მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებენ
10:10 PM
ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებენ

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა არჩევანი გააკეთა. "ნანუკას შოუს" იანვრიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილავთ.

ნანუკა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობას უკვე შეუდგა. გადაცემის ფორმატი კვლავ უცვლელი და აპოლიტიკურია. შოუს ერთგული მაყურებელი როსტოს და "ბუბუს" ამჯერად "რუსთავი 2"-ზე იხილავს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "უკვე სტუდია იწყობა, მალე ჩაწერებს დავიწყებთ და იანვრის პირველ რიცხვებში ეთერში გავალთ. ძალიან მიხარია, იცით როგორი შეგრძნება მაქვს? სახლში ვბრუნდები! 9 წელი ვიმუშავე ამ არხზე და ძალიან მიყვარს. მიხარია და ასევე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის და ყველა ჩემი კონკურენტის, რომლებიც ძალიან ღირსეულად დამხვდა. სიახლე ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ სიახლე არის იმ გადაცემის ფორმატი, რომლის აღქმაც მაყურებელმა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. ეს იყო ახალი სტუდია, ახალი რუბრიკები, რომლებიც შეიძლება მაყურებელმა კი ნახა, მაგრამ იმიტომ, რომ მაშინ პარალელურად სხვა მოვლენები ვითარდებოდა, ინტერესი სხვაგან იყო მიმართული.

- თქვენი შვილი რჩება ერთ-ერთ რუბრიკაში?

- ჩემი შვილი აუცილებლად წაიყვანს თინეიჯერების რუბრიკას. ამ რუბრიკამ მაშინ ძალიან მაღალი რეიტინგი დაწერა. 8 რუბრიკაა გადაცემაში, მაგარამ ეს რუბრიკები იმის და მიხედვით დარჩება, რომელს უფრო დიდი რეიტინგი ექნება.

- შემადგენლობა მთლიანად მიგყავს?

- არა, ნაწილი. ჩემი ჟურნალისტების ნაწილმა უკვე მუშაობა დაიწყო. არ აქვთ ადამიანებს საშუალება, რომ ამდენი ხანი უმუშევრები იყვნენ.

- როგორი ურთიერთობა გექნება კონკურენტ "პროფილთან" და მაია ასათიანთან?

- ძალიან კოლეგიალური, ერთი არხიდან გამომდინარე ჩვენ უკვე აღარ ვართ კონკურენტები. შიდა კონკურენცია გაცილებით უფრო ჯანსაღია. სწორედ მაია ასათიანს ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, მადლობა კონკურენტებს ღირსეული დახვედრისთვის-მეთქი. ყველა ძალიან ღირსეულად დამხვდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაიას პოზიციის დაფიქსირება.

- როგორი იქნება პირველი გადაცემა?

- პირველ გადაცემას თავიდან ბოლომდე მივუძღვნი "რუსთავი 2"-ს, ეს ჩემგან მათ მადლობის სათქმელად. ფრაზა - "მე დავბრუნდი" მინდა სწორად იყოს გაგებული. ერთია, რომ მე დავბრუნდი ეთერში და მეორეა, რომ დავბრუნდი იმ არხზე, რომელზეც როგორც ჟურნალისტმა დავიწყე მუშაობა".

ამდენად შოუები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტებად მოიაზრებოდნენ, ერთი არხის ბადეში განთავსდებიან.

მაია ასათიანი: "მე გადაცემების დახურვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თუ ვინმეს "ნანუკას შოუს" დახურვით ზიანი მიადგა, ეს ჩვენც ვართ. "ნანუკას შოუ" "პროფილისთვის" დიდი სტიმული იყო. თუ ჩვენ ბაზარზე ლიდერები ვიყავით, ეს "ნანუკას შოუს" დამსახურებაა. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც აღარ არსებობს გადაცემა, რომელიც ასე ძალიან გიყვარს - რა დიდი ტკივილია. იოლად შემიძლია ადამიანს მივუტევო, როდესაც შემიძლია საკუთარი თავი ჩავაყენო მის მდგომარეობაში. ღია ვარ ნებისმიერი ურთიერთობისთვის. მე გავაგრძლებ იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ და არავისთვის არასდროს ვყოფილვარ ბარიერი და ხელისშემშლელი. არც ახლა ვიქნები. ის ტკივილი, რაც ჩვენს ე.წ. კონკურენციას ახლდა, ძველ დროს გაჰყვება და ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებთ".
კატეგორია: ♥ პაპარაცი ● | ნანახია: 748 | დაამატა: elenikooo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-12-09 Spam
სიახლეე მომეწონა ყოჩაღ!)