მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » miley cyrus-miles to go
7:09 PM
miley cyrus-miles to go
''ცხოვრება ოცნებებში''
მე არ ვმღერი და ვთამაშობ ჯილდოებისთვის. არ ამირჩევია ეს საქმიანობა ფულისთვის, მართალია დიდ მოგებას ვნახულობ, მაგრამ ეს ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს. სიმღერა და თამაში საიამოვნოა ჩემთვის. მიხარია როდესაც ხალხს ვახარებ სცენაზე და გადასაღებ მოედანზე დგომით. მთავარია გიყვარდეს შენი საქმიანობა და ყველაფერს შეძლებ. 
არაფერი ხდება შემთხვევით. როცა დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმე იყო, მამამ მას ტურიდან დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი რომელსაც ის გააჩენდა, გამორჩეული იქნებოდა თავისი ბედით. შემდეგ დაამატა: იცი რას ვფიქრობ, ეს ბავშვი იქნება Destiny Houp Cyrus (მაილის ფსევდონიმი). მამა ინტუიციით გამოირჩევა და მას ყველა ვენდობით. ამიტომ დედაჩემმა უპასუხა, სწორედ ეს იქნება ჩვენი გოგონას სახელი. მაგრამ როდესაც დავიბადე, მაშინვე შემარქვეს სახელი Smiley რომელიც შემდეგი Smiley-Miley საბოლოოდ კი მხოლოდ მაილი გახდა. უკვე აღარავინ არ მეძახის დესტინის და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩემი ოფიციალური სახელი მაილი გამხდარიყო.
  ხშირად მეკითხებიან, მწყინს თუ არა ბავშვობა გადასაღებ მოედანზე რომ გავატარე და გართობა ვერ მოვასწარი. საინტერესოა როგორ როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუ ''დისნეიში'' არ მივიდოდი. მჯერა, რომ ძალიან სასიამოვნოა იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა, მაგრამ მე ეს არასდროს გამომიცდია და ვერც გამოვცდი. ხანდახან არ მინდა ავდგე დილას 6 საათზე, რადგან სტუდიაში ვარ წასასვლელი. მინდა ძილი... ხანდახან გადასაღები მოედანი ციხედაც მეჩვენება, მაგრამ ძალიან მიხარია, როდესაც ჩემს ფილმს შემდეგ ტელევიზორში ბავშვებთან ერთად ვუყურებ, ან ჩემს დისკს საავადმყოფოში ავადმყოფ ბავშვს სჩუქნი. ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

 
იმედია მოგეწონათ!
უკომენტაროთ არ გავაგრძელებ!
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 651 | დაამატა: katia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-01-20 Spam
magariaaa.. gaagrdzeleee