მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 14 » News♥
5:33 PM
News♥
NEWS OF IFUNLOVER
კრისტენ სტუარტი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია..
რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა..
Big Time Rush იშლება?! ჯგუფის სერიალი დაიხურა...
მაილი საირუსი ლიამ ჰემსვორთზე..
Justin Timberlake მსოფლიო ტურნეს იწყებს..
Demi Lovato-ს ახალი ალბომი ”Demi"...
სიახლეები მაილი საირუსზე..
სიახლეები ჯასტინ ბიებერზე..

კრისტენ სტუარტი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია

მსახიობი კრისტენ სტუარტი ძირითადად ჯინსსა და მაისურებში გამოწყობილი დადის, თუმცა მისი სტილი დიზაინერების შთაგონების წყაროა.
მოდის გავლენიანმა ჟურნალმა Glamour-მა ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. ტოპ-ათეულს კრისტენი ლიდერობს. კრისტენი ამ ფაქტით გაოცებული დარჩა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა 
ქალების მსგავსად ”შოპინგი” დიდად არ უყვარს.
"როდესაც სახლიდან გავდივარ, მაისურს ვიცვამ და ჩემი თმა ყოველთვის მოუწესრიგებელია. ხალხი მეუბნება, რომ ხანდახან სავარცხელი გამოვიყენო", - განაცხადა მსახიობმა.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: 
1. კრისტენ სტუარტი
2. ემა უოტსონი
3. ქეით მიდლტონი
4. ემა სტოუნი
5. ტეილორ სვიფტი
6. ვიქტორია ბექჰემი
7. ჩერილ კოლი
8. ბლეიკ ლაივლი
9. კეტი პერი
10. ბიონსე



რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა

26 წლის წლის კინოვარსკვლავმა, რობერტ პატისონმა თაყვანისმცემლებს სიმამაცის მაგალითი უჩვენა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში სერფინგის დაფით ტალღებზე სრიალებდა და არ შეჩერებულა, როცა მისგან 20 მეტრში ზვიგენი გამოჩნდა. 

"ზვიგენი დავინახე, მაგრამ მომეჩვენა, რომ არც ისე დიდი ზომის იყო. რამდენიმე წუთში გაუჩინარდა კიდეც. დიდი თეთრი ზვიგენი რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ გავრისკავდი", - განაცხადა მსახიობმა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პატისონის სიახლოვეს სამი მეტრი სიგრძის ვეფხვისებრი ზვიგენი დაცურავდა. მტაცებელი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და მკვლელი ზვიგენის მეტსახელით სარგებლობს, თუმცა ამჯერად ყველაფერი უბედური შემთხვევის გარეშე დასრულდა.



Big Time Rush იშლება?! ჯგუფის სერიალი დაიხურა...

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ამერიკული ჯგუფი Big Time Rush ახლა პოპულარობის ზენიტშია - მათი მესამე ალბომი 24/Seven ივნისის დასაწყისში გამოვა, მათი სერიალის მეოთხე სეზონმა 2 კვირის წინ დიდი წარმატებით აიღო სტარტი ამერიკაში და ზაფხულში კიდევ ერთ მსოფლიო ტურნეში მიდიან მომღერალ და მსახიობ ვიქტორია ჯასტისთან ერთად, ინტერნეტ საიტებზე მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი Big Time Rush მეოთხე სეზონით დასრულდება, მისი დასრულებით კი ჯგუფს Nickelodeon-თან კონტრაქტი დაუმთავრდებათ და სავარაუდოდ ჯგუფი დაიშლება. ამან ფანები კიდევ უფრო იმიტომ შეაშინა, რომ James Maslow უკვე სოლო Cover-ებს ამზადებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი პირველი სოლო ქოვერი სიმღერისა Clarity. ჯგუფის წევრმა Carlos Pena-მ კი სურათები გაავრცელა Twitter-ში, სადაც ჩანს რომ დეკორაციები, რომელშიც სერიალს იღებდნენ უკვე დაშალეს. სიმართლეა თუ არა ეს? არის თუ არა ეს სერიალისა და ჯგუფის დასასრული? ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს. არის ერთი მოსაზრება, რომ დეკორაციები მხოლოდ იმიტომ დაიშალა, რომ მეხუთე სეზონი სრულიად სხვა ადგილას და სხვა სახლის დეკორაციებში დაიწყება. იმედი ვიქონიოთ ეს სიმართლე იქნება და Big Time Rush-ს ასე მალე არ დავემშვიდობებით. როგორ განვითარდება მოვლენები ამას აუცილებლად შეგატყობინებთ.



მაილი საირუსი ლიამ ჰემსვორთზე

მაილი საირუსმა V Magazine-თვის გაიხადა და ლიამთან ურთიერთობებზეც ალაპარაკდა. 'მთელ დროს ჩემს შეყვარებულთან ერთად სახლში არ ვატარებ. ჩვენ ვმუშაობთ. ყოველ კვირას ისმის: დაშორდნენ? მათ ფოტოებს ვერ ვედავთ!' მე არ მაქვს დრო ყოველ დღე Starbucks-ში ვიარო ჩემს ბიჭთან ერთად. მინდა, მაგრამ არ გამოდის'.- ამბობს მომღერალი.მაილისთან ერთად ფოტოსესიაზე მარიო ტესტინო მუშობდა. ვარსკვლავურ დუეტს ძალიან ფერადი და გულახდილი სურათები გამოუვიდა. როგორც საირუსმა განაცხადა ის აპირებს შეიცვაოლოს და გახდეს სხვა. 'მე ვაპირებ ვაკეთო ის, რაც მსურს!'



Justin Timberlake მსოფლიო ტურნეს იწყებს

Justin Timberlake-მა ახალი ტურნე ინსტაგრამზე ატვირთული ფოტოთი დაანონსა. საკონცერტო შოუების სერია, სახელწოდებით ”The 20/20 Experience” სტარტს 31 ოქტომბერს აიღებს.უკვე ცნობილია კონცერტების გამართვის ადგილები და თარიღები. საერთო ჯამში Timberlake 23 შოუს გამართავს სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. 2014 წლის 10 თებერვალს კი ამერიკის შტატ, ომაჰაში დასრულდება.შეგახსენებთ რომ მომღერლის მესამე სტუდიური ალბომი ”The 20/20 Experience” გასულ წელს ჩაიწერა, გაყიდვაში კი ამ წლის მარტიდან ჩაეშვა.
ექვს წლიანი პაუზის შემდეგ ღირსეული დაბრუნება ნამდვილად გამოუვიდა შემსრულებელს, რადგან პირველ კვირაში ფირფიტის 968,000 ეგზემპარი გაიყიდა, რითაც Billboard 200-ში პირველი პოზიცია დაიკავა.
”The 20/20 Experience”-დან ორი სინგლის რელიზი უკვე შედგა - "Suit & Tie" და ”Mirrors”. განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. გარდა იმისა, რომ ჩარტებში მოწინავე პოზიციებს დღემდე ინარცუნებს მას ვიდეოპორტალ YouTube-ზე 40 000 000-მდე ნახვა აქვს.



image
Demi Lovato-ს ახალი ალბომი ”Demi"

Demi Lovato-ს ახალი ალბომი, სადებიუტო სახელწოდებით ”Demi" ამ კვირაში გაყიდვაში ჩაეშვება. ფირფიტა Hollywood Records-ის პროდუქტი გახლავთ და მასში შემავალი ყველა სინგლი უკვე განთავსდა YouTube-ზე, მომღერლის ოფიციალურ VEVO-ს არხზე."Demi"-დან პირველი სინგლი "Heart Attack" 24 თებერვალს გამოვიდა. კლიპის პრემიერა კი 9 აპრილს შედგა. ამ დრომდე მას უკვე YouTube-ზე 35 000 000 ნახვა აქვს.გეტყვიტ იმასაც, რომ ფირფიტაში სულ 13 სიმღერა შევა. რაც შეეხება Lovato-ს ამ დროისთვის ბოლო ალბომს ”Unbroken” - ის 2011 წლის სექტემბერში გამოვიდა. Billboard 200-ში მას მეოთხე ადგილიც კი ეკავა. ამერიკის მასშტაბით ფირფიტის 448,000, ხოლო სინგლების "Skyscraper" და "Give Your Heart a Break" საერთო ჯამში სამი მილიონი ასლი გაიყიდა.

სიახლეები მაილი საირუსზე..

*მაილი 19 მაისს იქნება ბილბოარდ მუსიკ დაჯილდოებაზე და ასევე იქნება წარმომდგენი! ასევე ბილბოარდს ესწრება სელენა გომეზი და დემი ლოვატო. არაა გამორიცხული რომ ერთმანეთი ნახონ.
*მაილი გახდა სელენა გომეზის მიმდევარი ტვიტერზე!

*პროდიუსერნმა Mike Will Made It_მა ტვიტერზე დათვითა რომ მაილის ახალი ალბომი წლის საუკეთესო ალბომი იქნება.

*მაილიმ დღეს თვითერზე დათვითა: "მე ყოველდღე ვიგებ საშინელ წერილებს სვიფტისა და გომეზის ფანებისგან. გთხოვთ სმაილერებო არ იფიქროთ. რომ სხვა სელებრითზე სიძულვილით მე დამეხმარებით. მე ვამაყომ რომ თქვენით რადგან ტქვენ გიყვართ ჩემი მუსიკა და შემოქმედება. წარწმუნებული ვარ ჰეითერები თავიანთ კუმირს ბედნიერს გახდიან კარგი წეილებით და დახმარებთ ვიდრე მე მწერენ ასეთ მესიჯებს.ჩვენ ყველა მეგობრები ვართ. ასე არ არის?

*გუშინ მაილის ახალი თვითების შემდეგ ტვიტერზე გამოჩნდა ახალი ტრენდი #PeaceBetweenSmilersAndSelenators

*სელენა გომეზმა TJ Show_თან ინტერვიუში დაუსვეს კითხვა: "რას ფიქრობ იმის შესახებ რომ მაილი საირუსმა დაიკავა პირველი ადგილი Maxim Hot 100_ში?" სელენამ კი უპასუხა: "ის ძალიან ლამაზია, მე მომწონს ის"

*მაილის ახალი ფოტო ტვიტერიდან.
@MileyCyrus: @vij_photo TURNT’
სურათი: მაილის ახალი ფოტო ტვიტერიდან.@MileyCyrus: @vij_photo TURNT’
მაილის ახალი ფოტო ინსტაგრამიდან.
@mileycyrus: I got it from muah mamaaaa
სურათი: მაილის ახალი ფოტო ინსტაგრამიდან.@mileycyrus: I got it from muah mamaaaa



image
სიახლეები ჯასტინ ბიებერზე..
*არიანა გრანდემ შესაძლებელია გახსნას Believe ტურის ერთ-ერთი კონცერტი. ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

*ახალი ფოტო Adidas NEO - ს ფოტოსესიიდან.

*
უკვე დამტკიცდა, რომ ჯასტინს და Tyga - ს დუეტს მალე ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ დუეტის სახელი შესაძლოა იყოს "Just Do It." 

როგორც იცით ჯასტინი აფრიკაშია.. მასთან ერთად კი ლილ ტვისტი, ლილ ზა, ალფრედო ფლორესი და პეტი იმყოფებიან.
სურათი: ჯასტინთან ერთად აფრიკაში ლილ ტვისტი, ლილ ზა, ალფრედო ფლორესი და პეტი იმყოფებიან.
სურათი: ახალი ფოტო ჯასტინის ინსტაგრამზე #3: God is good
სურათი: ახალი ფოტო ჯასტინის ინსტაგრამზე #2: #Inthewild
სურათი: ახალი ფოტო ჯასტინის ინსტაგრამზე: Beers in the jungle

Miss♥Martina
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 839 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 8
2013-05-15 Spam
Ai amas qvia siaxle ))) (ar gewyinot sxevbs)
Momewona dzalian kargia ♥