მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » "მის ამერიკა 2012" თაღლითის ქალიშვილი გახდა
7:02 PM
"მის ამერიკა 2012" თაღლითის ქალიშვილი გახდა
აშშ-ში გამართულ სილამაზის კონკურსზე "მის ამერიკა 2012"-ის ტიტული თაღლითის ქალიშვილმა მოიპოვა. 23 წლის ლორა კეპელერმა მამამისის დანაშაულებრივი წარსული კარგად გამოიყენა და ქვეყნის ულამაზესი გოგოს სტატუსის გარდა, 5 000 დოლარი სტიპენდიაც მოიპოვა.

კონკურსანტ გოგონებს გამარჯვებამდე რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინათ. მათ შორის იყო სიტყვით გამოსვლა, რომლისთვისაც გოგონებს სოციალური თემა უნდა შეერჩიათ. ლორამ ჩათვალა, რომ თაღლითობის ბრალდებით მამამისის რამდენიმეწლიანი პატიმრობა კონკურსისთვის მომგებიანი თემა იქნებოდა.

სანამ დანარჩენი გოგონები საზოგადოებას ნატურალური საკვებისა და გარემოს დაბინძურების შესახებ მოუთხრობდნენ, ლორა კეპელერმა ის ბავშვები გაიხსენა, რომელთა მშობლები ციხეში სხედან.


"მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი, მაგრამ მომავლის იმედი არ დამიკარგავს და მინდა ეს თქვენც გააცნობიეროთ. არ იგრძნოთ თავი მარტოსულად. მშობლების პატიმრობა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს, მინდა შეგახსენოთ, რომ მარტონი არ ხართ. მე მხარს გიჭერთ და მესმის თქვენი", - განუცხადა ლორამ კონკურსზე შეკრებილ საზოგადოებას და იქვე დააზუსტა, რომ ამერიკაში 2 მლნ-ზე მეტი ბავშვის მშობელი დღეს ციხეში ზის.

ამ გამოსვლამ ჟიურის განწყობაზე დადებითად იმოქმედა. კონკურსში გამარჯვებისთვის ლორას 5 000 დოლარი სტიპენდიაც დაუნიშნეს.

"მის ამერიკა 2012"-ში 53 გოგონა მონაწილეობდა, რომელთა შორის გამარჯვებულებიც ლას-ვეგასში 14 იანვარს გამოავლინეს.

DaaMooWMaa:__mariami<3 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 683 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-01-16 Spam
haha amas qvia shesadzlkeblobas xelidan ar vushvebo