მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 30 » მონიკა ბელუჩის განახლებული ბიოგრაფია
12:41 PM
მონიკა ბელუჩის განახლებული ბიოგრაფია
მონიკა ბელუჩი/monica bellucci
განახლებული ბიოგრაფია

მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი – პროფესიით მხატვარია.
13 წლის ასაკიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე.სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან მუშაობდა მოდელად Liceo Classico-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდ აიღო ხელი იურისტობაზე. 
1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა Dolce & Gabbana. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE.
2000 წლის შემდეგ ბელუჩის ფოტოსურათები დაიბეჭდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. 2003 წელს ბელუჩი პოპულარული ხდება ჟურნალში Maxim. ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო.სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად ბელუჩიმ კინემატოგრაფშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.
ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში. ეს იყო ლეგენდარული კინო – „დრაკულა", სადაც დრაკულას პატარძლის როლში მოგვევლინა. ბელუჩისთვის ეს იყო პირველი მნიშნველოვანი როლი კინოში. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა", სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ როლისთვის ბელუჩის მიენიჭა ევროპის პრესტიჟული ჯილდო სეზარი. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი". 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში.
1990-იანი წწ. იგი მეტად პოპულარული და მომთხოვნი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული და მეტად ცნობილი კინოფილმი „მალენა", სადაც გამოვლინდა ბელუჩის როგორც მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავის ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიან მისტიკური ფილმი „მგლის საძმო", სადაც ბელუჩისთან ერთად ითამაშა მისმა მეუღლემ ვენსან კასელმა. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა", რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე უხვშემოსავლიან ფილმად.
ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა", სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმეთ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ.
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები", სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი", „შაიტანი", „დახვრიტე ისინი", „უკან არ მოიხედო" და ა.შ. ბელუჩის კინოკარიერა დაახლოებით 20 წელიწადს ითვლის. სულ კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო დაახლ. 50-მდე კინოფილმში.
ამპლუა: დრამა, კომედია, თრილერი.


მონიკას სურათები 
image

ნანახია: 946 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-30 Spam
ვგიჟდებიი ამ ქალზეე ყველაზე მაგარი ქალიაა < 33 ♥