მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » Pepsi
1:01 AM
Pepsi
JuspepsI
Don't Worry, Be happy, Drink Pepsi, Be sexy
 

პეპსი (იგივე პეპსი-კოლა, ინგლ. Pepsi-Cola) — პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება. მრავალი წლის განმავლობაში, „კოკა-კოლის" ძირითადი კონკურენტი, რომელთან ერთადაც გაყიდვების ხან პირველ, ხან მეორე ადგილებს იზიარებს. „პეპსი-კოლას" სავაჭრო ნიშნის უფლებები ამერიკულ კომპანია PepsiCo-ს ეკუთვნის. 

კომპანია 1898 წელს დაარსდა „Brad's Drink"-ის სახელით. 1903 წლის 16 ივნისს „პეპსი-კოლა" დაერქვა, 1961 წელს კი უბრალოდ „პეპსი". 

პეპსი-კოლა დაიბადა 1898 წელს, კაროლინაში. მას საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს. ეს სასმელი შექმნა კალებ ბრედჰემმა (Caleb Bradham), რომელიც გახლდათ ფარმაცევტი და აფთიაქის მეპატრონე ნიუ-ბერნში (New-Bern), ჩრდილოეთ კაროლინაში. 

1898 წლის ზაფხულში, როგორც წესი, ძალიან ცხელოდა ნიუ-ბერნში. ამიტომ ახალგაზრდა ფარმაცევტმა, კალებ ბრედჰემმა თავის მომხმარებლებს ახალი სასმელი შესთავაზა. რომელიც სხვადასხვა დანიშნულების გარდა, დისპეფსიის სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. ის შესდგებოდა სხვადასხვა სანელებლებისაგან, წვენებისგან და სიროფისგან. ასე მოევლინა ქვეყნიერებას გამაგრილებელი სასმელი პეპსი-კოლა (Pepsi-Cola ). 

კალებ ბრედჰემი მომხმარებლების შესანარჩუნებლად თავყრილობების მოწყობას აპირებდა, ამაში მას დაეხმარა საკუთარი ქმნილება, პეპსი–კოლას სახით, რომელიც უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი იყო. მომხმარებლებს ძალიან მოსწონდათ ეს სასმელი, მას ბრედის სასმელი უწოდეს (Brad’s Drink). მაგრამ, ბრედმა გადაარქვა მას სახელი, უწოდა პეპსი–კოლა და დაიწყო მისი რეკლამირება. ხალხი დაინტერესდა, პეპსი–კოლაზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამიტომ ბრედჰემმა ბიზნესის გაფართოვების მიზნით, 1902 წელს, კომპანია დააარსა, საკუთარი აფთიაქის უკანა ოთახში. 

შემდეგ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების "დამპატენტებელ ბიუროს” (თუ თარგმანი არასწორია წინასწარ ბოდიშს ვიხდი) სამარკო ნიშნის მისაღებად. 

თავდაპირველად, კელები პეპსი–კოლას ჭიქებით ყიდდა, მაგრამ შემდეგ გაუჩნდა იდეა, გამოეშვა ბოთლებით, რათა ხალხს ყველგან შესძლებოდა მათი წაღება. პირველ წელს 8 000–ზე მეტი ქილა გაყიდა. 

ბიზნესმა გაფართოება დაიწყო. 1903 წლის 16 ივნისიდან პეპსი–კოლა ოფიციალური, რეგისტრირებული კომპანიაა. ამ წელს, გაიყიდა 7 968 ქილა პეპსი–კოლა. 

1907 წლიდან პეპსი-კოლამ აფთიაქის უკანა ოთახიდან ახალ კომპანიაში გადაინაცვლა. რომელიც წელიწადში 100 000 ქილას უშვებდა. მალე პეპსი-კოლას ლოგო გამოჩნდა ქალაქ ნიუ-ბერნის ბარათებზე. ავტორბოლაში მონაწილე მანქანებზე და ა.შ. 

პეპსი-კოლას ბიზნესი ნელ-ნელა იზრდება და ვითარდება, ის 17 წლის განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-კომპანიააა, მას დაარსების დღიდან ერთხელაც არ განუცდია ჩავარდნა. 

მაგრამ პეპსი–კოლას კომპანიის განვითარების გზა ყოველთვის ია–ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. 
პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ბიზნესის წარმოება ძალიან გაძნელდა, ამის მიზეზი იყო პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა. განსაკუთრებით შაქრის ფასი გახდა რეკორდულად მაღალი. რაც აისახა პეპსი-კოლას ფასზეც. ამ პერიოდში პეპსი–კოლას გაკოტრება უკვე დროის ფაქტორია. 

1921 წლიდან მისი მხოლოდ 2 ფილეალიღა არის მოქმედი. 

1923 წლის 7 მაისს, Craven Holding Corporation–მა, ბრედჰემის კრედიტორების ჯგუფმა, იყიდა პეპსი–კოლას სავაჭტო ნიშანი და გაიტანა აუქციონზე. საწყისი ფასი 30.000 $. რომელიც შეიძინა Roy C. Megargel-მა 35.000 დოლარად. მან პეპსი–კოლას კომპანია გადაიტანა ვირჯინიის შტატში, 1923 წელს. ჩამკვდარი კომპანია ნელ–ნელა ყვავდება. მაგრამ 1929 წელს იწყება დიდი დეპრესია და 31–ში ფირმა კვლავ გაკოტრებულია. 

Roy C. Megargel–ის შემდეგ პეპსი–კოლას "განსვენებული” კომპანიის აქტივები შეიძინა ჩარლზ გუტმა. (Charles G. Guth) ფასი: 10.500 $. 

გუტი იყო ლოფტ ინკორპორეითედის (Loft Incorporated) პრეზიდენტი. ეს იყო ტკბილეულობისა და გაზირებული სასმელის აპარატების მაღაზიის ყველაზე მსხვილი ქსელი მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. პეპსი–კოლა მას აძლევდა საშუალებას ურთიერთობა შეეწყვიტა კოკა–კოლასთან, არადამაკმაყოფილებელი ბიზნეს ურთიერთობის გამო. 1938 წლიდან მოგება დავარდა 4.2 მილიონი დოლარით. გუტი აღმოჩნდა ღრმად ჩათრეული Loft incorporated-ის ბინძურ საქმეებში და ხელჩართული იურიდიული ბრძოლის შემდეგ, გუტი გაგდებულ იქნა პეპსი–კოლას კომპანიიდან. 

პეპსი–კოლას ახალი მმართველი გახდა Loft incorporated-ის პრეზიდენტი ვოლტერ მაკი (Walter Mack). მას უნდა გაეცოცხლებინა ფაქტიურად უკვე გარდაცვლილი პეპსი–კოლას კომპანია. ამისთის დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მას სჯეროდა, რომ კარგ რეკლამას შეეძლო მოეტანა დიდი წარმატება კომპანიისათვის. ამიტომ ის დიდ ყურადღებას აქცევდა სარეკლამო კამპანიას. მისი იდეა იყო პეპსის კომიქსების შექმნა "Pepsi and Pete… the Pepsi-Cola Cops”. ამ კომიქსებმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა პეპსის. 
1950 წლიდან პეპსის მფლობელი ხდება ალფრედ სტილი (Alfred N. Steele) კოკა–კოლას ყოფილი მენეჯერი, სტილი ასევე ხელმძრვანელობდა სარეკლამო კამპანიას, მან შეცვალა სასმელის ფორმულა: გახადა უფრო ნაკლებად ტკბილი. ასევე შეცვალა სამარკო ნიშანი. მისი ხელმძღვანელობის დროს პეპსი–კოლას გაყიდვები 200%–ით გაიზარდა. მოგება 700 $–ით. 

1955 წელს ჰერბერტ ბარნეტი (Herbert Barnet) ხდება ფირმის პრეზიდენტი. 

1959 წლიდან პეპსის ფილეალი იხსნება მოსკოვშიც. 

1976 წლიდან პეპსი ხდება ერთადერთი გაზირებული სასმელი რომელიც გავიდა გაყიდვაში ამერიკის სუპერმარკეტებში. 

1980 წლიდან პეპსი ხდება ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ამერიკულ ბაზარზე. 

1981 წლიდან PepsiCo-მ შეიძინა პეპსის კომპანია და 82 წლიდან დაიწყო უკოფეინო პროდუქციის წარმოება. დღემდე ეს კომპანია აწარმოებს პეპსის. 

სულ ეს იყო იმედია იხიარულეთ

MiSsBarNes
კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 809 | დაამატა: t-sopo2000 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-05-09 Spam
dzalian saintereso siaxle iyo ♥
iiiiiiiiiiii vgijdebi pepsize magrad miyvars ♥
vaime vaime jastini ra sayvarelia pepsis rom svams biggrin