მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 12 » პრო
6:58 PM
პრო

 

გაიჯახუნე კარი და  გავარდი. 

სახეში შეაფურთხე ისე, რომ მთელი შენი ბოღმა ნერწყვებში ჩატიო და მათმა კანმა შეიხოცოს.

ნუღარ ამეცადინებ სახეს გამომეტყველებებზე- ნასიამოვნები და თბილი ემოცია ეხატოთ. 

ჩალეწე ბევრი მინა. 

გადაირბინე იმდენ წითელზე ვიდრე ყველა ქუჩას სიგნალები არ გააყრუებს, გაბმული, მაგინებელი სიგნალები, შენსკენ მომართული.

 გატოპე ყველა წუმპე.

 გადაჯღაბნე ყველა შენი სკოლისდროინდელი საშინაო დავალების რვეული, შესრულებული დავალება და მიღებული ნიშნები-არაფერი გისწავლია მათგან მაინც.

 ქვა ესროლე ყველა ტროტუარზე მდგარ მანქანას.

 უყვირე ყველა მათხოვარ ბაშვშვს მთელი ხმით:”გაიქეცი! თავს უშველე! გიყენებენ! მეურვეების იარაღი ხარ!” 

აგინე ყველა ღიპიანს და ეძახე ღორი, დამპალი, გაუმაძღარი არსება. უთხარი, როგორ ვერ იტან მათ.

მივარდი და თმით ითრიე ბანკის წარმოსადეგი, კარგად აღზრდილი, ჰარვარდდამთავრებული, ტანადი, დამაკიაჟებულ, ნაპლასტიკუროპერაციები, დაფიტნესებულ, დამასაჟებული გოგო, ყოველდღიურად ბანკში ჩადებულ ათობით სახლს რომ ართმევს უმუშევრებს, ყიდის და დაყენებული, მშვიდი ხმით ატყობინებს მათ, რომ ამიერიდან ჭერი და კედლები, რომელსაც თავის თბილ კერას უწოდებდნენ და ეიმედებოდათ- აღარ ექნებათ.

კეფაში ესროლე ტყვია ყველა მოზარდს, ვინც სხვას დასცინის, ჩაგრავს და გეხუმრებიო თავს იმართლებს მაშინ, როცა ჩაგრულის დახმარება სჭირდება. იქვე დახვრიტე ჩაგრულიც, ოღონდ ჯერ ის აჩვენე მჩაგვრელი როგორ მოკვდა. არცერთი დაინდო, რადგან არასოდეს შეიცვლებიან.

არაფერი გააკეთო სხვების დასაცავად, მრავალი მხრიდან მოწინააღმდეგეებს გაიჩენ, მათაც კი, ვისაც იცავ. უარყავი ყველა, ვინც მსგავსი გთხოვა.

წაშალე სიტყვები- ტკივილი, წვა, დარდი, სიყვარული,ეჭვი, მონატრება,მორალი, პატიოსნება  და მისთანანი, ყველა სიტყვა, რაც კი გაღიზიანებს, ან გიზიდავს. რადგან შესატყვისი, მხოლოდ ისეთ რამეს აქვს, რაც ბუნებაში არსებობს. მერე ცარიელი, უამსიტყვებო გონებით იარე და შენ მოუფიქრე დასახელება ყოველ ემოციას, აბსტრაქციას, ნამოქმედარს თუ საგანს.

მოსპე, ყველა და ყველაფერი, თუ საჭიროა დაწვი, სანაგვეზე გადაყარე, მიანგრ-მოანგრიე, რაც დაგხვდა შენს ცხოვრებაში ან თავისით მოვიდა, შენი შრომისა და მონდომების გარეშე, რადგან ის ყველაფერი უბრალოდ ქარია და აუცილებლად წავა მაინც.

წადი, კარი გაიჯახუნე, გავარდი იქ, სადაც არავი გელოდება. სხვა სისავსეში, რომელიც იმდენად უცხოა რომ ცარიელი გეჩვენება. შეაბიჯე იმ სიცარიელეში, რომელიც ერთდროულად მიგიზიდავს და განგიზიდავს. ყველა დარჩენილი ენერგიით, შეაბიჯე სიცარიელეში და დამშვიდდ.

 

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 820 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-04-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz