მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2015 » აგვისტო » 9 » Rugby
10:53 PM
Rugby

R U G B Y

• ზოგისთვის სულელური სპორტი •

• ჩემთვის, კი მთელი ცხოვრება •


რაგბი - სპორტი რომელიც ბევრის აზრით მხოლოდ უხეში და უაზროა. სინამდვილეში კი ეს სულაც არაა ასე. ვერსად ნახავ ისეთ გუნდურობას და გვერდით დგომას როგორიც რაგბშია.

ქართველი მორაგბეები "ბორჯღალოსნები" ყოველი თამაშის წინ ჩვენს გახარებაზე ფიქრობენ და მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან იმისათვის რომ ჩვენ ვიამაყოთ. როგორ შეიძლება ეს არ დავაფასოთ? შეიძლება ვერ შეიყვარო რაგბი, მაგრამ პატივი ყველამ უნდა ვცეთ ქართველ მორაგბეებს. 

რაგბს, კი არ უნდა უყურო, რაგბი უნდა იგრძნო. ყველას ეს არ შეუძლია..

მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-13 ქვეყანაა და მართლაც გვაქვს მიზეზი ვიამაყოთ. მორაგბეები არა მხოლოდ სპორტსმენები არამედ ძალიან მაგარი ადამიანები არიან(ვინც იცნობთ დამეთანხმებით).

საკმაოდ უხეში თუმცა ამავდროულად ულამაზესი სპორტია. თუ დაუკვირდები თითოეულ დეტალს, ნელ-ნელა მოიწამლები მისით.

ერთხელ მოწამლული კი, მისგან ვეღარ განიკურნები და ჰაერივით დაგჭირდება.

როცა ვუყურებ როგორი შემართებით გადიან ქართველი მორაგბეები მოედანზე, როგორ იბრძვიან და თავს არ ზოგავენ - ეს საოცრად გადამდებია. რაგბის ყურება როცა დავიწყე ვერ ვხვდებოდი და "შარში გავეხვიე". არ შემიძლია მის გარეშე.

მართლა საოცრებაა გაიზიარო მორაგბეების სიხარული ლელოს დადებისას, ჯარიმის თუ გარდასახვის გატანისას. 

ყველანაირად ვეცდები თქვენც მოგწამლოთ რაგბით :დ 

(ახალი ზელანდიის "ჰაკა" - უბრალოდ სასწაულია. )

18 წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალია დააამარცხეს 


P.S საიტი განახლებულა ჩემს არყოფნაში და ცოტა გვიან გავიგე მაგრამ ეგ არაფერი :დ მუდმივად შემოგთავაზებთ ჩემს უსაყვარლეს სპორტზე სიახლეებს. ძაააააააან მომენატრეთ და მიყვარხართ ყველა♥

 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1445 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2015-08-27
me fexburti mevaseba