მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » SaKoNkuRso TeMa:):)3
11:51 PM
SaKoNkuRso TeMa:):)3

ბავშვური, შეიძლება ზედმეტად ბავშვურიც, გულუბრყვილო, მორიდებული იყო. გული ყოველთვის სიხარულით ჰქონდა სავსე.ხშირად მისაყვედურია სალო აზრზე მოდი, ყველა ანგელოზი ნუ გგონია, ასე ადვილად ყველას კარგი ადამიანის იარლიყს ნუ მიაკერებმეთქი, მაგრამ ამაოდ. ყველას რაღაც კარგს მოუძებნიდა და მხოლოდ მასზე ამახვილებდა ყურადღებას. დღესაც ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

-რა ქნას, ცხოვრებამ გახადა ასეთი, თორემ დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში ძალიან კეთილია.(სალი)

-მე ასეთ კეთილებს აფერისტებს ვეძახი(მე)

-კაი რა ისიც ხომ ადამიანიააა(სალი)

-მე ეგეთ ადამიანებს არ ვენდობი(მე)

-ხოდა სწორედ ეგეთად რომ მიაჩნია ყველას, მაგიტო სჭირდება დახმარება, თორემ კარგს დახმარება არაფერში სჭირდება(სალი)

-რას მელაპარაკები? არ იცი რომ დედატერეზა არც მე ვარ და არც შენ? იცოდე ერთხელაც მაგრად გატკენს ვიღაც იდიოტი გულს და მერე გვიანი იქნება..(მე)

-ყველა ცდება(სალი)

-ვა გოგოებო როგორ ხართ?ღიმილით გვკითხა მარიმ

-კარგად. შენ როგორ ხარ? აუუ შემდეგი ლექცია დიპლომატიის გვაქვს და რა გაუძლებს(სალი)

-აუუ მეც მეზარება საალ...წამო გავაცდინოთ ეს ლექცია და წავიდეტ სადმე..(მე)

-აუუ ანა არაა, სჯობს დავრჩეთ(სალი)

-კაიი რა წავიდეთ.. არ გეზარება ამ ყველაფრის მოსმენა?(მე)

-კაი ხო ჯანდაბას, წავიდეთ, ოღონდ უკანა კიბეებიდან ჩავიდეთ(სალი)

მარის დავემშვიდობეთ და კიბეები მთელი სისწრაფით ჩავირბინეთ. კაცს ეგონებოდა უკან ვიღაც მოსაკლავად მოსდევსო.. ბოლო სართულის კიბეზე სალის ხელიდან ჩანთა გაუვარდა და სულ რიხინ-რიხინით ჩავარდა.. ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა. სიცილ-სიცილით გავედით გარეთ. გამოსვლის თანავე ვიღაც მარალმა ტიპმა სალის ხელში რაღაც ფუტცელმიაჩეჩა და უნივერსიტეტში შევიდა.

ფურცელზე ეწერა:"მე ერთი თავისუფლება წართმეული ქაღალდის ჯარისკაცი ვარ. შენ თუ ფიქრებ, რომ შეგიძლია ჩემში დარჩენილი სიყვარულის აჩრდილი ხორციელი გახადო, გთხოვ შემიყვარე. უცნობი თაყვანისმცემელი.. ფურცელზე ნომერიც ჰქონდა მიწერილი.

  

-ორი ფრაზა აქვს მიჩხაპნილი, აშკარად აფერისტია, თან რა ქაღალდის ჯარისკაცი? მაგას რა ქაღალდი ეყოპა, რამხელააა... რას იტყვი სალ?(მე")

-ყველაფერი საეჭვო როგორ გგონია?(სალი)

-ოჰ, დაიწყო დედა ტერეზობა..:დდ(მე)

სალიმ ენა გამომიყო, გამიღიმა, ფურცელი ჯიბეში ჩაიცურა და მითხრა:

გამოადგი ფილოსოფოსო ფეხი.

  

სალი ხშირ-ხშირად წერდა მის ქაღაlდის ჯარისკაცს და თან-დათან უფრო და უფრო უახლოვდებოდა მას.

  

მაგრამ მე უფროდა უფრო ეჭვისთვალით ვუყურებდი მას.

ერთ დღეს გადავწყვიტეთ კლასელებს უნივერსიტეტში მოწყობა აღგვენიშნა და ვიქეიფედ. ქეიფზე ჩვენს კლასელ ბიჭებს "ქაღალდის ჯარისკაციც მოჰყვა. თავიდან ისეთი სასიამოვნო ტიპის შთაბეჭდილებას ტოვება რომ ჩემს თავს ვუსაყვედურე რას ვერჩოდი მეთქი. არადა ეს ჩემი დასკვნა მცდარი აღმოჩნდა. ამ ვითომდა ზრდილობიანმა ბიჭმა ჩემი დაქალის მიმართ ზედმეტი სიმპაია გამოამჟღავნა და აშკარა სითავხედეში გადაუვიდა. ბოლოს გაირკვა რომ შეყვარებულიც ჰყოლია და უბრალო ფლირტის მოყვარული ყოფილა.

  

ასე რომ ქაღალდის ჯარისკაცს გულიც ქაღალდის აღმოაჩნდა.

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 658 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-01-31 Spam
hearts hearts hearts hearts hearts hearts hearts