მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » Hello December !!
3:44 PM
Hello December !!
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2014 წელი ლურჯი ხის ცხენის წელიწადია.
ცხენი-ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა იგი არის უმართავი, თავნება და ეგოისტი.
საკმაოდ არასტაბილურია, შეუძლია ადვილად შეიცვალოს პროფესია და სამუშაო ადგილი. უყვარს მოგზაურობა. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია და ფულის შოვნა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია.
ეს წელიწადი გვპირდება დინამიურობას.
ფერებია-ლურჯი(ცისფერი) და მწვანე.

ხენის ჩინური სახელია-მა( Ma).

არის მეშვიდე ნიშანი ჩინური ზოდიაქოსი.
დასავლური ზოდიაქოს მიხედვით შეესაბამება-ლომი, ხოლო ფერი-მწვანე.
ელემენტი-ცეცხლი.
პოლარობა-დადებითი.
წლის კოსმიური ელემენტია-ხე.
ცხენის წლის თილისმად ითვლება-ლურჯი ხის ცხენი.
ცხენი შემდეგი წლების სიმბოლოა: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026.

  

მალე შემოაბიჯებს ახალი 2014 წელი და კარგი იქნება თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ მას.
ცხენი ბუნებით მხიარულია, ოპტიმისტია და უყვარს სივრცე, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები და გართობა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი მიჯაჭვულია ოჯახზე, სახლზე და ამიტომ უმჯობესია ახალ წელს შეხვდეთ ოჯახურ, მხიარულ გარემოში.
ასევე არ დაგავიწყდეთ რაც შეიძლება მეტ ნაცნობ-მეგობრებს დაურეკოთ და მიულოცოთ ახალი წელი.

რა ჩავიცვათ ახალ წელს?

რაც შეეხება ჩასაცმელს, იგი უნდა იყოს დახვეწილი, უმჯობესია თუ იქნება ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის. ცხენს ძალიან უყვარს მარგალიტის ყელსაბამი, განსაკუთრებით კი შავი მარგალიტი. ხისგან დამზადებული გულსაკიდები კი თქვენს საახალწლო მორთულობას ელეგანტურობას შესძენს.
სუფრა განსაკუთრებულად უნდა იყოს გაწყობილი, რაგდან ცხენს უყვარს სისუფთავე და სილამაზე, უმჯობესია თუ თეთრი ხელსახოცებით გააფორმებთ სუფრას.
ასევე არ დაგავიწყდეთ სუფრაზე რაც შეიძლება ბევრი მწვანილი დადოთ. კარგი იქნება თუ კი ხის ჭურჭელს გამოიყენებთ და სახლსაც და ნაძვის ხესაც ხის სუვენირებით და სათამაშოებით მორთავთ.
ცხენს ძალიან უყვარს შვრია და ამიტომ შეგიძლიათ მაგიდაზე მას შვრიისგან დამზადებული პატარა თასით ფაფა დაახვედროთ.
ახალი წლის ღამეს ეცადეთ, რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ, რადგან ცხენს უყვარს მოძრაობა და სიჩქარე. მას უყვარს აქტიურობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.
  
დაიმახსოვრეთ, თუ ახალ წელს მოულოდნელი სტუმარი გესტუმრებათ(თუნდაც მას უბრალოდ შეეშალა კარი), შეიპატიჟეთ და აუცილებლად მიიწვიეთ მაგიდასთან და დაელოდეთ, ამ წელს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდება.
ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ დამდეგ 2014 წელს, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებთ.


ახლა კი იხილეთ საშობაო/საახალწლო ფოტოები, სიმღერები და ფილმები, რომლებიც, იმედი მაქვს, სადღესასწაულო განყობას შეგიქმნით

<<Home Alone>>_ეს არის არაჩვეულებრივი საოჯახო კომედია, რომლის ყურებას არასოდეს გვბეზრდება. მის გარეშე შობა-ახალი წელი ჩემთვის წარმოუდგენელია. შინაარსი ალბათ ყველამ იცით, ამიტომაც მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ  უბრალოდ კიდევ ერთხელ დატკბეთ მისი ყურებით...

 


While You Were Sleeping(1995)


1995 წლის შესანიშნავი მელოდრამა სანდრა ბალოკის, პიტერ ბოიოლისა და ბილ პულმანის მონაწილეობით. 

მოკლე აღწერა: სიმორცხვე ხელს უშლის ლუსის თავისი ოცნების მამაკაცი გაიცნოს, რომელსაც ყოველ დილით ხედავს. თუმცა, ბედისწერა მას შანს მისცემს და გოგონა მოვლენები ისე განვითარდება, რომ გოგონა უცნობს სიკვდილს გადაარჩენს. ლიუსის შანსი ეძლევა მუდამ მის გვერდით იყოს: გადარჩენილი პიტერი ახლა საავადმყოფოში წევს უგონო მდგომარეობაში. პიტერის ოჯახი ლიუსის შეცდომით მის საცოლედ ჩათვლის, და ის არც გადაარწმუნებს მათ ამაში...

 

How The Grinch Stole Christmas(2000)

 

ყველასთვის საყვარელი ფილმი, ჯიმ ქერის, ტეილორ მომსენისა და ქრისტინ ბარანსკის მონაწილეობით. 

მოკლე აღწერა: იყო და არა იყო ქალაქ კტოგრადში პატარა ადამიანი, რომელსაც ერქვა სახელად გრინჩი. ის იყო მწვანე და თმიანი, ის არავის უყვარდა. ერთხელაც გაბრაზდა გრინჩი კტოველებზე და წავიდა მარტოხელა მთაზე საცხოვრებლად. იჯდა იქ თავის გამოქვაბულში და მთელ სამყაროზე ბრაზდებოდა. ყველაზე ძალიან გრინჩს არ უყვარდა შობა...

    

New Years Eve (2011)


ფილმის გმირები იმ ქალაქის მაცხოვრებლები არიან "რომელსაც არასდროს სძინავს”. ახალი წლის წინა დღეს ნიუ-იორკი რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის ცხოვრებას ერთმანეთში გადახლართავს: მომაკვდავი მოხუცი საავადმყოფოში, მდივანი, რომელმაც გადაწყვიტა აისროლოს თავისი ოცნებები, საახალწლო შოუს პროდიუსერი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ახალი წელი…

 

Love Actually (2003)

 

სიყვარული სინამდვილეში ირგვლივ ყველას მართავს. ახალი უცოლო პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც მომენტალურად შეუყვარდა თავისი აპარატის თანამშრიმელი… საფრანგეთის სამხრეთზე გაქცეული, დამსხვრეული გულის აღსადგენად, მწერალი, რომელიც თავის სიყვარულს ტბაზე შეხვდა… გათხოვილი ქალიდან, რომელიც ეჭვობს, რომ მის მეუღლე მას ნელ-ნელა შორდება… ქალამდე, რომელიც ახალი დაქორწინებულია, რომელიც ქმრის საუკეტესო მეგობრის სიცივეს ღებულობს არასწორად… მოსწავლედან, რო მელიც სცდილობს აკრძალული გოგონას ყურადღების მიბყრობას… დაქვრივებულ მამაინაცვალამდე, რომელიც სცდილობს კონტაქტი დაამყაროს შვილთან, რომელსაც თურმე საერთოდ არ იცნობს… უიმედო სიყვარულით დატანჯული ახალგაზრდა ამერიკელი გოგოსგან, რომელმაც გადაწყვიტა არ გაუშვას თავისი შანსი ხელიდან თავის თანამშრომელთან, რომლის მიმართ მას უკვე დიდი ხანია ნაზი გრძნობები აქვს… ასაკში შესულ როკ-ვარსკვლავამდე, რომელიც მოულოდნელად შებყრობილი გრძნობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ის თავის კარიერის დაბნელებაზე სცდილობს კვლავ მიაღწიოს ყოფილი წარმატება… სიყვარულს ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში შემოაქვს ქაოსი. მათ რომანები ერთმანეთს ეჯახება, ირევა და პიკს აღწევს შობის წინა საღამოს – ისევ და ისევ თავიდან – რასაც რომანტიკული და მხიარული მოვლენები მოყვება.

 










































კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 1156 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-12-05 Spam
Kargi Siaxlea ♥