მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » საკონკურსო თემა
12:50 PM
საკონკურსო თემა
ჩემი საკონკურსო თემა
ხატიას კონკურსისათვის : ))

მამაო ჩვენო, 
რომელი ხარ ცათა შინა,
 წმიდა იყავნ სახელი შენი,
 მოვედინ სუფევა შენი, 
იყავნ ნება შენი, 
ვითარცა ცათა შინა,
 ეგრეცა ქვეყანასა ზედა, 
პური ჩვენი არსობისა
 მომეც ჩვენ დღეს, 
და მომიტევენ ჩვენ 
თანანადებნი ჩვენნი,
 ვითარცა ჩვენ 
მივუტევებთ თანამდებთა
 მათ ჩვენთა
 და ნუ შემიყვანებ
 ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ
 ჩვენ ბოროტისაგან, 
ამინ...
იესო ქრისტე ... ჩვენი სული და გული, ჩვენი სისხლი და ხორცი ... მან შეგვქმნა ჩვენ ... მან შექმნა სამყარო ... მას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ, ადამიანები ეშმაკს უფრო ვცემთ პატივს, ვიდრე ღმერთს!
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო. 
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
და თქვენ როგორ გგონიათ, ადამიანები პატივს სცემენ მშობლებს (( ყველაზე არ არის საუბარი )), როგორ გგონიათ, არ კლავენ?, არ იპარავენ?, არ ძუნწობენ?, არ ტყუიან? ...
ეს ყველაფერი ცოდვაა ... 
არავის უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა, სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს სჯერა რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. მაგრამ, სინამდვილეში ეს მართლაც არსებობს. ვისაც ჯოჯოხეთის არსებობა არ სჯერა, მას არ სწამს ღვთის სიტყვისა. რათა უფრო დარწმუნდეთ ჯოჯოხეთის რეალობაში, წაიკითხეთ შვიდი კოლუმბიელი მზარდის გამოცხადება ჯოჯოხეთსა და ზეცაზე.

სამოთხე .... ყველასათვის სასურველი ადგილი, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებსაც ...
ნახეთ, ერთ–ერთ ბლოგზე რა ვიპოვე ...
დღეს მინდა ზოგადად გავიგო თქვენი აზრი სამოთხეზე, სამოთხე რომელიც მდაბიოთა ენაზეც სამოთხეს ნიშნავს, არის ადგილი სადაც ყველა ის ხვდება ვინც კარგად მოიქცა ამ ცხოვრებაში, ანუ ადგილი სადაც არის ძალიან კარგი ჰავა, იქ მგელი და ცხვარი ერთად ძოვენ ბალახს, იქ ყველა კეთილია და იქ არ სუფევს ბოროტება….
ხოო ძაან ლამაზია მარა რაღაც არამგონია რო ეგეთი იყოს. ანუ არ გეგონოთ რო არ მჯერა სამოთხის, კი მჯერა, მაგრამ არ მგონია რო ესეთია, კაცობრიობა ზარმაცია, უნდა რო იქ მოხვდეს, ფეხი ფეხზე გადაიდოს და სამოთხის ნაზ ჰანგებს მოუსმინოს… მაგრამ ჩვენი "საყვარელი” პრეზიდენტის სიტყვებს გამოვიყენებ "ვეეეერ მოგართვით”.იცით რა არი?! მე მაგალითად დაახლოებით ორ დღეში მომბეზრდება სამოთხის ნაზი ჰანგები (ცოტა ხანი ნუ შევიმჩნევთ რო შანსი არ არი რო სამოთხეში მოვხვდე : )) ) და რაღაცას ავფაცურდები, ვერ გავძლებ ასე უსაქმურად, იქ ხომ არ არის კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები, მუსიკალური ცენტრი და ა.შ.არ ვიცი იქ რა იქნება მარა არ ვეთანხმები იმ აზრს რომ სამოთხეში ფეხი ფეხზე გადადებული ვიჯდებით, ღმერთი გვიცნობს და იცის რომ უმიზნოდ ყოფნას ჩვენ ვერ გადავიტანთ და ისევ ვაშლის ძებნას დავიწყებთ ედემის ბაღში…აბა დაფიქრთით რა საშინელებაა, სამოთხეში უსაქმურად ჯდომა თან როგორც ვიცი სამოთხეში დიდხანს რჩებიან…ასე რომ მაინტერესებს თქვენი აზრით როგორია სამოთხე, რა მიზანი გვექნება სამოთხეში, და ვინმე რელიგიით განსჭვალული ადამიანი თუ აღმოჩნდით იქნებ მითხრათ, რა უნდა ვაკეთოთ ჯოჯოხეთში? ანუ რა არის ჩვენი იქაური მიზანი? აქაური ხო იქ მოხვედრა იყო…

მე მაგალითად ამ ადამიანის აზრს არ ვეთანხმები ....
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ როცა მოკვდება ერთ ძალიან დიდ გვირაბს დაადგება, რომელსაც დასასრული არ აქვს, მაგრამ ოდესღაც მივა სინათლემდე და დაიბადება ხელახლა ...
თქვენ რას ფიქრობთ?

მგონი არაუშავდა ... იმედია მოგეწონათ ...
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 733 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-12-28 Spam
1. Ani   ( -Ann[??????]

dzaaalian momewonaaa smile kargi temaaa