მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ყველაფერი სიყვარულზე♥
3:23 PM
ყველაფერი სიყვარულზე♥

1381399-7-1327145769694_large
სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია"[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი").

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს") დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს").

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.

არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.

ვნებიანი სიყვარული

ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციას ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ვნებიანი სიყვარულის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა:
ის ყალიბდება და ისწავლება კულტურაში, კულტურის გავლენით (ითვლება, რომ იდეა სიყვარულის შესახებ შუა საუკუნეებში, ევროპაში წარმოიშვა და გააზრებული იყო როგორც წმინდა, საღვთო ემოცია)
სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობა.
ინტენსიური სიბრმავე-ნებისმიერი ემოციონალური აღძვრის ინტერპრეტაცია ხდება როგორც სიყვარულის . ს. შეხტერის და ზინგერის ემოციის ორფაქტორიანი თეორიის თანახმად, ემოცია მოიცავს ფიზიოლოგიურ აღძვრას,რომელიც ყველა ემოციისთვის იდენტურია და სოციალურ ინტერპრეტაციას, რომელიც სოციალური კონტექსტის და ინდივიდის კოგნიციის გათვალისწინებით ფიზიოლოგიური აღძვრის სახელდებას გულისხმობს. ამ თეორიის მიხედვით სიყვარულმოდებული ადამიანის მიერ, ყოველი ფიზიოლოგიური აღძვრა აღქმულია როგოც სიყვარული.

რომანტიული სიყვარული

რომანტიულ სიყვარულში შეიმჩნევა გენდერული განსხვავებები. კერძოდ ქალები უფრო მოტივირებულნი არიან ვიდრე მამაკაცები, ისინი უფრო სწრაფად იყვარებენ და ნელა გამოდიან შეყვარებულის მდგომარეობიდან. ქალები უფრო გამოხატავენ სიყვარულს, უფრო ზრუნავენ პარტნიორზე, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები ნაკლებად წყვეტენ ურთიერთობას, როცა დგება განქორწინების საკითხი.

სიყვარულის თეორიები

სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური საქციელი. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. მას კალვინი ჭირს უწოდებდა. მსგავსი მრავალფეროვნება სიყვარულის ოპერაციონალიზაციას შეუძლებელს ხდის, თუმცა მრავალი თეორია და შეხედულება არსებობს სიყვარულის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ.

ერიხ ფრომი

ე. ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული-ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.


ზიგმუნდ (შლომო) ფროიდი

ზ. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება. ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როცა ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს,როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.

ს.სტენბერგი

ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების(სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობია(სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების(კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა) განსხვავებულლი კომბინაციების საფუძველზე სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1.მოწონწბა- მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2.გატაცება- მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3.ცარიელი სიყვარული- მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4.რომანტიული სიყვარული-მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5.მეგობრობა სიყვარული- მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6.უაზრო სიყვარული- მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7.სრულყოფილი სიყვარული- მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.

500292837_large

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 646 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-04-19
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz