მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » ივლისი » 18 » news for ifun
9:03 PM
news for ifun

News For Ifun 

Sandra Bullock-ს თავს დაესხნენ

Beyoncé ქმარს შორდება?!

როდის გამოვა Adele-ის ახალი ალბომი?

Cameron Diaz -Harper’s Bazaar US August 2014

Amy Adams - Mario Sorrenti Photoshoot for Max Mara Fall 2014

ირინა შეიკი Twin Set–ის სარეკლამო კამპანიაში

Barbara Palvin for Twin Set Jeans Spring/Summer 2014

მაილი საირუსის ახალი პერსონალური ფოტოები


Sandra Bullock-ს თავს დაესხნენ

Sandra Bullock-ს რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ ცუდი ისტორია გადახდა თავს - შუაღამის პირველ საათზე ქალი სახლში ატეხილმა ხმაურმა გამოაფხიზლა, Sandra სასწრაფოდ ოთახიდან გამოვიდა და მის სახლში შემოპარული Joshua Corbett-ი აღმოაჩინა - უცნობ მამაკაცს მთლაიანად შავები ეცვა და ხელში ნოუთბუქი ეჭირა, რომელზეც სხვადასხვა გამოცემიდან ამოჭრილი სანდრას სურათები ელაგა, გარდა ამისა, რამდენიმე ხელნაწერი შეტყობინება. ცოტა ხნის წინ Sandra-ს ჩვენება ტაბლოიდებისათვის ხელმისაწვდომი გახდა - როგორც შეშინებული მსახიობი ამბობს, მან შხაპი მიიღო და როდესაც უკვე დასაძინებლად გაემზადა, იქვე ახლო-მახლოს ხმაურმა გამოაფხიზლა, Bullock-მა უცნობი მამაკაცის დანახვისთანავე ოთახში შებრუნება მოასწრო, კარი ჩაკეტა და 911-ზე დარეკა. Joshua-მ გაქცევა არ მოისურვა, ის Sandra-ს სთხოვდა პოლიციისათვის არაფერი შეეტყობინებინა, ყვიროდა - “Sandy, შენ ჩემი ცოლი ხარ, Louie კი ჩემი შვილია, შენ მე მეკუთვნი, მე კი შენ“ - გაჰყვიროდა თურმე მთელ ხმაზე ვიღაც უცნობი შეშლილი. საბედნიეროდ ყველაფერი დროზე მოგვარდა, სამართალდამცავები Bullock-ის სახლში რამდენიმე წუთში გაჩნდნენ და Joshua განყოფილებაში წააბრძანეს - ასე რომ, Sandra-მ საკუთარ თავზე ვარსკვლავური ცხოვრების უარყოფითი მხარეც გამოსცადა - ალბათ რთულია ჰოლივუდში მოძებნო ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ერთი შეშლილი ფანი არ ჰყავს, რომელიც ცხოვრებას ზარებით, წერილებით და ხანდახან მუქარითაც კი უმწარებს.


Beyonce ქმარს შორდება?!

Beyonce საშინლად გაბრაზებულია - იმდენად გაბრაზებული, რომ უკვე ადვოკატებთან დარბის და საქორწინო კონტრაქტში პირობების დამატებასაც კი ითხოვს - რამდენად მოასწავებს ეს მსოფლიოში ყველაზე პოპუალრული წყვილის განქროწინებას, ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ჰარმონიული ოჯახი ამჟამად საკმაოდ მძიმე პერიოდს გადის. Bey-სა და Jay Z-ს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელებში რეპერისა და მომღერლის დის, Solange Knowles-ის ჩხუბის ვიდეო გავრცელდა - უცნობია, რატომ ურტყამდა Solange სიძეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის ურთიერთობის მოგვიანებით ვითომ დალაგება მხოლოდ და მხოლოდ პრესის გასაჩუმებლად დაგეგმილი ტრიუკი იყო. როგორც წყვილთან დაახლოებული ადამიანი ამბობს, Beyoncé და Jay Z თითქმის ყოველდღიურად კამათობენ, ყველაფრის თავი და თავი კი პრესაში გავრცელებული ჭორებია - რომლის მიხედვითაც ჰიპ-ჰოპ სტარი ძვირფას მეუღლეს სხვადასხვა ქალბატონთან ღალატობდა - დამადასტურებელი საბუთები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, ქალს მეუღლის ერთგულებაში უკვე ეჭვი ეპარება და საქორწინო კონტრაქტში ახალი პუნქტის დამატებას ითხოვს - Jay Z-ს 5 მილიონო დოლარის გადახდა მოუწევს, თუკი მისი ღალატის დამადასტურებელი საბუთები გამოჩნდება. ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა, კონტრაქტი შედგა - მისი მიხედვით, Jay Z ვალდებულია Beyoncé-ს ალიმენტის სახით ხუთი მილიონი გადაუხადოს თითოეული შვილისათვის. ცოტა ხნის წინ კი Beyoncé-მ ადვოკატს მიმართა და ოთხოვა, განქორწინების შეთხვევაში Jay Z-ს დაევალოს შვილი ყოველ ათ დღეში ერთხელ მოინახულოს. Jay Z კი, როგორც ამბობენ, ისეა შეშინებული, მზადაა ცოლის ყველა მოთხოვნას დათანხმდეს - მას Beyoncé ძალიან უყვარს, არ სურს ისედაც გაფუჭებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუფუჭდეს, ამიტომ ქალის ყველა ახირებას ითმენს და ალაბთ ადვოკატების მოთხოვნებსაც უსიტყვოდ დათანხმდება. - See more at: http://www.musicbox.ge/index.php/news.html#9262


როდის გამოვა Adele-ის ახალი ალბომი?!

Adele-ის თაყვანისმცემლებისთვის კარგი ამბები გვაქვს - შემსრულებელი მუსიკალურ პაუზას ასრულებს და 2015 წელს მისი როგით მესამე ალბომი “25” გამოვა გაყიდვაში. და ეს ყველაფერი როდია - მას შემდეგ რაც მომღერლის ახალი სტუდიური ჩანაწერი ჩაეშვება გაყიდვაში, ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს დაწყებას გეგმავს - ინფორმაციას World Music Awards-ი ავრცელებს. ბოლო დროს ინტერნეტგამოცემები ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, აპირებდა თუ არა Adele ახალი ალბომის გამოცემას. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ შემსრულებელი მუსიკალური კარიერის დროებით მოტოვებას აპირებდა - ამის მიზეზად კი მომღერლის პირად ცხოვრებას ასახელებდნენ, თუმცა ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა და მის ფანებს ძალიან მალე ახალი ნამუშევრების შეფასების საშუალება მიეცემათ. რამდენიმე კვირის წინ Adele-ის თვითერის გვერდზე მომღერალმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მესამე სტუდიური ალბომის რელიზი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა და ახალი ალბომის რელიზთან ერთად შემსრულებელი ფანებს მსოფლიო ტურნესაც შესთავაზებს, თუმცა ოდნავ მოგვიანებით - 2015 წელს. თუმცა რჩება კიდევ ერთი საკითხი, რაც ბევრ ეჭვს ბადებს - როგორც ცნობილია ხმის ჩამწერმა კომპანიამ XL Recordings-მა Adele-თან მუშაობა უკვე დაასრულა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი ერთობლივი პროდუქტი დღის სინათლეს 2014 წლის შემოდგომაზე იხილავს და არა მომდევნო წელს, როგორც ამას World Music Awards-ი ამტკიცებს. მოკლედ ისღა დაგვრჩენია შემსრულებლის ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ, მანამდე კი კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ "19"-სა  და "21"-ს.


Cameron Diaz -Harper’s Bazaar US August 2014

 


Amy Adams - Mario Sorrenti Photoshoot for Max Mara Fall 2014

 

 


ირინა შეიკი Twin Set–ის სარეკლამო კამპანიაში

 


Barbara Palvin for Twin Set Jeans Spring/Summer 2014


მაილი საირუსის ახალი პერსონალური ფოტოები


Love U All

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 931 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2014-07-20 Spam
1. Sali --   ( sal922[??????]

jay z da beyonce me mainc aramgoniia rom dashordnnen..
adelle<3
irinnaa dzalia lamaziia<3
barbbaraze vgijdebii<33 chemii lamazii googo ^^
siaxle magariia<33 yochag happy