მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2015 » ივლისი » 11 » შენ
11:56 AM
შენ
ჩემი საყვარელი ჩანახატი
 

 

 
ძვირფასო ჯონათან.
 
          გამარჯობა.  თავს არ გავიმართლებ და გეტყვი,რომ უბრალოდ დამავიწყდი.. ძალიან დიდი ხანია არ მომიწერია და აღარც კი მახსოვდა შენი მისამართი.
          ახლა მე სიგარეტს ღერი-ღერზე ვაბოლებ, მარწყვის არომატით ვსვამ ჩაის, ტუჩის საცხისგან გადაწითლებული ტუჩები ფინჯანს ეკრობა მტკიცედ., გაყინული თითები მხოლოდ მაშინ თბება,როცა ფინჯანს ხელს ვუხახუნებ, ჩაი მაშინ ცივდება, როცა სიძველისგან გადათეთრებულ კოვზს ჭიქას ვურახუნებ… ვზივარ გაშტერებული და სულ არაფერი.
         ჩემი ფანჯრებიდან შენი ფანჯრები ჩანს. დაკეტილია შენი ოთახის ფანჯარა. ამ ოთახში შენი სუნი დგას. გადატენილია შენი ნაკვალევებით. შენ კი უკვე წასულხარ საზღვარს იქით. ისევ შორია შენამდე. საკმაოდ შორია. მე კი რატომღაც მგონია,რომ გზაზე შემხვდები.. ალბათ მოლოდინი მაცოცხლებს და თან მკლავს.
ყველას ვაკვირდები და ახალს ვერაფერს ვხედავ.
ზოგიერთ ადამიანში თუ დაინახავ იმ მზეს და სითბოს,რომელსაც სხვები აძლევენ სიყვარულით.
სიყვარული ალბათ უსაზღვროებაა, ან არ არსებობს.
ადამიანები მოკვდნენ. ყველა ადმიანი რაღაც დოზით მკვდარია. მეც მოვკვდი,მაგრამ ჩემი ნახევარი ნაწილი ისევ ცოცხლობს.
უნდა იგრძნო რომ თქვა და მე ვგრძნობ რომ შორია შენამდე.
ალბათ იმდენი უნდა ვიარო,რომ საკუთარ თავს საბოლოოდ დავკარგავ.
შენამდე კი ბევრი მოვიდა, მაგრამ ვეღარავინ დაბრუნდა უკან..
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 884 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2015-07-12
"ადამიანები მოკვდნენ, ყველა ადამიანი რაღაც დოზით მკვდარია " :))) ❤
მომეწონა ^-^ მეც მიყვარს ასეთი ჩანახატები ძალიან ❤