მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » News Of Ifun
1:07 PM
News Of Ifun
NewsOfIfun
Reese Witherspoon-ი დააკავეს..
Kim Kardashian-ი ქმარს გაშორდა...
Kristen Stewart-ი Robert Pattinson-ს ისევ ღალატობს?
რატომ არ მოსწონს Shakira-ს საკუთარი სხეული?!
Calvin Harris-ი ბრიტანეთის ჰიტ 
აღლუმის რეკორდსმენი გახდა..
One Direction-ი მადამ ტიუსოს მუზეუმში..

Reese Witherspoon-ი დააკავეს

ქერათმიანი ადვოკატი, ოსკაროსანი Reese Witherspoon-ი ხულიგნობაში დაადანაშაულეს და პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს. 37 წლის მსახიობმა ვირჯინიის შტატში, ტრასაზე მოძრაობისას ნამდვილი ისტერიკა მოაწყო. თანაც სამართალდამცავებთან.   საქმე კი იმაშია, რომ Reese-ს მეუღლე, Jim Toth-ი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. სწორედ ამ დროს პატრულის მანქანა გამოჩნდა. მათ მძღოლის სიფხიზლეში მომენტალურად შეიტანეს ეჭვი - ვარსკვლავური წყვილი, ასე ვთქვათ, რვიანებს ხაზავდა.
პოლიციამ მანქანა გააჩერა. როგორც კი გაირკვა, რომ სამართალდამცავები Toth-ის განყოფილებაში გადაყვანას აპირებდნენ, Reese-მა სრული ისტერიკა ატეხა. პატრულს მთელ ქვეყანაში სკადნალის ატეხვით დაემუქრა და გამოლანძღა. მათაც მეტი რა უნდოდათ - არც Witherspoon-ის ოსკარით დაინტერესებულან, არც მისი როლებით, საერთოდაც, მსახიობი სახეზე სულაც ვერ იცნეს.
”იცით ვინ ვარ? ახლავე გაიგებთ! თქვენი სახელი სულ მალე ქვეყნის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდება” - კიოდა Reese-ი. ბოლოს კი საქმე ისე შემობრუნდა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში პოლიციელი კი არა თავად ვარსკვლავი აღმოჩნდა, თანაც მსჯავრდებულის სტატუსით. მან ღამე განყოფილებაში გაატარა. მეორე დღეს კი საჯარო ბოდიშის მოხდაც მოუწია.
”როგორც ჩანს ზედმეტი დავლიე. ძალიან შემეშინდა. განსაკუთრებით ჩემი ქმრის გამო. თუმცა, ეს ჩემს საქციელს არანაირად არ ამართლებს. ძალიან მრცხვენია, რომ ოფიცერს შეურაცხყოფა მივაყენე. პოლიციელების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული და ძალიან ვწუხვარ” - აცხადებს ჰოლივუდელი ვარსკლავი.
ინციდენტი პარასკევ საღამოს მოხდა. შაბათს წყვილი უკვე სახლში იმყოფებოდა. Toth-ს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს, Witherspoon-ი კი იმედია ამის შემდეგ მაინც ისწავლის ჭკუას.
ოსკაროსანი ვარსკალვი კვირას ახალი ფილმის ”MUD-ის" პრემიერაზე გამოცხადდა. ქალი პაპარაცების წინ წითელ ხალიჩაზე ამაყად პოზირებდა, თუმცა, რეპორტიორებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

Kim Kardashian-ი ქმარს გაშორდა

Kim Kardashian-მა როგორც იქნა შვებით ამოუსუნთქა. ტელეშოუების ორსული ვარსკვლავის პირველი ქორწინება წარსულს ჩაბარდა და ალბათ, Kim-ს ღამის კოშმარივით თუ გაახსენდება - მით უმეტეს, რომ Humphries-სთან ცხოვრებამ სიზმარზე ბევრად დიდხანს არც გასტანა - კალათბურთელი და Kardashian-ი ცოლ-ქმარი სულ რაღაც 72 დღის განმავლობაში იყვნენ.
ბოლო სასამართლო პროცესზე Kim Kardashian-ისგან განსხვავებით Kris-ი არ გამოჩენილა. მოსამართლემ მამაკაცი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და მისი დაჯარიმება გადაწყვიტა. Kardashian-მა კი დიდი გულკეთილობა გამოიჩინა და სთხოვა, ექსქმრისთვის ჯარიმა  მაინც არ გამოეწერათ. მით უმეტეს, რომ Humphries-მა ყოფილი ცოლისგან ერთი ცენტიც კი ვერ მიიღო.
Kanye West-თან დაწყებული ურთიეთობისა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ფგხმძიმედ იყო უფროსმა დაიკო Kardashian-მა ოფიციალური ქორწინების სასამართლოს ძალებით დასრულება მოითხოვა. Kris-ი დარეგისტრირებული ურთიერთობის ანულირების მომხრე იყო.
თუკი სასამართლო მის თხოვნას გაითვლისწინებდა, უფლება მიეცემოდა, თავისი და Kim-ის ცოლ-ქმრობის შესახებ გულახდილად ესაუბრა. თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც Kardashian-ს სურდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, Kim Kardashian-ი ახლა უკვე თავისუფალი ქალია, მას ექს ქმრისა არაფერი მართებს. თითოეული მათგნი ადვოკატებზე დახარჯულ თანხებსაც დამოუკიდებლად გადაიხდის... Humphries-ი კი ყოფილი ცოლისგან მოთხოვნილ 7 მილიონსაც კი ვერ მიიღებს.
72 დღიანი ქორწინება წლების განმავლობაში Kardashian-ების რეალითი შოუს პიარაქციად იყო შერაცხული - ძალიან ცოტა თუ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ ამტკიცებდა, Kim-მა გათხოვება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი ტელეპროექტისათვის რეიტინგი აეწიაო. პრინციპში, მას მერე რაც Kris-ი სახლიდან დაიფრინეს, თავადაც მიხვდა რომ ცოლისა და მისი ოჯახის კლანჭებში ერთადერთი მიზეზით მოექცა და ეს მიზეზი სიყვარული სულაც არ გახლდათ.
პირველი ქოწინების დანგრევიდან მალევე Kim-მა რომანი თავისი დიდი ხნის მეგობართან, Kanye West-თან გააბა - ახლა მისგან შვილსაც ელოდება და უკვე ქორწილსაც კი გეგმავს - უკვე თავისუფალი ქალია და შეუძლია თეთრი კაბის შერჩევა, ცერემონიალისათვის ლოკაციის ძებნა და სტუმრების სიის შედგენაც თავაწეულმა დაიწყოს.

Kristen Stewart-ი Robert Pattinson-ს ისევ ღალატობს?!

როგორც ჩანს Kristen Stewart-მა ვერა და ვერ მოიშალა ძველი, ცუდი ჩვევები. როგორც მოგეხსენებათ მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ”Snow White and the Huntsman”-ის მეორე ნაწილში, ხოდა როგორც ჩანს კვლავ შემოაწვა ძველი ვნებები.
საქმე იმაშია, რომ  Kristen-ი  ერთ-ერთი მექსიკური რესტორნის დატოვებისას პაპარაცებმა ლოს ანჯელესში დააფიქსირეს, მაგრამ ის არ იყო მარტო. მასთან ერთად  ობიექტივში მოხვდა შავი მანქანა რომლის მძღოლიც ძალიან ჰგავდა, მსახიობის ყოფილ საყვარელს, რეჟისორ  Rupert Sanders-ს.
როგოც ჩანს Robert Pattinson-ის გამგზავრებისთანავე  Stewart-მა ისევ აიწყვიტა. იმედია ამჯერად მაინც გამოიჩენს სათანადო სიფრთხილეს და პაპარაცები ვეღარ შეძლებენ მის ”გამოჭერას” ღალატის ფაქტზე. რადგან  გვეეჭვება Pattinson-ი ისეთი მიმტევებელი იყოს, რომ ორჯერ აპატიოს ერთი და იგივე შეცდომა საყვარელ ქალს.

რატომ არ მოსწონს Shakira-ს საკუთარი სხეული?!

Shakira-ს სტაჟიან დედობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია - ქალი მშობელი სულ რაღაც 4 თვის წინ გახდა. ლათინოს შემსრულებელსა და მის მეგობარ მამაკაცს, ბარსელონას ფეხბურთელს, Gerard Pique-ს პირველი ვაჟი Milan-ი შეეძინათ. შვილის გაჩენიდან საკმაოდ მალე Shakira-მ ფორმაში ჩადგომა დაიწყო - არც პაპარაცების ობიექტივის წინაშე გამოჩენაზე უთქვამს უარი - პრიქით, თავისი და ბედნიერი მამა შვილის სურათების გამოფენა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.
შვილის გაჩენიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ კოლუმბიელი მომღერალი სამსახურს - ანუ ამერიკული ვოისის მსაჯობას დაუბრუნდა და კოლეგებს, Adam Levine-ს, Usher-ს და Blake Shelton-ს დაუმშვენა გვერდი. ”იდეალურ ფორმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კილოს დაკლება მჭირდება, თუმცა, ამას დრო უნდა.” - ამბობს ვარსკლავი. 36 წლის Shakira ბევრი სტარისაგან განსხვავებით სულ მალე გახდა - არც Jessica Simpson-ს დამსგავსებია და არც Christina Aguilera-ს.
Shakira-სა და Gerard Pique-ს ვაჟი, Milan-ი ქვეყანას იანვარში მოევლინა. ბიჭუნა სულ პატარა იყო, როცა დედამისი მასთან ერთად ბარსელონას თამაშებს ესწრებოდა და არც ფოტოგრაფებსა და ჯურნალისტებს გაურბოდა - ზოგადად, მისის მშობლები იმ იშვიათ სელებრითულ წყვილთა შორის არიან, რომლებიც პირადი ცხოვრების დეტალებს ნაკლებად მალავენ და არც კამერის გამოჩენისას ვარდებიან ისტერიკაში.

Calvin Harris-ი ბრიტანეთის ჰიტ აღლუმის რეკორდსმენი გახდა

ბრიტანეთის ჰიტ აღლუმის პირველ ათეულში მოხვედრა ნამდვილად დიდი მიღწევაა. სასიმავნოა თუკი იქ შენი რამდენიმე ნამუშევარი მოხვდება, მაგრამ მთელი 8 ტრეკი თანაც ერთი ალბომიდან? ეს სამყაროში მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო, კერძოდ კი Calvin Harris-მა.  ბოლო გადათვლების შემდეგ გაირკვა რომ მისი და Ellie Goulding-ის ეთობლივი ნამუშევარი, ”I Need Your Love” ზემოხსენებულ ჩარტში მერვე ადგილზე მოხვდა.
ინფორმაციის გახმაურების შემდეგ Harris-მა სრულიად დამსახურებულად მიიღო რეკორდსმენის სტატუსი - მისი ბოლო ალბომი, ”18 Months” ნამდვილი ჰიტების კრებულია - დისკში შესული 15 ტრეკიდან 8 ბრიტანეთის ჰიტ აღლუმის პირველ ათეულშია შესული.
Calvin-ისა და Goulding-ის ”I Need Your Love”, Harris-ისა და Tinie Tempah-ს დუეტი "Drinking From the Bottle", Harris-ის ავტორობით შექმნილი "Bounce", რომელსაც Kelis-ი ასრულებს, სოლო ტრეკი ”Feel So Close”, Rihanna-სა და მისი შემოქმედება "We Found Love", Ne-Yo-სთან ჩაწერილი "Let's Go", დუეტი Example-სთან "We'll Be Coming Back" და კოლაბორაცია Florence Welch-თან "Sweet Nothing" - ეს იმ ნამუშევართა სრული სიაა, რომლებმაც ბრიტანელ მსმენელში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში თითოეული მათგანი ჩარტში რამდენიმე კვირით გაამწესეს.
რაც შეეხება Calvin-ის ამ დროისათვის ბოლო თანამრომლობას. ის როგორც უკვე გითხარით Ellie Goulding-თან შედგა. კლიპის პრემიერა გასულ კვირას გაიმართა, YouTube-ზე მას უკვე 8 მილიონამდე ნახვა დაუგროვდა. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ სულ მალე სიმღერამ მეშვიდედან უფრო პრესტიჟულ პოზიციაზე აინაცვლოს.
რაც შეეხება თავად Calvin-ს - ესაა Adam Richard Wiles-ი, 29 წლის შოტლანდიელი დიჯეი, პროდიუსერი და ავტორი. მის ანგარიშზე ამჟამად სამი ალბომი ირიცხება - პირველი, ”I Created Disco” ჯერ კიდევ 2007 წელს გამოვიდა, მეორე დისკმა "Ready for the Weekend"-მა დღის შუქი 2009 წელს იყიდა, რეკორდსმენი ”18 Months” კი 2012 წელს გახდა მსმენელისათვის ხელმისაწვდომი. 2012 წელი შოტლანდიელი მუსიკოსისათვის ერთობ წარმატებული გამოდგა - Harris-მა MTV Video Music Awards-ზე წლის საუკეთესო ვიდეოს სტატუსი მოიპოვა კლიპისათვის "We Found Love", ”Feel So Close” კი წლის ელექტრო ვიდეო გახდა. რაც შეეხება 2013 წელს - ის გრემიზე იყო ნომინირებული ნამუშევრისათვის ”Let’s Go”, ამავე გრემიზე კი მისმა და Rihanna-ს კოლაბორაციამ საუკეთესო კლიპის სტატუსი მიიღო. "Sweet Nothing"  NME-ზე სრულიად დამსახურებულად დენსფლორის ჰიტად აღიარეს და Calvin-მაც ამ ნომინაციაში გამარჯვება არავის დაუთმო.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ჯილდოებსა და ნომინაციებს კარგად მიადევნეთ თვალი და ისიც გაიხსენეთ, რომ ბოლო პერიოდში პოპულარულ ჰიტთა ლამის 70 პროცენტის შექმნაში Calvin Harris-ის ხელი ურევია, წესით გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ის უკვე რეკორდსმენის სტატუსსაც კარგად ირგებს და მის სახელთან ასოცირებაც ბევრი მუსიკოსისათვის წარმატების გარანტორია.

One Direction-ი მადამ ტიუსოს მუზეუმში

ახლა უკვე One Direction-ის ნებისმიერ ფანს შეუძლია კუმირებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება. ბიჭების ცვილის ფიგურები 18 აპრილს მადამ ტიუსოს მუზემში განთავსდა.
როგორც ყოველთვის მსგავსება ძალიან დიდია. თითქმის შეუძლებელია ფიგურების რეალური ადამიანებისგან განსხვავება. ფიგურების შესაქმნელად 400 ფოტო გამოიყენეს. ბიჭები რა თქმა უნდა ეწვივნენ მუზეუმს და საკმაოდ იხალისეს საკუთარი ორეულების ნახვით.
One Direction-ის ფიგურების ნახვა 11 ივლისის ჩათვლით ლონდონში იქნება შესაძლებელი, შემდეგ ნიუ იორკში გადაინაცვლებენ, ხოლო გამოფენა 28 იანვარს  სიდნეიში დაიხურება.

M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 827 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-04-26 Spam
♥ 1D <333 !! ♥

kaia vaime reese ;'((

au am kriswim nervebi momishala ver vitan biggrin

kai newsia ! perfectly!