მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » სელენას ინტერვიუ ჟურნალისთვის
5:58 PM
სელენას ინტერვიუ ჟურნალისთვის
სელენა გომეზი Cosmopolitan მარტის ნომრის გარეკანზე

19 წლის მომხიბვლელი მომღერალი, სელენა გომეზია Cosmopolitan მარტის ნორმის ყდაზე. ჟურნალტან ინტერვიუში ის საუბრობს რთულ ბავშვობაზე, დიდ ოცნებებზე და დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე, მეგობარ დემი ლოვატოზე და ჯასტინ ბიბერზე. გთავაზობთ მის მცირე ინტერვიუსა და ფოტოებს.

როდესაც მომავალი ვარსკვლავი, სელენა დაიბადა ტეხასში, დედამისი 16 წლის იყო, მამამისი კი 17ის. "ახლა 3 წლის შვილი მეყოლებოდა, დედაჩემის კვალს რომ გავყოლოდი და მის ასაკში გავთხოვილიყავი, ეს ძალიან მაშინებს." 



სელენა იხსენებს მის მეგობარ, დემი ლოვატოსთან პირველ შეხვედრას. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სელენას ოჯახი ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლა, მათ ფული არ ქონდათ ცალკე სახლის შესაძენად, ამიტომაც ერთად ცხოვრობდნენ, პატარა სარდაფის ტიპის ოთახში სულ 7 გოგონა ცხოვრობდა.

საუბრობს დემიზე: "იყო დრო როდესაც ჩვენი გზები გაიყარა, რადგანაც ვერკვეოდით საკუთარ თავში, თუ რას წარმოვადგენდით. ეხლა იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე წარმოვიდგენდით"

სელენა ყოფილ ბოიფრენდებზე: " ადრე მქონდა ურთიერთობები, როდესაც ყველაფერი ძალიან რთული იყო, მე მომიწია კომპრომისებზე წასვლა, სიგიჟეებს ჩავდიოდი, ეხლა კი ვხვდები რომ თითქმის ერთი წელი ტყუილად გავფლანგე"

სიყვარულზე: " ეს უძლიერესი გრძნობაა, ურთიერთობა, ოჯახი... ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ ამიტომაც მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ბოლოს ვიამაყო." 


(ინფოსთვის მადლობა ჩემ მეგობარ ქეთუთას)


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 633 | დაამატა: Dragon❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-02-18 Spam
მომეოწნააა და ყოფილ ბოიფრენდში ვის გულისხმობს?