მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ♥მზის უკანასკნელი სხივი♥
6:21 PM
♥მზის უკანასკნელი სხივი♥
გოგონას გრძელ ხვეულ თმებს ქარი ნაზად ელამუნებოდა, მისი ფეხის ტერფს ოკეანის მოტანილი ქაფიანი წყალი ფაქიზად ეხებოდა. გოგონა გასცქეროდა ზღვის ხედს, ტალღები ერთმანეთს ეხეტქებოდნენ, თითქოს რაღაც ვერ გაუყვიათ. ზღვა განრისხებული იყო, მისი მუქი ლურჯი ფერი გოგონას თვალებს მოგვაგონებდა, იმ თვალებს რომლიდანაც ცრემლები წამოვიდოდა და მლაშე ზღვის წყალს შეურთდა.
ცრემლები თანდათან გახშირდა, გოგონა ტიროდა ზღვა ბობოქრობდა.ნაბიჯი გადადგა, წყალი მას მუხლამდე წვდებოდა. მისი თეთრი კანის ფერი თანდათან გალურჯდა.
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა და უფრო ღრმად შევიდა ზღვაში, იგი ცხარე ცრემლებით ტიროდა ბობოქარი ზღვის ტალღამ მძლავრად დაარტყა გოგონას და უკან გადააგდო. გოგონა წამოდგა მისი სველი ხვეული თმის კულულებიდან წვეთებად ჩამოდიოდა ზღვის მლაშე წყალი და ისევ ზღვას უერთდებოდა, იგი ისევ განაგრძობდა გულისდამწველ ტირილს, გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, ლურჯი თვალებიდან სევდამ გამოანათა, მან შეავლო თვალი ზღვაში ჩამავალ მზეს, რომელის სხივები სულ უფრო და უფრო ნაკლებად წვდებოდა ნაპირს.
გოგონამ ამოიოხრა, თვალები დახუჭა, ზღვის ჰაერი ჩაისუნთქა.
გადადგა ნაბიჯი... მეორე... მესამე, მოუმატა ნაბიჯებს და ზღვისკენ მთელი ძალით გაიქცა. გადახტა, ზღვაც შეხვდა თითქოს ელოდაო. ზღვა და გოგონა ერთმანეთს შეერწყნენ. გოგონა თავის ბოლო ძალებით მიაპობდა აბობოქრებული ზღვის ტალღებს. მისი გულის ცემა თანდათან აჩქარდა, აჩქარდა და ბოლოს შეწყდა. შეწყდა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე, მისი სხეული ნელნელა უახლოვდებოდა ზღვის ფსკერს. მის ცხედარს მეზღვაურები ან მებადურნი აღმოაჩენენ და პოლიციას აცნობებენ. პიროვნების დადგენისას აღმოჩნდება, რომ გოგონა 19 წლის იყო, რისთვის მოიკლა თავი? თვითმკვლელობას ხო მიზეზი სჭირდება. უიმედო სიყვარული? ნუთუ.... ნუთუ ამან შეიწირა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა სიყვარულმა.
ეს გრძნობა ასეთი ძლიერი, მტანჯველი და საშიში ამავდროულად ლამაზი და მშვენიერიცაა. გრძნობები, გულის ცემა, ტანჯვა, მან იპოვა ამ ტანჯვისგან გამოსავალი, გოგონამ სიმშვდე ჰპოვა. ზღვაც დაწყნარდა, დამშვიდდა, გრძნობებისგან დაიცალა.










კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 693 | დაამატა: -MaRiaMi♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-03-02 Spam
3. mari   ( -MaaR♥[??????]

kide dade<3