მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ფრაზები, გამოთქმები ,ციტატები
11:56 PM
ფრაზები, გამოთქმები ,ციტატები
gazafxulda buchqis ziras ,
taqsi dgas da shofers zinavs! biggrin

"სიგიჟის 40% ფიქრია, კიდევ 40% წარსული ცხოვრება, დანარჩენი 20%? დანარჩენი 20% იმპროვიზაციააა"-კასტანეტა

ბეღურასავით
გული გიცემს სულ ერთი ციდა,
შენც უფრთხილდები
შენი ბუდის პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!
ავალ,
ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს,
ადრე თუ გვიან -
დავიწყების გახდება ღირსი...
ოჯახში სითბო არ გაკლია,
დაასხი ბარემ,
შესანდობარი დავლიოთ მისი!
რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!
ჩამოვხსნი მთვარეს,
უსირცხვილო მგოსნების მთვარეს,
მთვარეს, გროშივით გახუნებულს,
დაგიდებ ფეხთით,
მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს,
უკანასკნელად დავამღერებ:
„ო, როცა შევხვდით..."
მერე კი, ვიტყვი:
კმარა გულით ოცნების ზიდვა,
ასეა ყველა -
უფრთხილდება პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
მზე ოქროსფერი.
.....................
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
.................
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!

"ჩემში ვხედავ ორ ხატებას,
ხან უშიშარს,ხან კი ლაჩარს,
ზოგჯერ რწმენით აღზევებულს,
ზოგჯერ თავხედ გოგოს, აშარს...
ხანაც კეთილს,მშვიდს და სათნოს,
სულით წმინდას,ქცევით მდაბალს,
ხან კი ცოდვით დამძიმებულს,
ჯოჯოხეთის გზებით მავალს...
ხან გმირი ვარ, დაშნით ხელში,
ამორძალის სახე მმოსავს,
ზოგჯერ უნდოს,ცბიერს,ვერაგს,
მადარებენ პოეტს,მგოსანს..
არც კარგი ვარ ად არც ცუდი,
არც წმინდანს და ბოროტს ვგავარ,
მე კოლხეთის ასული ვარ
და არჩევნის გზაზე ვდგავარ".

იას ვარდი შეუყვარდა...
აშოლტილ ვერხვს - მზე...
ბალახს - ჭიამაია...
მე კი - შენ !!

პ.ს. ჩემი უსაყვარლესი ლექსია

''...არაო?
(კიო, კიო...)
ანათებდა პატარა, საყვარელი სანთლები...
ისმოდა მუსიკა სასიამოვნო...
კაფეში ვისხედით...
პასუხი უნდა ეთქვა!
ხან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ხან - ისე...
მეშინოდა პასუხის...
სამასოიანის...
ორასოიანისაც...
ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, შევაჩერე...
- მოდი, მე თვალებს დავხუჭავ და შენ მაკოცე... თუ - კი, მაშინ ლოყაზე, თუ - არა, ტუჩებში...
- დახუჭე!..
დავხუჭე...
მაკოცა...
ჯერ ლოყაზე..
ერთხელ...
შვიდი წამის მერე - ტუჩებში...
ბევრჯერ...
კიო.. კიო... კიო...
მიხაროდა!..
თვალების გახელას არ ვჩქარობდი..
ანათებდა პატარა, საყვარელი სანთლები..
ისმოდა მუსიკა სასიამოვნო..''
ნ. ანთაძე

--------------------
მთავარია სამი რამე ქვეყანაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე smile

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო კივილამდე შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.

იუდას საცალფეხო ბეწვისხიდზე,
ცხოვრება თავდაყირა დგება.
ობოლი სიყვარული შევიხიზნე,
მუდმივი წამება და ვნება.

სიცოცხლე უსაშველო ტკივილია,
სიკვდილი უმეტესად შვება,
სისხლის საუკუნე მიილია,
სულის წაწყმედისა დგება.

მიწა ხორცის გახრწნამ გადარია,
ზეცამ სულის კვდომა იგრძნო,
ღმერთო, შეგავედრებ ადამიანს!
ღმერთო, მომისმინო ვინძლო.

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო გულსამრევად შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს

როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ
როცა სხეული დაქანცული მისახედია,
გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს,
და სანეტარო ოცნებებში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წანწალით ვეღარ დაღლილან,
შენკენ მოდიან მომლოცველად როგორც მწირები
თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ,ბრმათა სახილავს
შენზე ვკაეშნობ,ყოველ ღამე შენ გეწირები.
რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება_
შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,
მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება
და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.
დღისით დაქანცულს ღამე მტანჯავს ფიქრების შხამით,
არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით."

ცაში ახედე
რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა
ცაში ახედე
რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე
რა ლამაზია თეთრი ღრუბლები
თავი დამადე ნუ იღრუბლები
მე შენთვის მინდე ეს ვარსკვლავები
მთვარე და ღამე

ო ჰო ჰოოო რა ლამაზია
თეთრი ღრუბლები
თავი დამადე ნუ იღრუბლები
მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები
მთვარე და ღამე

ცაში ახედე
რა ლამაზია ეს ცისარტყელა
ცაში ახედე
როგორ უხდება მას ვარდისფერი
რა ლამაზია
ლამაზი სხივები
თავი დამადე ნუ იბღვირები
მე შენთვის მინდა
ამ ცისარტყელის ფერები ყველა

ცაში ახედე
რა ლამაზია ეს სიყვარული
რა ლამაზია
რომ ამ სიყვარულს ფერება უნდა
რა ლამაზია ამაზე ფიქრი
თავი დამადე მომეცი ფიცი
რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში პატარავ მუდამ

ო ჰო ჰოოო რა ლამაზია
ამაზე ფიქრი
თავი დამადე მომეცი ფიცი
რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში პატარავ მუდამ

ცაში ახედე
რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა

ეჰ, ჩვენ კიდე კაი ბავშვობა გვქონდა
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 867 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-04-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz