მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 20 » სათაურების წერა მიჭირს
8:29 PM
სათაურების წერა მიჭირს

საოცარია ადამიანთა ურთიერთობა. ან მე გავიზარდე და ნდობა დავკარგე ყველასი, ან ადამიანები შევიცვალეთ. მახსოვს, ადრე ერთ ადამიანს მაინც ვენდობოდი და იმის ნახევარს მაინც ვუყვებოდი რაც არ მასვენებდა. ახლა ძალიან ჩავიკეტე. თითქოს ჩემი ტკივილი, სიხარული ან ნებისმიერი თუნდაც პატარა ამბავი რომ მოვუყვე ვინმეს, ამით ვზარალდები. არავის ვენდობი საკუთარი თავის გარდა. ყველა იმახსოვრებს შენს ნათქვამს და რაღაც დროის მერე აზრი რომ შეიცვალო, იმათ მაინც ის ემახსოვრებათ, რაც ადრე უთხარი და მეორე ვარიანტს აღარ იჯერებენ. სურვილიც აღარ მაქვს ვინმეს რამე მოვუყვე. “სისუსტე” არ მინდა გამოვაჩინო. ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ უკვე სისუსტეა ჩემთვის ის, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებს, ვინმეს მოვუყვე. მაშინ ვგრძნობ თავს ძლიერად, როცა მარტო ვუმკლავდები ყველაფერს. რამე რომ მაწუხებს და ჩემგან ამოხეთქვა უნდათ სიტყვებს, თითქოს სათქმელად მოვემზადები და უცბად სურვილი მიქრება. შინაგანად ბობოქრობენ გრძნობები და იმის გამო, რომ მგონია გარეთ თუ გამოვიტან უფრო დავზარალდები, შიგნით ვკლავ. 


უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ვთქვით ჩვენი სათქმელი ვინმესთან. რატომ ვამბობთ? რჩევას ველოდებით? მაშინ სწორად უნდა შევარჩიოთ ადამიანი, რადგან თითქმის აღარ არსებობს ისეთი, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ნათქვამს. რჩევას მოგვცემს, ალბათ, მაგრამ უბრალოდ თავიდან რომ მოგვიშოროს ან თავისი აზროვნების უპირატესობები გვაჩვენოს. ადამიანები გავცივდით. მეც ეგრე ვარ უკვე. ადრე ყველას ნათქვამი მიმქონდა გულთან და ვცდილობდი დავხმარებოდი, მაგრამ ახლა აღარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მაგალითით მივხვდი, მარტო უკეთ ვუმკლავდები და სხვების ჩართვა არ ღირს. თან ჩვენი პრობლემებით რატომ უნდა შევაწუხოთ ვინმე, თუ ისედაც არ ანაღვლებს, დრო რატომ უნდა წავართვათ. და ყველაზე მთავარი ისაა რომ ჩვენი სუსტი წერტილი არავის არ უნდა ვაჩვენოთ. შეიძლება ახლა დაგვამშვიდოს ლაპარაკმა, მაგრამ მომავალში არ ვიცით, სად შეიძლება დაგვხვდეს ერთ დროს განდობილი საიდუმლო. ვინ როდის გაგვყიდის.


ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ალბათ, მაგრამ არანაირად არ ვარ ეგრე. უბრალოდ ბევრი რამ ვისწავლე და დღეს ძალიან მომინდა რამე დამეწერა.


 

ტირილამდე მენატრებით.

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 768 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-03-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz