მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 10 » NewS ♥
5:37 PM
NewS ♥


NEWS

* Sienna Miller-ი გეი ქორწინების მომხრეა
* როდის აპირებს ქორწილს ფეხმძიმე Halle Berry?!
* Beyonce და Jay-Z კუბაში არალეგალურად იმყოფებოდნენ
* როდის შედგება Selena Gomez-ის ”Come & Get It”-ის ვიდეოს პრემიერა?!
* The Jonas Brothers-ის ზაფხულის ტურნე
* Paramore-ს ახალი ალბომი
* როგორ ერთობა Miley Cyrus-ი მაიამიზე?!
* Avril Lavigne ახალ ალბომს უშვებს

http://25.media.tumblr.com/f50c0a4f94faad3fd17d20289335ed43/tumblr_mi1424FanK1qa3aiko1_500.png


* Sienna Miller-ი გეი ქორწინების მომხრეა

Sienna Miller-ი გეი ქორწინების მომხრეა 

ვარსკვლავი შაბათ დღეს ნიუ იორკის ქუჩებში თავის პატარასთან - Marlowe-სთან ერთად სეირნობდა, როდესაც მათთან ერთად პაპარაცებმა ბავშვის ეტლზე მიკრული სტიკერი შენიშნეს.

ეს LGBT გაერთიანების უფლებათა დაცვის კამპანიის ლოგო გახლდათ, რომელიც პატარას თავზე ეტლს ამშვენებდა

http://25.media.tumblr.com/tumblr_make55wzhc1qcati7o1_500.png

* როდის აპირებს ქორწილს ფეხმძიმე Halle Berry?!

როდის აპირებს ქორწილს ფეხმძიმე Halle Berry?! ვინ თქვა, რომ ფეხმძიმე მდგომარეობაში გათხოვება რთულია. ან შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ ეს ჰოლივუდელ ვარსკვლავებს არ ეხებათ. Halle Berry-ს სულ მალე ორი სასიხარულო ამბავი ელოდება. მსახიობი ცოლად დიდი ხნის ბოოიფრენდს - ფრანგ ვარსკვლავს - Olivier Martinez-ს მიჰყვება.  წყვილი ქორწილს აჩქარებს, რადგან სულ მალე პატარასაც ელოდებიან.


http://24.media.tumblr.com/0426aacbb9d1ca891a22bdadf1e01b2f/tumblr_mkzz79c9Dn1rqmbqco1_1280.jpg
თბილისში იტყოდნენ შეეტენაო, მაგრამ ამ შემთხვევაში პატარა წყვილის სიყვარულის ნაყოფია, უბრალოდ Halle-ს თქმით, უნდა მისი პატარა კანონიერ ოჯახში დაიბადოს. მსაიობმა უკვე ბავშვის სქესიც გაიგო - Berry ბიჭს ელოდება და ამას ისიც დასძინა, რომ ამიერიდან თავისი ორსულობის შესახებ აღარანაირ კომენტარს აღარ გააკეთებს. ნუ ალბათ მასაც ავი ენების სჯერა.

http://25.media.tumblr.com/tumblr_m1b07qm7ec1qc4cp9o1_250.gif http://25.media.tumblr.com/tumblr_m1b07qm7ec1qc4cp9o4_250.gif
Halle Berry-სთვის ბიჭუნა უკვე მეორე შვილი იქნება. მსახიობს ქალიშვილი 2008 წელს 37 წლის მოდელთან - Gabriel Aubry-სთან ეყოლა. წყვილი 2010 წლის ბოლოს დაშორდა და არაა გამორიცხული ამის მიზეზი სწორედ მისი მომავალი სიყვარული ყოფილიყო.
http://25.media.tumblr.com/tumblr_mcb0ftrcQw1qituglo1_r1_1280.jpg

სხვათაშორის Halle Berry პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო  მოიპოვა. 2002 წელს მსახიობს მეგა წარმატება სწორედ ”მონსტრების მეჯლისში" მიღებულმა ოსკარმა მოუტანა.

* Beyonce და Jay-Z კუბაში არალეგალურად იმყოფებოდნენ

Beyonce და Jay-Z კუბაში არალეგალურად იმყოფებოდნენ მეგა პოპულარობა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კანონდარღვევა ხახვივით შეგრჩება. Beyonce-ს და Jay-Z-ის კუბაში ვიზიტი ჩაშხამდათ. წყვილი ქვეყანაში ქორწინების 5 წლისთავის აღსანიშნად ჩავიდა და აღმოჩნდა, რომ დიდად დაწერილი კანონები და წესები არ გაუთვალისწინებიათ. ამ თემასთან დაკავშირებით სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშს ფინანსთა სამინისტროში, Jay-Z-ისა და Beyonce-ს კუბაში ვიზიტის ამსახველი დოკუმენტაციის გადამოწმებაზე მოთხოვნა გაგზავნეს.

Ileana Ros-Lehtinen-ისა და Mario Diaz-Balart-ის აზრით წყვილმა კუბაში ტურისტული მგზავრობის რამოდენიმე კანონი დაარღვია. ირკვევა, რომ ქვეყანაში ამერიკიდან ვიზიტი მხოლოდ ტურისტული, სამეცნიერო, ან რელიგიური გაცვლების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. თავიანთ მოთხოვნაში კონგრესმენები Beyonce-სა და Jay-Z-ის მგზავრობის მიზეზის დამადასტურებელ საბუთებს და იმ ჩინოვნიკების სახელებს ითხოვენ, ვინც წყვილის კუბაში გადაფრენაზე მისაც თანხმობა.

თუ ამერიკაში ყველაზე ცნობილი ცოლ-ქმარი უცხო ქვეყანაში შესაბამისი ნებართვების გარეშე გაემგზავრა, მაშინ ამ უკანასკნელებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. წყვილი კუბაში 3 აპრილს ჩაფრინდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტი არალეგალური გახლდათ, ცოლ-ქმარმა სასტუმროს მესვეურებს მათგან პრესის წარმომადგენლების არიდება სთხოვა. ჰავანაში ვარსკვლავებს მთელი ბრბო ელოდათ, საბოლოოდ კი Beyonce-ს აივანზე გამოსვლა და ხალხთან მისალმებაც მოუწია. მოგვიანებით წყვილმა პაპარაცების წინაშეც კი იპოზიორა და საკუთარი კანონდარღვევები აშკარად გადაავიწყდა. ჰავანაში Beyonce-სთან და Jay-Z-ისთან ერთად მათი დედებიც იმყოფებოდნენ, ოჯახმა ფეშენებელური რესტორანი – ლა გუარდიაც მოინახულეს, თუმცა სამწუხაროდ ოჯახური დასვენება სკანდალით დასრულდა.

ვერ გეტყვით რა დაუჯდა მეგა პოპულარულ წყვილს კუბაში გასაიდუმლოებული მგზავრობა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ბრალდებები დაუმტკიცდათ კიდევ უფრო ძვირი გუბერნატორების გულის მოგება, ან ბოლოსდაბოლოს ჯარიმა დაუჯდებათ.
http://25.media.tumblr.com/tumblr_ma7c7hcCkp1r4xetfo1_500.png

* როდის შედგება Selena Gomez-ის ”Come & Get It”-ის ვიდეოს პრემიერა?!

Selena Gomez-მა სადებიუტო სოლო ალბომიდან პირველი სინგლი ”Come & Get It” 8 აპრილს წარმოადგინა. სიმღერის ავტორები Ester Dean-ი, Mikkel S. Eriksen-ი და Tor E. Hermansen-ი გახლავთ. ფირფიტის რელიზი კი ამ წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.

http://25.media.tumblr.com/614c76640f4b4931fcc06460e7202b27/tumblr_mkr321p9sa1qg9ijso1_250.gif http://24.media.tumblr.com/e66e5036bc5446773f35fad778ab969b/tumblr_mkr321p9sa1qg9ijso2_250.gif
”Come & Get It” პირველად ამერიკული რადიოს გადაცემა ”On Air with Ryan Seacrest”-ში გაჟღერდა. ამავე გადაცემაში Gomez-მა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიმღერაზე თავის ყოფილ ბოიფრენდს Justin Bieber-ს ეძღვნება. რაზეც საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ დასავლურ პრესაში.

http://25.media.tumblr.com/706a4f95a66f29024df3ca0beef57293/tumblr_mksb62HoAV1qd5a8ro1_250.gif http://25.media.tumblr.com/c7631c5b0a832c271e5a1601e6657850/tumblr_mksb62HoAV1qd5a8ro2_250.gif
”Come & Get It”-ის ვიდეოზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია თუ სად და როდის შედგება მისი პრემიერა, თუმცა მომღერლის YouTube-ს არხზე უკვე განთავსდა ორი თიზერი. გარდა ამისა აღნიშნული სიმღერის აუდიო ვერსია, რომელიც 6 აპრილს აიტვირთა Selena Gomez-ის VEVO-ს არხზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 3 მილიონამდე მნახველი ჰყავს.
http://25.media.tumblr.com/c5c6d27df962c98bd46a839cf82476ec/tumblr_mkvi4z1K0a1qcl33vo1_500.jpg

http://25.media.tumblr.com/c0a13ad86232e70a5d0b1513422809b4/tumblr_mkurbjrmCY1r69ctuo4_250.png http://24.media.tumblr.com/81e16543a9a9669d92affaf427c81f61/tumblr_mkurbjrmCY1r69ctuo1_250.gif

http://25.media.tumblr.com/328f82c7d97773ef708077bc522c9e4e/tumblr_mkurbjrmCY1r69ctuo6_250.png http://25.media.tumblr.com/800bcc1dab07cc9f89afb895788d5fa0/tumblr_mkurbjrmCY1r69ctuo3_250.gif


* The Jonas Brothers-ის ზაფხულის ტურნე

The Jonas Brothers-ის ზაფხულის ტურნე 3 წლიანი პაუზის შემდეგ Jonas Brothers-მა საკუთარი თაყვანისმცემლები გაახარა ახალი სინგლით სახელწოდებით "Pom Poms”. თუმცა როგორც ჩანს ჯგუფი მხოლოდ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

http://25.media.tumblr.com/60fe7755179df3f2f55ee6128f9db465/tumblr_mk4dnsciHU1s7sq79o1_250.gif
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭები გეგმავენ ზაფხულის ტურნეს, რომელიც სტარტს 10 ივლისს ჩიკაგოში აიღებს, ხოლო მის დასრულებას 16 აგვისტოს ლოს ანჯელესში უნდა ველოდოთ. ბილეთები 9 აპრილიდან ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

http://25.media.tumblr.com/050d1623a7fa1be696d7c875a4a2a3d1/tumblr_mk9t3eAmTb1qapw3zo3_r2_500.gif

http://25.media.tumblr.com/eab6db5c02f375c2081e44dd4307ee24/tumblr_mg4m7sEYc81qapw3zo2_r2_500.gif

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ძმებს, ხოლო მათ ფანებს კი კერპების აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება.

http://25.media.tumblr.com/72f305718ad7b79af52b1322cb04158a/tumblr_mjmr175T2C1rqujg6o1_500.png

* Paramore-ს ახალი ალბომი

Paramore-ს ახალი ალბომი Avril Lavigne არაა ერთადერთი შემსრულებელი, რომელმაც საზოგადოებას თავი შეახენა. ყველასათვის საყვარელმა ჯგუფმა Paramore ოთხი სინგლი წარადგინა, რომლებიც შესულია მათ ახალ ალბომში სახელწოდებით ”Side A of Paramore’s Self”.

ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა ”Now” უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელებში. კრიტიკოსებმა კი მათი ახალი ალბომი ასე შეაფასეს: ” Paramore-ს როგორც ყოველთვის ნამდვილად გამოუვიდა გრანდიოზული დაბრუნება”.

http://24.media.tumblr.com/c93c575bf4edfcf565134c86dd27e2d3/tumblr_ml0o625RRr1qh75ibo1_250.gif http://24.media.tumblr.com/b6c02292b101cb5d0177aed4874b4471/tumblr_ml0o625RRr1qh75ibo5_250.gif
ჩვენ კი შეგვიძლია მივულოცოთ შემსრულებლებს ასეთი წარმატება და რაც მთავარია მათ ფანებს ვუსურვოთ, რომ  რაც შეიძლება მეტი სიახლით გაანებივროს საყვარელმა ჯგუფმა ისინი.


http://25.media.tumblr.com/f7ce998454dfeec4df1f0a1527554f96/tumblr_ml0hu7Xmca1qe0kcno3_r2_250.gif http://25.media.tumblr.com/21db12655032c3a9f47e8d69a9677fe3/tumblr_ml0hu7Xmca1qe0kcno5_r1_250.gif

* როგორ ერთობა Miley Cyrus-ი მაიამიზე?!

როგორ ერთობა Miley Cyrus-ი მაიამიზე?! Miley Cyrus-ი უკვე დიდი გოგოა, თუმცა მისთვის როგორც სჩანს ”დიდი გოგო” – ”ცუდ გოგოსთან” ასოცირდება და სწორედ ამ უკანასკნელივით იქცევა.

მომღერალმა და მსახიობმა ყურადღების მიქცევა კიდევ ერთხელ მოახერხა, როდესაც მაიამიში პაპარაცებმა მოსაწევით ხელში დააფიქსირეს. დასავლური პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ის მარიხუანას ეწეოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის მართლაც ასეა, თუ ეს მხოლოდ სიგარეტი იყო.

http://cdn04.cdnwp.celebuzz.com/wp-content/uploads/2013/04/06/Miley-Cyrus-Questionable-Smoke-Break-Hotel-Balcony-Miami-Florida-04062013-1024x683.jpg
მსგავსი ინფორმაცია მომრერლის შესახებ არაერთხელ გავრცელებულა, ინტერნეტში დიდი რაოდენობით მოიპოვება ფოტოებში, სადაც Miley მოსაწევს ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუკი საქმე ვარსკვლავებსა და მარიხუანას ეხება უკვე საინტერესო ხდება და შესაბამისად ყვითელ პრესასაც სალაპარაკო თემა ეძლევა.

http://24.media.tumblr.com/002ad6c729cd1760b571f12039ecff4b/tumblr_mkxj7ssD1c1s8h5bjo1_500.gif
Cyrus-ი ამჟამად Liam Hemsworth-თან ერთად არის და მაიამიზე ერთობა. რაც შეეხება მის მუსიკალურ მოღვაწეობას, გეტყვით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ სიმღერის ”Ashtrays and Heartbreaks”-ის პრემიერა შედგა, რომელსაც 20 წლის ვარსკვლავი, აწ უკვე Snoop Lion-თან ერთად ასრულებს.
http://24.media.tumblr.com/c055850272d72b25500e837c4f192820/tumblr_mkzb9wl7V61rh0wp7o1_1280.jpg

* Avril Lavigne ახალ ალბომს უშვებს

უკვე დიდი ხანია Avril Lavigne-სგან სიახლეები არ გვსმენია, როგორც ჩანს შემსრულებელი შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ საკუთარ თავზე კარგა ხანია აღარაფერი წაუკითხავს  პრესაში და გადაწყვიტა საზოგადოებისათვის თავი შეეხსენებინა.

http://25.media.tumblr.com/tumblr_m244784B191qbb3nzo1_500.jpg
პანკ-როკ ვარსვლავს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომზე, მასში  შემავალი პირველი სინგლი კი დღის შუქს როგორც ცნობილია 9 აპრილს იხილავს მისი სახელწოდება კი ასე ჟღერს - "Here is to never growing up”.

http://24.media.tumblr.com/tumblr_m1eep2KnWB1qbb3nzo1_500.jpg
სიმღერის ავტორი, "Boys Like Girls”-ის ვოკალისტი Martin Johnson-ია. Lavigne კი თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს ჰპირდება, რომ  ეს ალბომი 2011 წლის "Goodbye Lullaby”-ზე ბევრად უკეთესი იქნება, უფრო მეტად იჭარბებს პოპი და რაც შეიძლება მეტი მხიარულება, რასაც ამ უკანასკნელში ალბათ დაგვეთანხმებით,რომ ძნელად თუ აღმოაჩენდით.

http://24.media.tumblr.com/tumblr_m0o3y3YJ0U1qbb3nzo1_500.jpg
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვსურვოთ Avril-ს და მის თაყვანისმცემლებს მივულოცოთ კერპის შოუბიზნესში კვლავ აქტიურად ჩართვა.
http://24.media.tumblr.com/tumblr_lyo7i2Y1ZX1qbb3nzo1_500.jpg

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 813 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-04-11 Spam
4. Sali --   ( sal922[??????]

მაგარი სიიახლლეაა :დ