მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 11 » მოულოდნელი სიყვარული 3
5:27 PM
მოულოდნელი სიყვარული 3
ულ ყვული 3
იმედი მაქვს მოგწონებათ:**
გთხოვთ თქვენი აზრი 
დააფიქსიროთ კომენტარებში:**

ნიკა შემოვიდაა. ოთახში მარტო მე და ნინი ვიყავით, ჩვენსკენ გამოემართა.უცნაური გრძნობა დამეუფლა,გულმა უფრო სწრაფად დამიწყო ცემა,დარწმუნებეული ვარ ლოყების შემეფაკლა. თავი ჩავღუნე, კიდევ კარგი თმა მქონდა გაშლილი.ნიკა ნინის მიუახლოვდა,გადაკოცნა,არ გამკვირვებია ვიცოდი რომ იცნობდა;
-ნინ როგორ ხარ? 
-კარგად ნიკ შენ? 
-მეც ვარ რაა 
მერე მე გამომხედა.მანამდე ისე იქცეოდა თითქოს ვერც მამჩნევდა.ამაზრზენად შემათვალიერა,ვერ ვიტანდი როცა ასე მექცეოდნენ.მეც არანაკლებ ამზარზენად შევხედე და ცინიკურად გავუღიმე.მერე თვალი ამარიდა და ნინის კითხა: 
-ნინ,ჩემთან კლასში არ წამოხვალ? ყველა იქ ვართ, მაგრა გავერთობით,-ისე ლაპარაკობდა თითქოს მე იქ არც ვყოფილვარ, საშინლად გავბრაზდი,მთელ სხეულზე ბრაზისგან ცეცხლი მეკიდა.ნინიმ მე გამომხედა და მითხრა: 
-ან წამო წავიდეთ რაა, აქ რა ვაკეთოთ? 
-წამო რა ნინი დროზე(ნიკა)-ამ სიტყვებით კიდევ უფრო გამამწარა,არ მესმოდა ეს რაში სჩირდებოდა.მის გახარებას არ ვაპირებდა,ნინის მივუბრუნდი: 
-კაი, ნინ, წავიდეთ.მართლა აქ რა უნდა ვაკეთოთ. 
გიტარა ავიღეთ და დერეფანში გავედით.ნიკა წინ მიდიოდა,მე და ნინი უკან მივყვებოდით. ეს ბიჭი საშინლად მაღიზიანებდა,თან საშინლად მიზიდავდა.ფარულად ვათვალიერებდი, მეშინდოდა მის მონაცრისფრო თვალებში ჩახედვის,თუმცა ამის დიდი სურვილი მქონდა.მის უზადო სახეს ვათვალიერებდი,მაგრამ მისი საშინელი საქციელის გახსენებაზე ვხვდებოდი,სულაც არ იყო ისეთი ხასიათის ბიჭი,რომელსაც მე შევეწყობოდი. 
კლასში შევედით, ბევრი ბავშვები იყვნენ.ნინიმ სიმღერა დაიწყო,მეც ავყევი. კარგად გამოგვდიოდა,ყველას მოეწონა ჩვენი ნამღერი,კიდე უამრავი სიმღერა ვიმღერეთ.მშვენივრად გავერთეთ.იქ ყოფნის განმალობაში ნიკასკენ ერთხელაც არ გამიხედავს,არც სურვილი მქონდა.არ მინდოდა მის საქციელს ისევ გავემწარებინე. 
სახლში წასვლის დროც მოვიდა.ყველას დავემშვიდობე,უფრო სწორედ ყველას არა,მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო.15 ივნისს,15 წლის ვხდებოდი.კლუბში ვიხდიდი,ბევრი მეგობარი დავპატიჟე.იმედი მქონდა რომ კარგად გავერთობოდი. 
სახლში რომ მივედი,მაშინვე ჩემს ოთახში შევედი.საწოლზე დავეხეთქე და ფიქრი დავიწყე.ვანალიზებდი ყველაფერს რაც დღეს მოხდა.ვიხსენებდი ნიკას ყველა საქციელს და დასკვნაც მალე გამოვიტანე.ჩემი ასაკის გოგონებთან შედარებით,ყოველთვის უფრო ჭკვიანურად ვაზროვნებდი.არ ვიყავი ზოგიერთივით სულელი,დასკვნებსაც რომ სულელურს ღებულობდნენ.არასდროს არავის წინაშე თავს არ დავიმცირებდი,არც ხვეწნას დავუწყებდი ვინმეს და არც ვინმესგან ავიტანდი ისეთ საქციელს,როგორ ცინიკურადაც ნიკა მექცეოდა. 
დასკვნაც მალე გამოვიტანე,მიუხედავად იმისა რომ ნიკა ძალიან მიყვარდა და მინდოდა მასთან ურთიერთობა მქონოდა,არ ვაპირებდი თავი დამეტანჯა მასზე ფიქრით.ადამიანებს როგორც სწრაფად ვიყვარებდი,ასევე სწრაფად ვივიწყებდი როცა გულს მტკენდნენ.ეს ჩემი საუკეთესო თვისება დამევიწყებინა და მისთვის ტავი არ დამეტანჯა.მაგრამ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა.ამ ფიქრებში ჩამეძინა.დილით დედას ხმა გავიგონე: 
-ანა, დე გილოცავ,ჩემო საყვარელო,-დედამ შუბლზე მაკოცა,- ჩემი დიდი გოგო,მაგრამ ეხლა იქნებ ადგე,უკვე 10 საათია.კაბა გაქვს საყიდელი,თან მარი და ნინი გელოდებიან,-უეცრად გამახსენდა რომ ჩასაცმელი უნდა მეყიდა.გიჟივით წამოვხტი და ქვემოთ ჩავირბინე.გოგოები მდივანზე ისხდნენ და ნაყინს ჭამდნენ. 
-კიდევ კარგი გაიღვიძე თორე კაბა ჩვენ კი არ გვაქვს საყიდელი,-თქვა მარიმ და ჩაიცინა. 
-ხოო დროზე ჩაიცვი და ჩამოდი.ანი იცი ერთ ჩემ მეგობარს წამოსვლა უნდა და შეიძლება წამოვიყვანო,-ნინი მუდარით სავსე თვალებთ მიყურებდა,უარს როგორ ვეტყოდი: 
-კი,გოგო,მაგას რა კითხვა უნდა წამოიყვანე,-მერე მივედი ორივეს ჩავეხუტე,ვაკოცე, მაღლა ავირბინე უბრალოდ ჩავიცვი.დედას დედას მოვხევიე,დავემშვიდობე და გოგონებთან ერთად მაღაზიაში წავედი.წინ ბევრი საქმე მქონდა. 
უამრავი ტანსაცმელი გავიზომე და ბოლოს ერთ ტყვაის მოტკეცილ შავ კაბაზე შევჩერდი.რომ ჩავიცვი თითქოს ჩემ ტანზე იყო შეკერილი.ჩემს სხეულ გამოკვეთდა,საშინლად მიხდებოდა როგორ არ ვიყიდდი.კაბის შესაფერისი ტყავის ფეხსაცმელიც ვიყიდე,აქსესუარებიც ბლომად შევიძინე და სალონიკსენ გავემართე.თმა განსაკუთრებულად არ გამიკეთებია,გავიშალე და ბოლოებუ დავიხვიე. 
შინ რომ მივედი უკვე 6 საათი იყო,7-ზე კლუბში უნდა ვყოფილიყავი.სასწრაფოდ ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,რამაც კიდევ უფრო გამალამზა და ქვემოთ ჩავედი.ყველა გაოგნებული მიყურებდა.მართლაც მშვენივრად გამოვიყურებოდი. 
კლუბში რომ მივედი,უამრავი მეგობარი დამხვდა.ყველა მილოცავდა.ზოგი შურით მიყურებდა,ზოგსაც ახარებდა ჩემი ბედნიერება.ყველას თვალს ვჭრიდი.ბიჭები გარს მეხვეოდნენ.სიმართლე ვთქვა თაყვანიმცემლებს არ ვუჩიოდი,ბევრი მყავდა,უბრალოდ მე არავინ მომწონდა მათგან,მე მხოლოდ ის მიზიდავდა ვინცს ასე მტკენდა გულს,რა მოხდებოდა სანდრო რომ მყვარებოდა,ახლლა გვერდზე რომ მედგა და შესაშურ კომპანიონობას მიწევდა. 
-ანი დღეს ძააან ლამაზი ხარ,არა ისეც ლამაზი ხარ მაგრამ დღეს განსაკუთრებით,-გამეცინა 
-მადლობა სანდრო,-ლოყაზე ვაკოცე და მაგიდასთან წავედი.ვცდილობდი არც ერთი ჩემი თაყნაისმცემლისთვის არ დამეწყვიტა გული,არასდროს ვექცეოდი მათ ისე თითქოს მათზე რამით მეტი ვყოფილიყავი,როგორც ნიკა მექცეოდა.მთელი საღამო ნინის ვეზებდი ნეთა სად იყოო? და უეცრად თვალი მოვკარი,მშვენიერი ცისფერი კაბა ეცვა.მის უკან კი ის მოდიოდა..

დაამოწმა MaaRi♥Ian
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 740 | დაამატა: Forever | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-11 Spam
male gaagrdzeleee <33