მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » როგორ ვებრძოლოთ ქერტლს.!!
11:01 PM
როგორ ვებრძოლოთ ქერტლს.!!


მედიკოსთა აზრით, ქერტლის მიზეზი შეიძლება იყოს სოკო, რომელიც თითქმის ყველას აქვს. სოკო ქერტლის წარმოქმნის პროვოცირებას დაქვეითებული იმუნიტეტის შედეგად ახდენს, იმუნიტეტს კი სტრესი, არასწორი კვება, დარღვეული ჰორმონალური ფონი და სხვადასხვა დაავადება აქვეითებს
.


ამიტომ, თუ ქერტლი გაწუხებთ, შეეცადეთ არ ინერვიულოთ და ძილი არ დაიკლოთ, მიირთვით ჯანსაღი საკვები და რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული. მოერიდეთ შემწვარ-მოხრაკულს, ტკბილეულს, ცომეულსა და ალკოჰოლს. თუმცა სანამ ორგანიზმს შინაგანად მოიწესრიგებთ, შეგიძლიათ, მას გარეგანი დახმარებაც გაუწიოთ.

უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებს შეიცავს. ასეთი შამპუნით თავი კვირაში ერთხელ დაიბანეთ და მას ერთ-ორ თვეზე მეტ ხანს ნუ გამოიყენებთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის კანის იმუნიტეტს გაანადგურებთ და ქერტლს კიდევ კარგა ხანს ვერ მოიშორებთ. ის მაშინვე გაგიჩნდებათ, როგორც კი ჩვეულებრივ შამპუნზე გადახვალთ. ქერტლის მკურნალობისას ასევე კარგია შამპუნები, რომლებიც შეიცავენ სალიცილის მჟავას, გოგირდს, სელენის დისულფიდს, კუპრს.

ეს ნივთიერებები არ იწვევს მიჩვევას და სანამ თქვენ შინაგანად მკურნალობთ ქერტლს, გარეგანი პრობლემებისგან დაგიცავთ.

და კიდევ, შამპუნებზე უფრო ეფექტური შესაძლოა, მარტივი შინაური რეცეპტები აღმოჩნდეს:

ქაცვი

ერთმანეთში აურიეთ ქაცვისა და ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთი, შეფარდებით 9:1. ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში და პოლიეთილენით შეიფუთეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. სასურველია, ასეთი პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტაროთ.

მკურნალობის კურსი 10 პროცედურას მოიცავს. ნაზავის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში. ეს ნიღაბი ცხიმიან თმასაც უხდება.

მწვანილი

ოროვანდის 2-3 ფესვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი კამის თესლი, დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.

დადგით ცეცხლზე და 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ ნაყენი გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაივლეთ თავზე და ბამბის პირსახოცით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ კი თავი შამპუნით ჩამოიბანეთ. თმა ბუნებრივად გაიშრეთ, ფენი არ გამოიყენოთ.

კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 758 | დაამატა: Anniiee♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-05-03
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz