მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » მოწყენილი ბავშვებო უკეთ სწავლობენ
3:02 PM
მოწყენილი ბავშვებო უკეთ სწავლობენ

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, მოწყენილი ბავშვები გაცილებით უფრო მახვილი გონებითა და ათვისების მიმართ უკეთესი უნარით გამოირჩევიან, ვიდრე მათი მხიარული თანატოლები. - ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა.

კვლევების დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აზრი იმის შესახებ, თითქოს მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვები უფრო წარმატებულნი არიან სწავლაში, არასწორია. მათ ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი სხვადასხვა წლოვანების ბავშვთა ჯგუფებზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მელანქოლიური, ანუ ხშირად მოწყენილ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლეები უფრო სწრაფად ხსნიან ამოცანებს, უკეთ ისრუტავენ ყოველგვარ ინფორმაციას და კონცენტრირებულნი არიან განსაზღვრული საგნების შესასწავლად. 

ამ ფაქტს ნევროლოგები შემდეგი მიზეზით ხსნიან: დადებითი ემოციები ხელს სულაც არ უწყობს გააუმჯობესოს ნეირონების მიერ ინფორმაციის შეთვისება. სამაგიეროდ მწუხარების შეგრძნება აგზავნის ტვინში სიგნალებს იმის შესახებ, რომ გარშემო (ანუ მისი მხედველობის არეში) ხდება რაღაც "არასწორი", ანუ საყურადღებო, რისკენაც ღირს ყურადღების მიპყრობა. ამ დროს აქტიურდება ტვინის უჯრედები, ხდება კონცენტრაცია დეტალებზე და იწყება მიღებული ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება.

ეს აღმოჩენა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვისათვის მხიარულად ყოფნა ცუდია. ასეთ ბავშვებს თავისი უპირატესობა აქვთ - მხიარულების გრძნობა ავითარებს მათში შემოქმედებით უნარებს. მაგრამ როცა სწავლაზე მიდგება საქმე, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ყურადღება მოიკრიბონ და შესასწავლ საგანზე მოახდინონ კონცენტრირება.
 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 716 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-01-05 Spam
kait ra bavshu r mowyenilia mie=zezi aq im ragacaze nerviulobs da goneba etisheba fu kait ra