მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » ივლისი » 14 » მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს !
3:39 PM
მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს !

♥ Germany 
დასრულდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი,
რომელსაც ბრაზილია მასპინძლობდა. დრამატულ ფინალში, 
სადაც ერთმანეთს არგენტინისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, 
გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა.
 
 
შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი დამატებით დროში, მარიო გიოტცე გახდა, რომელმაც ბუნდესტიმი 113-ე წუთზე წინ გაიყვანა. გერმანელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 წარმატებას მიაღწიეს! 24 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა - გერმანია უკვე მეოთხედ, მსოფლიო ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად, თანაც ბუნდესნაკრები მუნდიალების ისტორიაში პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.
 
 
მატჩს ოფიციალური ინფორმაციით 74738 ადამიანი ესწრებოდა. მისი დასრულების შემდეგ დამარცხებულ ნაკრებს ვერცხლის მედლები გადასცეს. მათ ასაღებად გამართული არგენტინელებისთვის გერმანელმა ფეხუბრთელებმა კორიდორი გააკეთეს რასაც სტადიონი ოვაციებით შეხვდა.მატჩის გმირად მარიო გიოტცე დასახელდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ბარსელონას" ვარსკვლავი - ლიონელ მესი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, უდიდესი წვლილი შეიტანა ნაკრების ფინალურ სტადიამდე მიყვანაში.
 
 
 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 785 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2014-07-15 Spam
არგენტინისკენ ვიყავი ,საერთოდ არ გამხარებია გერმანიის მოგება ,მაგრამ მის გულშემატკივრებს გილოცავთ.
საერთოდ ბრაზილიისკენ ვიყავი , რავიცი გერმანიას ვერ ვიტან და რა ვქნა .
მაგრამ გილოცავთ მის გულშემატკივრებს,გული კი დამწყდა <3