. მე მთელი დღე ვმუშაობ
და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩემი შვილი ასე სულელურად მოიქცეს და მხლოდ ფულის თხოვებით დაინტერესდეს.
მან უარი უთხრა ბავშვს და ოტახში გაგზავნა.
ცოტა ხანში დაწყნარდა და ავიდა შვილის ოთახში. იქნებ მას მართლაც რაიმე მნიშვნელოვანისთვის ჭირდებოდა ეს ფული...
-ვიფიქრე და მემგონი ტყუილად გავბრაზდი..აი აიღე 50 ...რომელიც ითხოვე.
ბიჭმა სიხარულისგან წამოიყვურა დ ამამას ფული გამოართვა შემდეგ გახსნა ყულაბა და დაგროვილ ფულს მიუმატა. როდესაც მამამ ნახა რომ შვილს ფული ჰქონდა გაბრაზდა და კითხა რატომ ითხოვა დამატებით
-მე არ მქონდა საკმარისი...ეხლა კი მაქვს.აი მამი მე უკვე მაქვს 100 რს და შეიძლება ვიყიდო შენი დროის 1 საათი...ძალიან გთხოვ წამოდი ხვალ ადრე სამსახურიდან მე ძალიან მინდა ერთად ვივახშმოთ...




მამააცი გადმოვიდა ყვავილების მაღაზიის წინ რათა ეყიდა დედის დღის საჩუქარი და გაეგზავნა იგი მშობელისთვის რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა.მან შეამჩნია პატარა გოგონა რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო. მამაკაცი დაინტერესდა თუ რა ჭირდა მას. აღმოჩნდა რომ გოგონას წითელი ვარდის ყიდვა სურდა დედისთვის მაგრამ ხურდები აკლდებოდა
-წამოდი მე გიყიდა ღიმილით შესთავაზა მამაკამა. ისინი შევიდნენ ყვავილების მაღაზიაში. გოგონამ ვარდი იყიდა, მამაკაცმა დიდი ბუკეტი და მოითხოვა გაეგზავნათ იგი დედამისთან. წამოსვლისას მან შესთავაზა გოგონას სახლამდე მიყვანა. გოგონამ თხოვა წაეყვანა იგი დედასთან.მისი მითითებით ისინი მივიდნენ... სასაფლაოზე. წითელი ვარდი დედის საფლავზე დაიდო...მამაკაცმა სასწრაფოთ გააუქმა შეკვეთა, შეიძინა ყვავილების დიდი თაიგული და გაემგზავრა დედასთან რათა პირადად მიეცა იგი....


short stories..

დაწყებითი სკოლის მასწავლებლმა მისცა თავის მოწაფეებას დავალება დაეწერათ ესსე სახელწოდებით "რა მინდა ვთხოვო უფალს"
დღის ბოლოს როდესაც გადაიკითხა ნამუშევრები ერთერთი მოსწავლის ნაწერმა საკმაოდ ემოციური შთაბეჭდილებები დატოვა. როდესაც მისი ქმარი შემოვიდა ოთახშიდ ა ატირებული ქალი ნახა იკითხა თუ რა მოხდა...ქალმა გაუწოდა ნაწერი რათა წაეკითხა:
ღმერთო! დღეს მე მინდა გთხოვო რაღაც განსაკუტრებული....ძალიან გთხოვ..გადამაქციე ტელევიზორად!
მე მინდა დავიკავო მისი ადგილი...ვიცხოვრო როგორც ტელევიზორმა ჩემს სახლში...და მყავდეს ოჯახი გარშემო
რომ მიმიღონ სერიოზულად როცა ვსაუბრობ.
..მინდა ვიყო ყურადღების ცენტრში,მომისმინონ კითხვებისა და შეწყვეტის გარეშე..
მინდა მომიარონ და იზრუნონ ჩემზე...
მინდა მამას გავიწიო "თანამოსაუბრის სამსახური" როდესაც დაღლილი დაბრუნდება სამსახურიდან...
ან დედას დავჭირდე ყოველთვის როდესაც მოწყენილი ან გაბრაზებულია იმის მაგივრად რომ იგნორირება გამიკეთოს
მინდა ჩემმა ძმებმა ჩემთვის იჩხუბონ...
მინდა რომ ოჯახის წევრებს ქონდეთ სურვილი ცოტა დრო მაინც გაატარონ ჩემთან...
მინდა გავხადო ისინი ბედნიერი, დავაინტერესო, გავართო...
განა ბევრს ვითხოვ უზენაესო? უბრალოდ მინდა ვიყო ისეთივე ყურადღების ღირსო როგორც ტელევიზორია...
როდესაც კითხვა დაასრულა მამაკაცმა არშფოთებით თქვა!-რა საშინელებაა საწყალი ბავშვი, რა საშინელი მშობლები ჰყავს
ქალმა ახედა მას და ცრემლნარევი ხმით უთხრა: ეს ესსე ჩვენი შვილისაა...


short stories..

ერთხელ ბავშვმა ჰკითხა დედას თუ რატომ ჰქონდა ჭაღარები თმებში. დედამ სცადა ეს ამგვარად აეხსნა
ეს შენი ბრალია ჩემო კარგო, ყოველი შენი ცუდი საქციელი, ჩემს თმაში 1 ჭაღარას აჩენს!
ბავშვი დაფიქრდა და თქვა...ეხლა მესმის რატომ არის ბებიას თმა მთელიანად ნაცრისფერი


short stories..


ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა სამოგზაუროდ წასვლა. ქლას ერთი დღის საქმე ქონდა დარჩენილი ამიტომ ქმარი გაემგზავრა რათა დაბინავებულიყო და მოეწყო ყველაფერი ცოლი კი შემდეგ დღეს ჩამოვიდოდა. როდესაც ქმარმა მოაგვარა ყველაფერი გადაწყვიტა მიეწერა მეუღლისთვის სწრაფი ემეილი და შეეტყობინებინა ჩასვლის ამბავი. მაგრამ შეცდომით სხვა მისამართი აკრიფა. მისი ტექსტი მიუვიდა ქვრივ ქალს რომლის მეუღლე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როდესაც ფვრივმა
შეამოწმა ფოსტა და ნახა ეს წერილი გონება დაკარგა. აი რა ეწერა მასში
-ჩემო ძვირფასო ცოლო. ეხლახანს მოვეწყვე, აქ მშვენიერია... ყველაფერი მზად მაქვს შენი ხვალინდელი მოსვლისთვის. მენატრები. :*
პ.ს დარწმუნებული ვარ დაბლა თქვენთან ძალიან ცხელა.

short stories..

მამაკაცი ჩამოფრინდა აეროპორტში თუმცა ვერ იპოვა მისი ტვირთი. იგი შევიდა დაკარგული ბარგის განყოფილებასი და მომუშავე პერსონალს მოახსენა
მისი ამბავი. ქაბატონმა დაამშვიდა, გაუღიმა და უთხრა
-დაწყნარდიტ ბატონო, აქ ძალიან გამოცდილი ხალხი ვმუშაობთ, თქვენ საიმედო ხელში ხართ...
2 წამის შემდეგ კი კვლავ მიმართა დაზარალებულს სემდეგი კითხვით
-და დარწმუნებული ხართ რომ თქვენი თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა? lol


short stories..

რამდენიმე წლის წინ გაიმართა შეჯიბრი უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. 9 ფინალისტმა მონაწილემ რომელთან უნდა გაერბინად 100 მეტრი აიღო ფინიში. თითოეულ მათგანს ჰქონდა ნაკლი, ფიზიკური თუ გონებრივი. გაისმა თოფის გავარდნა და ისინი დაიძრნენ...ყველა გარდა ერთი მონაწილისა რომელმაც თავი ვერ დაიმორჩილა, წაბორძიკდა დაეცა და ფეხი იტკინა. ბიჭუნა ატირდა. დანარჩენმა 8ვე მონაწილემ გაიგო მისი ხმა. ისინი შეჩერდნენ, შებრუნდნენ ბიჭისკენ. უკლებლივ ყველა მიუახლოვდა მას. ერთერთი დაუნის სინდრომით დაავადებული გოგონა ახლოს მივიდა მასთან და აკოცა. შემდეგ წამოაყენა და 9 ვე მონაწილემ ერთად განაგრძნო გზა, ისინი ზუსტად ერთ დროს მივიდნენ დანიშნულ ადგილას და ყველამ ერთად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

short stories..



რამდენიმე წლის საავადმყოფოში მკურნალობდა გოგონა ლიზა, რომელსაც საკმაოდ რთული დაავადება ჰქონდა. მისი გადარჩენის ერთადერთ შანსს წარმოადგენდა სისხლის გადასხმა. ეს სისხლი უნდა გადაესხა მის პატარა ძმას რომელმაც სასწაულებრივად დაამარცხა ერთდროს ეს დაავადება და ახლა მის სისხლში ანტისხეულები არსებობდნენ.ექიმი მიუახლოვდა 6 წლის ბიჭს და კითხა გადაუსხამდა თუ არა იგი დას სისხლს. ბიჭი დაფიქრდა სულ 1 წამით და თქვა რომ გააკეთებდა ამას თუკი ეს დას გამოაჯანმრთელებდა. ბიჭი მიიყვანეს დასთან, დაუწვინეს მას გვერძე და დაიწყეს სიხლის გადასხმა. ბიჭმა გაუღიმა დას, გოგოს ლოყებს სიწითლე ემატებოდა, ბიჭის სახე გაფერკმრთალდა. პატარამ მხოლოდ მაშინ მოიშორა ღიმილი როდესაც ექმის შეხედა და იკითხა
-ექიმო მე ეხლავე მოვკვდები თუ ცოტა ხანში?
აღმოჩნდა რომ მან კარგად ვერ გაიგო რა სურდა ექმის და ეგონდა რომ მთლიანად უნდა გადაესხა დისთვის საკუთარი სისხლი.


short stories..

მეთევზე ხის ჩრდილში ისვენებდა, ეწეოდა და რულიც მორეოდა როდესაც მდიდარმა ბიზნესმენმა ჩამოარა. იგი გაჩერდა მოხუცთან მიუახლოვდა და კითხა რატო არ მუშაობდა,რაში ხარჯავდა დროს. მეთევზემ უპასუხა რომ მან საკმარისი თევზი დაიჭირა და ეხლა ჰქონდა დასვენების უფლება. ბიზნესმენი გაბრაზა და უთხრა რომ მას მეტი თევზი უნდა დაეჭირა
-რატომ? რას ვიზამ მერე?
-მერე გაყიდი თევზს და იყიდი უფრო დიდ ნავს...
-რას ვიზამ მერე?
-მერე გახვალ უფრო ღრმა ოკეანეში და კიდე უფრო მეტ თევზს დაიჭერ, გააკეთებ ბევრს ფულს და გეყოლება თანამშრომლები
-რას ვიზამ მერე?
-მერე გააფართოვებ თევზჭერას და გამოიმუშავებ კიდევ უფრო მეტ ფულს
-რას ვიზამ მერე?
-მერე გახდები ისეთივე მდიდარი იზნესმენი როგორც მე
-რას ვიზამ ამის მერე?
-დატკბები ცხოვრებით!
-და შენი აზრით რას ვაკეთებ ახლა მე? უპასუხა მოხუცმა,ბოლო ნაფაზი მოქაჩა, ჩამოიფარა ქედი და თვალები დახუჭა.


short stories..

დედა ტერეზა- ერთხელ მამაკაცი მოვიაჩამთან და მითხრა რომ იყო ოჯახი რომელიც 4 ბავშვს ზრდიდა. ისინი კვდებოდნენ შიმშილი. მე წავედი მათთად და მივუტანე ცოტაოდენი პროდუქტი. როდესაც დავინახე პატარა ბავშვები მათი მზერა არ იყო არც სიბრაულუის, არც სინანულის გამომხატველი იქ იყო ტკივილი შიმშილისგან გამოწვეული. მე გადავეცი მთლიანი ტომარა ბრინჯი დიასახლისს. მან გადაყანა ნახევარი ხოლო ნახევარი ტომარა ბრინჯით სადღაც წავიდა. როდესაც დაბრუნდა მე ვკითხე სად იყო ის.
-მეზობლებთან. მე მათ მივუტანე ბრინჯი ისინიც მშივრები არიან.
მე გამიკვირდა ეს. არა ის რომ გაუყო მატ საკვები...ღარიბი ხალხი ხელგაშლილია. არამედ ის რომ მან იცოდა მეზობლების ამბავიც. როდესაც ჩვენ ვართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვფიქობთ მარტო საკუთარ თავზე და ძალიან იშვიათად რომ დავინტერესდეთ სხვისი ცხოვრებით.


short stories..

ქალი დაჯდა მამაკაცის გვერდით და დაუწყო მას საუბარი შვილზე.
-აი ეს ჩემი ბიჭია! უთხრა მან და მიანიშნა წითელმაისურიან ბავშვზე რომელიც სილაში თამაშობდა.
-ძალიან სიმპატიური ბავშვია. ეს კი ჩემი გოგონაა უპასუხა მამაკაცმა და დაანახა თეთრკაბიანი გოგონა რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა მცირე არეალის გარშემო.
-მელისა! მემგონი დროა წამოხვიდე. არ წავიდეთ? იკითხა მამამ
-5 წუთი მა, მხოლოდ 5 წუთი! გაისმა გოგონას ხმა. კაცმა გაიღიმა და დათანხმდა. 5 წუთში კვლავ დაუძაღა გოგონას
-5 წუთი მა, მხოლოდ 5 წუთი! მიიღო იგივე პასუხი. მამა ეხლა დათანხმდა... 5 წუტში ისევ იგივე განმეორდა. მამან გაიღიმა და კვლავ ქალის გვერდზე
ჩამოჯდა
-ნამდვილად მომთმენი მამა ხართ.! მამაკაცმა შეხედა მას და ღიმილით უპასუხა
-წინდა წელს ჩემი ვაჟი ველოსიპედით სეირნობის დროს გარდაიცვალა როდესაც მას მთვრალმა მამაკაცმა მანქანით დაატყა. მე არ ვატარებდი დიდ დროს ტომისთან, ეხლა კი ვიზამდი ყველაფერს რომ მეყურებინა მისთვის თუნდაც 5 წუთი. მე ვცდილობ არ დავუშვა იგივე შეცდობა მელისასთან. მას გონია რომ იღებს 5 ზედმეტ წუთს რომ დარჩეს აქ, სინამდვილეში კი ეს მე ვიღებ 5 დამატებით წუთს რომ ვუყურო როგორ ერთობა ჩემი გოგონა.

short stories..

ბავშვებო ბევრი ვეძებე და ვთარგმნიდი დიდი ხანი იმედია მოგეწონათ :* :* :*

გააფორმა: Nuchito
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 778 | დაამატა: Nina♥You | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 8
2013-04-04 Spam
vaimeee ;((((
dzalian kargi istoriebi iyo <3