ვებსაიტმა DoSomething.org-მა პოპულარული ვარსკვლავების ქველმოქმედება
შეაფასა და 2012 წლის ყველაზე ქველმოქმედ ვარსკვლავად 23 წლის მომღერალი
ტეილორ სვიფტი დაასახელა.
მომღერალმა 4 მილიონი დოლარი ქანთრის მუზეუმს
Country Hall of Fame museum-ს გადასცა.
საპატიო რეიტინგში მეორე ადგილი მომღერალმა მაილი საირუსმა დაიკავა. მაილი აქტიურად ეხმარება
ცხოველთა დაცვის
ორგანიზაციას "Saving Spot! Rescue "-ს. ტოპ-ხუთეულში მესამე ადგილზე
მსახიობი ჩანინგ ტატუმი გავიდა. მსახიობი აქტიურადაა ჩართული ორგანიზაცია
Rainforest Foundation-ში.
ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავების
ოცეულში მოხვდნენ ფინქი, სელენა გომესი, ლედი გაგა, ბენ აფლეკი, სოფია
ვერგარა, ოლივია მუნი, ბიონსე და ჯასტინ ბიბერი.