მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალების ახალი რეიტინგი
0:14 AM
ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალების ახალი რეიტინგი
100 ქალისგან შემდგარ სიას ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, 42 წლის ჯენიფერ ანისტონი ლიდერობს. 

მამაკაცების ჟურნალმა ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მკითხველთა აუდიტორიის გამოკითხვას ეფუძნება. 

როგორც მკითხველებმა აღნიშნეს, ჯენიფერს აქვს უნარი, "ერთდროულად იყოს მხიარულიც, ბუნებრივიც და სექსუალურიც". 

ტოპასეულში სცენისა და ეკრანის ვარსკვლავებთან ერთად მოხვდნენ სხვა ცნობილი ქალებიც - სტრიპტიზიორები, ბურლესკის შემსრულებლები, ეროტიკული კინოს მსახიობები. მაგალითად, სიაში აღმოჩნდნენ ჯენა ჯეიმსონი და საშა გრეი, "მოზრდილთა კინოს" სახეები. სიაში არიან ცოცხალი ვარსკვლავებიც და გარდაცვლილებიც. 

მაგალითად, პირველ სამეულშია მერილინ მონრო და წარსულის კიდევ ერთი ვარსკვლავი რაქუელ უელჩი. და კიდევ, მართალია, ასეულის განსაზღვრებაა "ყველა დროის", თუმცა სიაში არიან ის ქალები, რომლებიც მამაკაცთა გულებს XX-XXI საუკუნეებში აღელვებდნენ და აღელვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში მოხვდა ბრედ პიტის მეორე ცოლი ანჯელინა ჯოლი. ასე რომ, ბრედს შეუძლია იამაყოს - მისი ცხოვრების ორივე ქალი მსოფლიოს საუკეთესოთა და სასურველთა შორის აღმოჩნდა. 

საინტერესოა ისიც, რომ თუ ადრე მსგავს რეიტინგებს ანჯელინა ჯოლი ლიდერობდა, მას მერე, რაც მრავალშვილიანი დედა გახდა და ქველმოქმედებაში გადაეშვა, ძირითადად ქვედა პოზიციებზე ხვდება. როგორც ჩანს, მამაკაცებს ისე მასობრივად აღარ აღელვებს. სამაგიეროდ, მსგავს რეიტინგებში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიგურირებს ჯენიფერ ანისტონი.



საუკეთესო ასეულის პირველი ათეული კი ასეთია:

1.
 ჯენიფერ ანისტონი
2. რაქუელ უელჩი
3. მერილინ მონრო
4. ბრიტნი სპირსი
5. მადონა 
6. ურსულა ანდრესი
7. ბეტი პეიჯი
8. პამელა ანდერსენი
9. ჯეინ ფონდა
10. ანჯელინა ჯოლი

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 679 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2011-12-24 Spam
javascript://xoo googoo verc me vitann)))