მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 25 » Party In The U.S.A./25
1:18 PM
Party In The U.S.A./25

ბოლო 3 დღეა ამ მოთხრობას ვკითხულობ :D თითქოს განსაკუთრებული არაფერი,მაგრამ მახსენდება რა კარგი იყო აქ,ჩვენთან...მიუხედავად იმისა რომ დავიშალეთ,დარწმუნებული ვარ ვინც აქტიურობდა და ვისთვისას რაღაცას ნიშნავდა ეს საიტი,ყოველთვის კარგად და ღიმილიანად გაიხსენებს იმ დროს,როცა შემოიპარებოდა და სიახლეების თვალიერებას დაიწყებდა.მერე რა რომ გავიზარდეთ,სხვა ინტერესები გვაქ,მერე რა რომ,უკვე მეორე კურსზე ვარ :D მერე რა რომ,ერთმანეთს არ ვეხმიანებით,ეს საიტი ყოველთვის გაგვაერთიანებს...ახლა რომ ვწერ ამ ყველაფერს შეიძლება ასეთ ნაირად მომიწიოს სიახლის დადება(გაფორმება მგონი არ მახსოვს,ბოლოში შევამოწმებ),მაგრამ რომ იტყვიან "ხელის გულები მომექავა" და მომინდა უბრალოდ მოთხრობა გამეგრძელებია...ალბათ არავინ წაიკითხავს,მაგრამ ეგდოს რა ხელს მიშლის :D წარმოვიდგენ ყველა იმ გაბრაზებულ მკითხველს,რომლებიც მელოდებოდნენ და წარმოვიდგენ,როგორ ვბრაზდებოდი ხოლმე როცა კომენტარებში "მალე"ს მიწერდნენ :D არც მახსოვს გაგრძელება როგორი უნდა ქონოდა,მაგრამ რაც ახლა მომაფიქრდება იმას დავწერ,ოღონდ იმავე აზროვნებითა და სტილით :D  Ifuno )


–მაილიი.ეს ჟაკლინია.ჯასტინის ბავშვობის მეგობარი.
შემდგომში კი მისი პირველი სიყვარული.....-ბებომ გაიღიმა და მათ გახედა.
ალბათ ვერც კი მიხვდა,როგორ "მატკინა" იმ წუთას
-ჟაკლინ...რა დრო გავიდა,როგორ ხარ?-უხერხულობის და ჩემი მზერის თავიდან ასაცილებლად,ჯასტინმა უშუალო მიმართვა არჩია და ძველი მეგობარივით მხიარულად წავიდა მისკენ.
ერთამენთს გადაეხვივნენ.ჯასტინს ჩემსკენ გამოექცა თვალი,და როცა შეხედა რომ "გაღიმებული"ვუყურებდი მმიუბრუნდა და შეეკითხა,"აქ რას აკეთებო"
-შენგან განსხვავებით,მშობლიური კუთხე სამუდამოდ არ მიმიტოვებია.წელიწადში 4-5ჯერ მაინც ჩამოვდივარ.
-აჰ ანუ ამერიკაში ცხოვრობს-გავიფიქრე და საგულდაგულოდ შევათვალიერე-განსაკუთრებული არაფერი-განვაგრძობდი ჩემს თავთან საუბარს.
-ჟაკლინ,შენი ნახვა ყოველთვის ძალიან მიხარია.დაჯექი და ახლავე ბლინებს მოგიტან.ვიცი რომ ძალიან გიყვარს-უთხრა ბებომ და როგორ სწრაფადაც შეეძლო სამზარეულოსკენ წავიდა.
-მეც დაგტოვებთ ბავშვებო.უკვე ჩემი ძილის დროა.-თქვა ბაბუამ და ჟაკლინს გამოემშვიდობა.
დავრჩით ჩვენ სამი...
-ჟაკლინ,ეს მაილია.ჩემი...
-საჭირო არაა.ინტერნეტით ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი,სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა და თბილად გამიღიმა
-ჩემთვისაც-ვუთხარი და ღიმილითვე ვუპასუხე
ყუთი რომელიც,ხელში ეჭირა მაგიდაზე დადო და იქვე ბუხართან ჩამოჯდა.
-შენი წასვლის დროა,ძალიან გაგიტკბა-ვფიქრობდი და ვუღიმოდი )) 
ვამჩნევდი როგორ დაიბნა ჯაისტინი,ხან გვერდით მომიდგა,ხან მას დაუჯდა წინ,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.უაზრო თემებზე საუბრობდნენ და სიანტერესო არაფერი ხდებოდა.თუმცა არ მომწონდა ჯასტინი რომ ასე დააბნია მისმა დანახვამ.ასეთი რამ არ ემართება ხოლმე ყოფილებზე..ფაქტია მისთვის ძალიან ძვირფასი იყო და ის წარსული რომელიც მასთან აკავშირებდა,არ მისცემდა უფლებას მის მიმართ ოდსმე გულგრილი ყოფილიყო.
-უცნაურია,რომ აქამდე არაფერი მსმენია შენზე.ისიც კი არ ვიცი.ჩააბარე თუ არა შენს საოცნებო უნივერსიტეტში,შეეგუე თუ არა ცხოვრების იმ რითმს,რომლისაც ასე გეშინოდა,როცა აქედან წასვლა გადაწყვიტე.ძალიან უცნაურია
ჩაფიქრბეული ვიყავი,და როცა ეს სიტყვები გავიგონე ჯასტინისგან მოულოდნელად გამოვცოცხლდი და სმენად ვიქეცი.ბუხრიდან ხელი ავიღე,რომელსაც ამდენი ხანი ვეყრდნობოდი და გაბრაზებულმა ჟაკლინს გავხედე.თვალებში შესციცინებდა და ისე უყურებდა თითქოს მათ უკან,სულაც არ ვიდექი.
-ბლინები მოვიდა-ბებოს შემოსვლამ ძალიან გამახარა
ჯასტინი მობრუნდა,ბებოს ლანგარი გამოართვა და ჟაკლინთან ახლოს პატარა მაგიდაზე მოათავსა.
-ხომ არ გინდა?-შემომიბრუნდა როგორც იქნა
-არა,თქვენ მიირთვით-გავუღიმე და მობილური ავიღე.
ძალიან მინდოდა აქედან წასვლა,მაგრამ წლების მერე შეხვდნენ ერთამენთს და ამ მომენტში მათ მარტო დატოვებას არ ვაპირებდი.
-ისევ ისეთი გემრიელია,როგორც ადრე-ჟაკლინის კომპლიმენტმა ბებო ძალიან გაახარა
ჯასტინმა მანიშნა მასთან მივსულიყავი,თუმცა მე ჯიუტად ბუხართან ვიდექი და ადგილიდან არ ვიძროდი.
-მიხარია რომ ახალი წლის აქ გატარება გადაწვყიტეთ ორივემ...ისე დაცარიალდა აქაურობა.მაილი შვილო მოდი ჩვენთან-ახლა ბებო გამომეხმაურა-ისინი ერთად გაზრდილები არიან,ჟაკლინი აქვე ცხოვრობს,ორი სახლის მოშორებით.გუშნდელივით მახსოვს,როგორ უხაროდათ პირველი თოვლი.ერთი ტრადიცია ქონდათ...
-ბებო,სხვა დროს ხომ არ მოვუყვეთ მაილის ეს ამბები?მგონი ძალიან გადაიღალა-უხერხულად წამოდგა ჯასტინი და ხელი გადამხვია
-დააცადე ბებოს,სულაც არ დავღლილვარ-და ისეთი სახით გავხედე ჯასტინს,მიხვდა რაც ელოდა
-მართალი ხართ შვილებო,რაღა დროს ესაა.მაშინ ძალიან პატარები იყავით.
-მე წავალ-წამოდგა ჟაკლინი,და როგორც იქნა დაამთავრა ეს უხერხულობა.-ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.გამოგვემშვიდობა და წავიდა.ბებომ,რა თქმა უნდა,ეზომდე მიაცილა "საყვარელი"გოგონა.
ჩვენ კი დასაძინებლად ოთახისკენ წავედით.
-ერთად ვიძინებთ?-შევეკითხე მკაცრი ტონით ჯასტინს,რომელიც კორიდორში ძვლივს დამეწია
-ჰო რა იყო.პირველი შემთხვევაა?-გაეცინა და ოთახის კარი შეაღო
-არა,უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა.
-რა გჭირს Swaggie?ხო კარგად ხარ?-ისე შემეკითხა,ვითომ გაბრაზების მიზეზი არ უნდა მქონოდა
-ძალიან კარგად,უბრალდ დავიღალე და მინდა კომფორტულად დავიძინო,შენს გარეშე
-კარგი ნუ უაზრობ...-მაისური გაიხადა და საწოლზე დახტა-მეც ძალიან დავიღალე და შენი წუწუნის თავი არ მაქვს-ბაბნიკურად ჩაიცინა და ბალიში მესროლა
-ვერ გიტან-გაბრაზებულმა მობილური მოვიმარჯვე ხელში და ფანჯარის რაფაზე დავჯექი.ვუყურებდი რა ლამაზად თოვდა და ველოდებოდი მას როდის ჩაეძინებოდა,რომ ზედმეტი კითხვების,ჩახუტების და კოცნის გარეშე დავწოლილიყავი მის გვერდით.ასე საიტნერესოდ გამოვხატავდი ჩემს გაბრაზებას.
 
დილით ჯასტინი საწოლში არ დამხვდა.წარმოვიდგინე,როგორ დამასწრო გაღვიძება რომ გარეთ გასულიყო და ჩემს გარეშე ენახა ჟაკლინი.აბაზანაში სწრაფად გავვარდი,ჩავიცვი სპორტული შარვალი,უგები და ბებიას მონაცემი სვიტერი.თმა ისე ავიწიე სარკეში არც ჩამიხედავს და ლამის სირბილით გავედი ოთახიდან.
უკვე მზად ვიყავი საჩხუბრად,როცა ჯასტინს ბაბუასთან ერთად მყოფს შევხედე ბუხართან.
გულზე მომეშვა და ჩემს თავზე გამეცინა
-როდიდან გავხდი ასეთი ეჭვიანი და ეგოისტი.რა საცოდაობაა-გავუბრაზდი ჩემს თავს და მშვიდად მივედი მათთან
-რა გჭირს,როგორ გამოვარდი-არ გამოეპარა ჯასტინს
-კოშმარი დამესიზმრა-საიდან მოვიტანე მე თვითონაც არ ვიცი
-რა დროს კოშმარია,დილაა :D -სიცილი დაიწყო
როცა ბაბუასაც გაეცინა,მივხვდი რომ სისულელე ვთქვი
-კარგი რა იყო ვიხუმრე,უბრალოდ ცეკვა-ცეკვით გამოვედი ოთახიდან-ახლა ახალი სისულელით დავიძვრინე თავი
-ანუ აღარ მიბრაზდები-ბაბნიკურად გამიღიმა და მისკენ მიმიზიდა.კოცნა დააპირა,მე კი თვალები დავუქაჩე და ვანიშნე რომ ბაბუა აქვე იჯდა.
ღიმილით თმა გდამიწია და ლოყაზე თბილად მაკოცა.
ვისაუზმეთ,ვისაუბრეთ,ბებოს სუფრის ალაგებაში დავეხმარე...მერე კი საუბარში გავერთეთ.ჯასტინს მობილური გამორთული ჰქონდა,არც სხვა საკონტაქტო საშუალებებს იყენებდა და ყველანაირად ჩვენ გვითმობდა დროს.მე იშვიათად ტეის ვურეკავდი და ანის და ნუკის ვწერდი.
-დღეს გავიგე,საციგურაო მოედანს ხსნიან,ძალიან დიდს.აქამდე რომ არ ყოფილა ისეთს-თქვა ბაბუამ და გაზეთი დახურა
-ვაუ მაგარია...სად?-იკითხა ჯასტინმა
ბაბუამ ადგილი მიასწავლა და ჯასტინმა გადაწყვიტა საღამოს იქ წავსულიყავით.რა თქმა უნდა,იდეა ძალიან მომეწონა და დავთანხმდი.
-ეგ ქურთუკი ძალიან თხელი მეჩვენება
-არა,თბილია-ვუთხარი და სარკეში ჩავიხედე
-გინდა ჩემი ქუდი გათხოვო ?
-მინდა,მე არ მაქვს
-აიღე 
როცა მისკენ მივბრუნდი სიცილი ვერ შევიკავე.მხოლოდ ცხვირი უჩანდა
-გცივა თუ პაპარაცებს ემალები?
-ცოტ-ცოტა ორივე 
-მაგარია-ვუთხარი და მის მსგავსად სახეზე კაშნე მოვიფარე
 
ცენტრალურ პარკში უამრავი ხალხი ირეოდა.ყველაფერი ძალიან ლამაზი და ზღაპრული იყო
მოთეთრებულ პარკს,ფერად-ფერადი შუქები ანათებდა.აღარ თოვდა,თუმცა ოდნავი სიოც კი საკმარისი იყო ხეებიდან თოვლი ჩამოებერტყა და არაამქვეყნიური სანახაობა შეექმნა.
ყველა ძალიან ბედნიერი ჩანდა.ყველა ერთმანეთს უღიმოდა.თოვლის ბაბუა და მსათან მოსაუბრე ბავშებიც გამოჩდნენ.აქვე იყო ერთმანეთის გვერდზე ჩამწკრივებული ხის პატარა სახლები,რომლებშიც საახალწლო ნივთები,კანადური სამოსი და "გემრიელობები"იყიდებოდა.
მე და ჯასტინიც,როგორც ჩვეულებრივი გამვლელები ისე ვსეირნობდით.ყურადღების ცენტრში არ ვიყავით.ეს გარემოება,კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა ჩვენს აქ ყოფნას
მალევე მივუახლოვდით საციგურაო მოედანს.
-ციგურებისთვის იმ რიგში უნდა ჩადგეთ-"სნეგუროჩკას"ფორმაში გამოწყობილმა გოგომ უდიდესი რიგისკენ მიგვითითა
ჯასტინს გაეცინა
-ახლავე ჩაზს დავურეკავ და მოვატანინებ
-სერიოზულად?-გავხედე და დავუბღვირე-ისე იქცეოდი როგორც ჩვეულებრივი მოზარდი
-კი მაგრამ ეს მეტისმეტია
-არაფერიც,რიგში ბავშებს გავიცნობთ-ზურგზე მივაწექი და ძალით მივიყვანე 
ისე მოხდა როგორც ვვარაუდობდი.ბავშვებს გამოველაპარაკე და რამოდენიმე მათგანი გავიცანი.ჯასტინი სახეს კვლავ მალაავდა და მხოლოდ "თავის დაქნევით"შემოიფარგლებოდა.აქაურები იყვნენ.მიყვებოდნენ,თუ როგორ ელოდნენ მოედნის გახსნას.ამდენ ხალხს არ ელოდნენ,თუმცა უხაროდათ რომ მათი ქალაქი უფრო პოპულარული სწორედ მისი წყალობით გახდებოდა...
-შენი მეგობარი ცოტა უცნარია-მითხრა ერთ-ერთმა გოგომ და ჯასტინისკენ გაიშვირა ხელი,რომელიც ჩემს მობილურზე თამაშობდა
-ყურადღებას ნუ მიაქცევ.ასეთ რაღაცებს გადაჩვეულია
-მაინც როგორს?
-აი თუნდაც მსგავს სიტუაციაში ყოფნას,მოკლედ რთული ასახსნელია
-კარგი დაიკიდე-მითხრა და ხელი გაიქნია
-ეეე რა მაგარია,შეჰყვირა მათგან ერთ-ერთმა-ურიგოდ გვიშებენ.გავიპარეთ აბა
ოთხივეს ძალიან გაუხარდა ამ ამბის გაგება და რიგიდან შემოუჩნევლად გავიდნენ.ის-ის იყო ჯასტინს უნდა გამმოვლაპარაკებოდი,რომ ერთ-ერთმა მათგანმა ხელი ჩამკიდა და რიგიდან მეც გამათრია
-გაგიჟდი?-ვუთხარი ჩემზე ასაკით უმცროსს მაგრამ ტანად მაღალ ბიჭს
-არა,თქვნთვისაც გვაქ ციგურები.
ჯასტინს ხელი მოვკიდე და ისიც გაოვიყვანე.
-აი ხომ ხედავ,რა მაგარი ვარ-გავუცინე და ხელი ბეჭზე დავარტყი
-დაიმახსოვრე,რომ სახეს ვმალავ
-დიდი საქმე-დავეჭყანე და ციგურების მოსარგებად წავედი
 
მე და ჯასტინი ძალიან სასაცილოები ვიყავით.სრიალი არცერთს გამოგვდიოდა და ხან ის აღმოჩნდებოდა საჯდომით ყინულზე,ხან მე.ძალიან ბევრს ვიცინოდით და ვერთობოდით ჩვენი "ტანჯვით"
ბოლოს იქვე ხის მორებზე ჩამოვჯექით ფეხების და საჯდომის დასასვენებლად.
-ეს ჟაკლინია?-იკითხა ჯასტინმა და ინსტიქტურად სახიდან კაშნე მოიშორა
-კი ეგაა-უსიამოვნოდ გავხედე-რატომ მოიხსენი?გინდა რომ შეგამჩნიოს?
-არა უბრალოდ დამცხა...
-გაიკეთე ისევ-ხელის სწრაფი მოძრაობით,კაშნე ავაფარე და მაგრად გავუნასკვე
-კარგი რა,ხომ ხედავ ჩემთვის არავის ცხელა,თან მეც დამღალა-თქვა და კვალავ ჩამოიხნსა
-როგორც გინდა-გაბრაზებულმა ჩემს ახალ მეგობარს დავუქნიე ხელი
-გამარჯობა ჯასტინ-გახედვაც ვერ მოვასწარი,ისე მოსრიალდა ჩვენთან ჟაკლინი,თავის მეგობართან ერთად.

 

ძალიან მეცინება ჩემს თავზე.მაგრამ.. :DDD 
mgoni yvelaferi sworad gavaketee :D <3

 

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1113 | დაამატა: holy♡queen | ტეგები: http://data2.whicdn.com/images/9337 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2016-12-25
ხო დადებ კიდე? ძალიან ვიხალისე და ბავშვობაში დავბრუნდი.