მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » Sashishebi.!
8:04 PM
Sashishebi.!

ცეკვა ეშმაკთან 

დღეს საღამოს სკოლის გამოსაშვები საღამო იმართებოდა. ამ საღამოსთვის ულამაზესი წითელი კაბა იყიდა, რომელშიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა. სკოლაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული, პირიქით, ბიჭებთან უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ამ კაბაში მისი საღამო დგებოდა.ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ სახლში დედა მოვიდა, ფერდაკარგული და ცუდ ხასიათზე.” დღეს საღამოს ცეკვაზე არ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სასტიკად გიკრძალავ”უთხრა შვილს და სამზარეულოში შევიდა. არ შეეძლო არ წასულიყო, კაბა თითქოს თავისკენ უხმობდა.თავის ოთახში ავიდა, თითქოს დაუჯერა დედას, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩუმად ჩამოიპარა და სკოლისკენ გაიქცა.დარბაზში შევიდა თუ არა, ყველას ყურადღება მიიქცია, ბიჭები გაჩერდნენ და მიშტერებოდნენ. ეს უცნაური იყო, რადგან როგორც წესი ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი მასთან ცეკვის გულისთვის ერთმანეთთან ჩხუბობდნენ.მთელი საღამო ცეკვავდა, ბოლოს დაღლილი პუნშის დასალევად მივიდა მაგიდასთან. უკნიდან ხმა მოესმა:"იცეკვე ჩემთან ერთად”მუსიკა გაჩერდა, ლაპარაკი შეწყდა, ყველა მათ უყურებდა.ნელა მობრუნდა. მაღალი, ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი ღიმილით ხელს უწვდიდა. მისით მოხიბლულმა თავი დაუქნია და საცეკვაო მოედანზე გაყვა.ამ კაცთან ისე ცეკვავდა, როგორც არასდროს. თავბრუ დაეხვა. უცნობი ატრიალებდა გიჟური სისწრაფით, ფეხებზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ტრიალებდა და ტრიალებდა, იგრძნო, რომ სუნთქვა თანდათან ეკვრებოდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა და ისევ ტრიალებდა.ბოლოს მტვერი ავარდა და როცა ერთმანეთი ისევ დაინახეს, ის აღარსად იყო. კაცმა ელეგანტურად დაუკრა თავი საზოგადოებას და გაქრა.ეშმაკი მოვიდა თავის წვეულებაზე და მისი რჩეული ჯოჯოხეთში წაიყვანა.

*********

მატარებელი ჯოჯოხეთისკენ

მატარებლის სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა. ღამის ექსპრესი ზუსტად 12 საათზე და 05 წუთზე უნდა მოსულიყო. მგზავრები ბილეთებს იღებდნენ და მატარებლის მოსვლამდე სადგურის კაფეში ყავას სვამდნენ.

სადგურზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თვალები არეული ჰქონდა, გიჟივით იყურებოდა აქეთ–იქით. მოლარესთან მივიდა.

"ის მოდის, ის მოდის” იმეორებდა განუწყვეტლივ.

"რა მოდის?” ჰკითხა მოლარემ.

"მატარებელი ჯოჯოხეთისკენ… საშინელება ჩავიდინე… ახლა კი ამისთვის დავისჯები… ის ჩემთვის მოდის”

მოლარეს ყურადღება არ მიუქცევია, ასეთი ადრეც ბევრი უნახავს, მშვიდად განაგრძო ბილეთების გაცემა.

მოულოდნელად ლიანდაგებიდან მატარებლის ხმა მოისმა. გაკვირვებულმა ახედა საათს. მატარებელი 12:05 ზე უნდა ჩამომდგარიყო, ახლა კი მხოლოდ 12 იყო. ექსპრესი არასდროს აგვიანებდა, მაგრამ არც ადრე მოდიოდა.

მოხუცმა კაცმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, მატარებლით გამოწვეულმა ქარმა და საყვირების ხმამ დაარწმუნა ყველა, რომ ექსპრესი ადრე მოვიდა, მაგრამ სადგურზე არაფერი ჩანდა.

უხილავი მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ლიანდაგებისკენ წაიყვანა და ისე გაქრა, თითქოს ვაგონში ავიდა. უხილავი ექსპრესი დაიძრა და ყურისწამღები ხმაურით წავიდა.

"ღმერთო, მართალი ყოფილა, ექსპრესი ჯოჯოხეთისკენ მართლაც მისი სულისთვის მოვიდა” ჩაილაპარაკა გაოგნებულმა მოლარემ.

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 892 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-03-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz