მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » გაყინული პინგვინები
2:58 PM
გაყინული პინგვინები
მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ნატურალისტმა ჯორჯ მიურეი ლევიკმა ნაშრომში, რომელიც სეიფში ინახებოდა რომ თანამედროვეებისთვის შოკი არ მიეყენებინა, ანტარქტიკული პინგვინების სექსუალურად აღვირახსნილი ქცევა აღწერა. ამის შესახებ მხოლოდ ეხლა გახდა ცნობილი.


მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ნატურალისტმა ჯორჯ მიურეი ლევიკმა ნაშრომში, რომელიც სეიფში ინახებოდა რომ თანამედროვეებისთვის შოკი არ მიეყენებინა, ანტარქტიკული პინგვინების სექსუალურად აღვირახსნილი ქცევა აღწერა. ამის შესახებ მხოლოდ ეხლა გახდა ცნობილი. 

მრავალი დოკუმნეტური ფილმის წყალობით, პინგვინები ამჟამად თითქმის მონოგამიის სიმბოლოებად ითვლებიან. თუმცა სინამდვილეში ამ ფრინველის მამრები ერთსქესიანი სექსით არიან დაკავებულები, ხანდახან ძალადობენ მდედრებზე, კლავენ ახალდაბადებულ პინგვინებს და ხანდახან მკვდრებთანაც აქვთ სექსი, და ხშირად ჰომოსექსუალური ურთიერთობებისაკენ არიან მიდრეკილები – წერს ჯორჯ მიურეი ლევიკი თავის ნაშრომში „ადელის პინგვინების ბუნებრივი ისტორია". 

1911-1913 წლებში ის აკვირდებოდა პინგვინების სექსუალურ ქმედებებს და ნაშრომს ძველ ბერძნულ ენაზე წერდა, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შესძლებოდა მისი წაკითხვა. 

ლევიკს, პინგვინების ადამიანებთან მსგავსებამაც შოკი მოჰგვარა და გაოცდა ყველა მსგავსებით, რომელიც მან პინგვინებსა და ადამიანებს შორის იპოვა. 

პინგვინი გეები ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდნენ პუბლიკისგან. მაგალითად ქალაქ ბრემენჰაფენის ზოოპარკის ადმინისტრაციამ, გერმანიაში გადაწყვიტა ჰომოსექსუალი პინგვინების ჯგუფისათვის, შვეციიდან გამოწერილი მდედრები თავს მოეხვია, რამაც გეებისა და ლეზბოსელების უფლებადამცველების პროტესტი გამოიწვია. ზოოლოგების მცდელობა „მოებრუნებინათ" ჰომოსექსუალი პინგვინები ტრადიციული ორიენტაციისაკენ უშედეგო აღმოჩნდა – მამრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, მდედრი პინგვინები არ აინტერესებდათ. 

მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ნიუ-იორკელი პინგვინები. გეი წყვილი პატარა პინგვინ ტანგოს ზრდიდა. ისტორიამ ისინი გეი კუმირებად აქცია. თუმცა სილომ, კალიფორნიელი მდედრი სკრეპის გამო, უეცრად მიატოვა როი. 

ჰომოსექსუალობის გამოვლენა 1500 სახის ცხოველში დაფიქსირდა, ამასთან 500 შემთხვევა დანამდვილებით დადასტურებულია. 

ცხოველების ჰომოსექსუალური გამოვლინებების შესწავლის შემდეგ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მოვლენა არც ისე იშვიათია, თუმცა უფრო ნაკლებად შევხვდებით ვიდრე ადამიანებში.

დაამოწმა-მარიკო1
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 817 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-06-22 Spam
biggrin martlac saintereso siaxle iyo yochag