მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » პოეზიის საღამო. ♥
6:17 PM
პოეზიის საღამო. ♥
პოეზიის საღამო. 
ამ ბოლო დროს პოეზიამ ძალიან ჩამითრია
და მინდა რომ თქვენც ჩაგითრიოთ პოეზიაში...
დანარჩენი სრულიადში 

მინდა მოვაწყო ხოლმე პოეზიის საღამოები :) 
თქვენ დადებთ ხოლმე რომელიმე პოეტის ლექსებს(მეც დავდებ) ყოველ საღამოს ან დღეს
რავი :D მერე დავაკომენტარებთ და დისკუსიას მოვაწყობთ :)) 
უბრალოდ მინდა ლამაზი ლექსები წავიკითხო და უფრო მეტი პოეტი გავიცნო
და კარგი იქნება იმ პოეტის მოკლე ბიოგრაფიასაც თუ დაუმატებთ :)
Lib.Ge ან შეგიძლიათ აქ შეხვიდეთPoezia.ge
პირველი პოეტი რომელზეც მე დავდებ იქნება ... 
შოთა ნიშნიანიძე
----
სახელი : სახუმარო (ორშაბათს გოგონა გავიცანი)

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო – დავასკვენი,
ჰოდა, თავისმოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი – იმ უღმერთოს მგალობელი..
---
მურმან ჯინორია კითხულობს ლექსს "სახუმარო"

-----
სახელი : ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა.

ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშნებს,
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?
 
ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტერლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?
 
ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.
 
სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.
 
სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.
ბიოგრაფია
შოთა ნიშნიანიძე (დ. 18 მარტი, 1929, თბილისი – გ. 1999), ქართველი პოეტი.
სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.

მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია.

1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში - მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს".

მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
იმედი მაქვს მოგეწონათ :) 
თუ არ მოგეწონათ ეს იდეა მაშინ უბრალოდ დაივიწყეთ :*

კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 1031 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-03-31 Spam
aa Dzzaliaann kargii ideaa <3 davvdeeb