მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 17 » Numbers
10:49 PM
Numbers
ისინი ძალიან ამბიციურები არიან და არ ჯერდებიან მეორე ადგილს. ენერგიულები, ინიციატორები, ინდივიდუალურები და დამოუკიდებლები ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩევიან. ამ გაბედულ თვისებებთან ერთად, ისინი ძალიან მგრძნობიარეები და დელიკატურებიც არიან. არაჩვეულებრივად გეგმავენ და ასრულებენ მიზნებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე იმოქმედებენ; მაგრამ საკმარისია, შეყოყმანდნენ, მაშინვე ყრიან ფარ-ხმალს. ისინი თამამ მიზნებს ისახავენ, მაგრამ ხშირად არ ჰყოფნით სიმამაცე მათ ცხოვრებაში განსახორციელებლად. იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა, პირდაპირ გამოთქვან უკმაყოფილება, ისინი საშინლად ბუზღუნები ხდებიან. 
ორი ერთიანისგან შემდგარ რიცხვში დაბადებულები ხშირად მოულოდნელები არიან. ხან შეუძლიათ ილაპარაკონ გაუთავებლად, ხან კი პირში წყალი ჩაიგუბონ და არაფერი თქვან. როდის და რას გააკეთებენ, წინასწარ არავინ იცის. უზარმაზარი ამბიცია აიძულებს მათ, ისურვონ მეტი და მეტი საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად მათი სურვილი საშუალებას არ ემთხვევა. რადგან ჯამში ეს რიცხვი 2-ს უდრის, ეს ადამიანები დამარცხებას ვერ ეგუებიან, მაგრამ არც იმის ძალა ჰყოფნით, რომ იბრძოლონ. პატარა წარუმატებლობა მათთვის კატასტროფის ტოლფასი ხდება. 
11-ის მთავარი თვისება - ამბიციისა და მერყევი ხასიათის ჭიდილია. ეს ადამიანები საკმარისად გონიერები არიან იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ამისათვის ძალა და გამბედაობა არ ჰყოფნით. სჭირდებათ თანადგომა, რომელზეც ამბიციურობის გამო ხშირად უარს ამბობენ. სურთ, რომ ხელმძღვანელები იყვნენ, მაგრამ ამისათვის ისინი ძალიან მორიდებულები არიან. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 2, 11, 29, 8, 17, 26. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 15, 23, 4, 13, 22, 31. 

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20, 1, 10, 19, 28. 

ბედნიერი დღეები - პარასკევი, ხუთშაბათი. 

ნეგატიური თვეები - ივლისი, დეკემბერი. 

ფერები - ღია ყვითელი, მწვანე. 

ქვები - მარგალიტი, ნეფრიტი და ყვითელი ალმასი. 

ავადმყოფობები - მაღალი არტერიული წნევა და ნერვული აშლილობა. 

სანამ მოქმედებაზე გადავლენ, აუცილებლად ჰკითხავენ სხვას აზრს. ერთი სიტყვით, ეს ძალიან კარგი რიცხვია, რადგან ფლობს 1-ისა და 3-ის (12-ში შემავალი ციფრების ჯამი) ყველა საუკეთესო თვისებას. უარყოფითი მხოლოდ 2-იანისგან ხვდა წილად. 
12-თან ადვილია ცხოვრება და მუშაობაც. მისი ხასიათის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ის მოკლებულია პედანტიზმსა და ფანატიზმს. საკუთარ გრძნობებში ის გულწრფელია და სურს, რომ გვერდით ჰყავდეს მისი ტოლი და სწორი პარტნიორი. მისი ქორწინება წარმატებულია. 
უარყოფითი მხარეები – რიცხვი 12-ის მგრძნობიარე ხასიათის გამო მას უჭირს პატიება და წყენას ძნელად ივიწყებს. საკუთარი თავის მიმართ რწმენის უქონლობა მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ პირდაპირ გაარკვიოს ურთიერთობა. 
არ შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მაგრამ ამასთანავე, ძალიან ბრაზდება და ფეთქდება, თუ მას დაუკითხავ რჩევას მისცემენ. ამიტომაც ამ ადამიანებთან მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ ტაქტი. 
ბედნიერი რიცხვები – 1, 2, 3, 6, 10, 28, 11, 20, 12, 21, 30. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 7, 13, 22, 31, 16, 25. 

ბედნიერი თარიღები - 3, 12, 21, 2, 11, 20, 30. 

ბედნიერი დღეები - ხუთშაბათი და ორშაბათი. 

ნეგატიური თვეები - თებერვალი, ივნისი, ივლისი. 

ფერები - ზურმუხტისფერი და თეთრი. 

ქვა - თეთრი საფირონი. 

ავადმყოფობები - მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კანის დაავადებები. 

ისინი პრაქტიკულები არიან, კარგად გეგმავენ მომავალს და ცხოვრებაში ამ გეგმებს ენერგიულად და სისტემატურად ახორციელებენ. გონიერი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ 13-ს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ისინი ამბიციურები არიან და ძალიან მყარი ხასიათისანი. ორი რიცხვის (1-ის, 3-ის) ერთობლიობა საოცარია. 
რიცხვ 13-ს საოცარი ათვისების უნარი აქვს, შეიძლება ითქვას, ირგვლივ ყველაფერს ისრუტავს. ამიტომაც სამუშაოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასრულებს. აქედან გამომდინარე, იფიქრებთ, რომ მისთვის წარმატების მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ადამიანები წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, თუ თავს ხელში არ აიყვანენ და თავდაჯერებულება არ მოემატებათ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილები იმით, რაც გააჩნიათ და მეტი და მეტი სურთ ცხოვრებისგან. სწორედ ამაში გამოიხატება 1-ისა და 3-ის ამბიციები. 
13-ის მთავარი უარყოფითი თვისება - უკიდურესი პესიმიზმია. ამან შეიძლება გადახაზოს მთელი მისი დადებითი თვისებები. ეს ადამიანი ბუნებით ძალიან ეჭვიანია იმის გამო, რომ საკუთარი თავის რწმენას არის მოკლებული. 13 არასოდეს არის კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ცხოვრებისგან ბევრად მეტს ითხოვს. ამან შესაძლოა, 13-ში დაბადებული ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 3, 12, 21, 30. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 22, 5, 14, 23. 

ბედნიერი თარიღები - 1, 10, 28, 12, 21, 30. 

ბედნიერი დღეები - კვირა, შაბათი, ხუთშაბათი. 

ფერები - ცისფერი და რუხი. 

ავადმყოფობები - თირკმელი, წელისა და თავის ტკივილი. 

14 რიცხვში დაბადებული ადამიანის მეუღლე და მეგობრები მდიდრები უნდა იყვნენ. სხვაგვარად მის მოწყალებასა და მასთან ჰარმონიულ ურთიერთობას არ უნდა ელოდნენ. ეს ადამიანი არ გამოირჩევა სითბოთი და მისი შეყვარება არც ისე იოლია. მეორე მხრივ, მას 1-იანის მიმზიდველი თვისებებიც აქვს და საწინააღმდეგო სქესი მის მიმართ გულგრილი არ არის. ზედაპირულად მას ბევრი მეგობარი ჰყავს, ის მტრად არავის იქცევს, რადგან არ იცის, რა დროს და რაში დასჭირდება ესა თუ ის ადამიანი. მისი ცხოვრების თანამგზავრიც მატერიალისტი უნდა იყოს და იცოდეს ფულის ყადრი. სექსუალურად ეს ძლიერი ნიშანია, თუმცა აქაც მატერიალურ გამორჩენას ეძებენ. 
14 - ოპორტუნისტია, იყენებს ადამიანებს, შემდეგ კი, როცა აღარ სჭირდება, აგდებს მათ. ის ექსტრემისტია და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. 
ბედნიერი რიცხვები - 11, 10, 28, 5, 14, 23. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 22, 13, 31. 

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23. 

ბედნიერი დღეები - ოთხშაბათი და შაბათი. 

ნეგატიური თვეები - ივნისი, ივლისი, სექტემბერი. 

ფერები - თეთრი. 

ქვა - ალმასი. 

ავადმყოფობები - სახსრები. 

ის მაგნიტური პიროვნებაა და ანდამატივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. საერთო ჯამში 15 - ლიდერია, მერკანტილური, საქმიანი და ამავე დროს, რომანტიკული. ამ სინთეზში მერკანტილურობას 6-იანის რომანტიკულობა ანეიტრალებს. 
15 - ძალიან ჯიუტი რიცხვია და მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ცვლის, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მისი ეს სიჯიუტე საქმეშიც გამოიხატება: 15 არასოდეს მიატოვებს საქმეს შუა გზაზე. 
ამ რიცხვის მთავარი თვისება რომანტიკულობაა, რომელიც მას 6-იანისგან ერგო. მასში მატერიალიზმიც მრავლადაა, მაგრამ სხვა თვისებებით არის განეიტრალებული. 15 პარტნიორად რომანტიკულ პიროვნებას ირჩევს. თუ მის პარტნიორს ფულიც აქვს, ეს მთლად უკეთესი იქნება. 
ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შესაძლებელია, მოხვდეს ცუდ კომპანიაში ან რაიმე დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდეს. ფულისადმი სიყვარულმა შესაძლოა, მოთამაშე გახადოს, რასაც ხშირ შემთხვევაში წაგებამდე მიჰყავს ადამიანი ან ჩაადენინოს უკანონო ქმედება. ის ადვილად ფეთქებადია. 
ბედნიერი რიცხვები - 6, 15, 24, 8, 14, 23. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 8, 17. 

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24. 

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. 

ნეგატიური თვეები - მაისი, ივნისი, ოქტომბერი. 

ფერები - ვარდისფერი. 

ქვა - ფირუზი, ზურმუხტი. 

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი. 

16 რიცხვში დაბადებულებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა, მაგრამ ამავე დროს, არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადამიანთან ყოფნა, ცვლილებების გარეშე ცხოვრება. გრძნობებში ისინი ერთგულებას ინარჩუნებენ, მაგრამ დროებით რაღაც სხვაზე გადართვა აუცილებლად სჭირდებათ. 
მეგობრობაში ერთგულები არიან და მათი პიროვნებისგან გამომდინარე, უამრავ მეგობარს იძენენ. ისინი დიპლომატიურები არიან და სულგრძელები. ეს მათ საზოგადოების სულად და გულად აქცევს. 
16-ში დაბადებულებს ხეტიალი უყვართ და ეს თვისება მათ 7-იანისგან ერგოთ. ვერ ძლებენ დიდხანს ერთ ადამიანთან და ვერ აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს. თუ მათ ვერ გაუგეს, იზოლაციაში ექცევიან. ისინი იწყებენ ფრენას ერთი სამუშაოდან მეორეზე, ან ერთი ადამიანისგან მეორისკენ. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 19, 6, 15, 24, 7, 16, 25. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 3, 12, 21, 30, 5, 14, 23. 

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24, 7, 16, 25. 

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და ხუთშაბათი. 

ნეგატიური თვეები - ივნისი, ივლისი, სექტემბერი. 

ფერები - მწვანე და ღია ყვითელი. 

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა. 

ავადმყოფობები - ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა. 

ცვალებადი ხასიათი 17-ს საინტერესოს ხდის გარშემომყოფების მიმართ, თუმცა ხშირად უბედურება მოაქვს პარტნიორისთვის. მას არ შეუძლია იყოს სტაბილური როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობებში, თუ ეს მოგზაურობას ან რაიმე ცვლილებას არ ეხება. ამიტომაც მათი კარიერა იშვიათად არის წარმატებული. კარგი იქნება, თუ გამოუჩნდებათ საქმე, რომელიც დროსა და სივრცეში არ შეზღუდავს მათ. 
შეუძლიათ არაერთხელ დაქორწინდნენ და მათი ყოველი შემდეგი ქორწინება უკეთესია, ვიდრე წინა. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 7, 8, 10, 28, 26, 17, 25. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 2, 11, 20, 29. 

ბედნიერი თარიღები - 1, 7, 8. 

ბედნიერი დღეები - კვირა, ორშაბათი. 

ნეგატიური თვეები - დეკემბერი, იანვარი. 

ფერები - ფირუზისფერი. 

ქვები - შავი მარგალიტი და შავი ალმასი. 

ავადმყოფობები - თირკმელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. 

რიცხვი 18-ის ემოციურ ხასიათსა და სექსუალურობას, ძირითადად, 9 განსაზღვრავს. ეს ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილის გამოხატვა, რის გამოც ხშირად კარგავენ პარტნიორს. სურვილის გამოხატვა მათთვის სამარცხვინოდ და სისუსტის გამოხატულებად ითვლება... 
18-ის მეგობარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იგივე სულიერ თვისებებსა და ამბიციას ფლობს, რასაც 18 რიცხვი. ამბიცია ხომ 18-ის მთავარი ძალაა. ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც ეს თვისება არ გააჩნია. 
მიუხედავად დომინირებული ბუნებისა, 18-ს შეუძლია იყოს კარგი მეგობარი, რადგან 8 მას თავშეკავებულობას სძენს. თუმცა, თუ თქვენთვის ძვირფასია 18 რიცხვში დაბადებული ადამიანი და არ ისურვებდით მის დაკარგვას, არ ღირს მასთან წინააღმდეგობაში ყოფნა. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 8, 17, 26, 9, 18, 27. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 7, 16, 25. 

ბედნიერი თარიღები - 1, 8, 9. 

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და განსაკუთრებით, სამშაბათი. 

ნეგატიური თვეები - აპრილი, ივლისი. 

ფერები - წითელი, ლურჯი. 

ქვები - ძოწი. 

ავადმყოფობები - ციებ-ცხელება 

სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასოდეს არიან კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ და მეტისთვის დაუნდობლად იბრძვიან. ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ამბიციის გზაზე გადაეღობებათ. ხასიათის სიმტკიცე და ენერგია - 1-ისა და 9-ის ძირითადი თვისებებია და 19-ს ეს სამმაგი დოზით აქვს. 
საშინლად ეგოისტები არიან და შეუძლიათ პარტნიორი უემოციოდ მოიშორონ, როცა მიხვდებიან, რომ ის აღარაფერში სჭირდებათ. ემოციები მათ ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს და მხოლოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ გრძნობა ვინმეს მიმართ. 
ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 9, 18, 27, 5, 14, 23. 

ყველა დანარჩენი რიცხვი 19-ისთვის მტრულად განწყობილია. 

ბედნიერი თარიღები - 19 და 5. 

ბედნიერი დღეები - სამშაბათი და შაბათი. 

ფერები - წითელი. 

ქვა - ტოპაზი. 

ავადმყოფობები - არტერიული წნევა და ინფექციები 

20-ში დაბადებულები სულიერებისკენ უფრო ისწრაფვიან, ვიდრე მიწიერისკენ. ფიზიკურად სიძლიერით არ გამოირჩევიან. მეოცნებენი არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. არ შეუძლიათ რეალობას თვალი გაუსწორონ და სირთულეების დროს საკუთარი ოცნების მიკროსამყაროში იმალებიან. მათ ოცნებას რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო და თუ გააღვიძებთ, მიხვდებიან, რომ ამ ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ, რაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს. 
მეოცენებე ხასიათი თანდაყოლილ შემოქმედებით ნიჭსა და მდიდარი წარმოსახვის უნართან ერთად, 20-ში დაბადებულებს არაჩვეულებრივ პოეტებად, მხატვრებად ან ხელოვნების სხვა დარგის მიმდევრებად ხდის. თუმცა მათ არ ჰყოფნით იმის ენერგია, რომ მატერიალურად უზრუნველყონ საკუთარი ყოფა. მათთვის მძიმეა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა. 
ბედნიერი რიცხვები - 2, 20, 7, 16, 25, 9, 18, 27. 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28. 

ბედნიერი თარიღები - 2, 20, 7, 9. 

ფერები - მწვანე, თეთრი. 

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი. 

ავადმყოფობები - ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი სისტემა

დაამოწმა : RichBitch
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 751 | დაამატა: marrystyles | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-04-18 Spam
30 dadee !!