მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 14 » მარტოსულობა
6:46 PM
მარტოსულობა

 

მარტოსულობა დავახველე.გრძნობები ისევ გავაშიშვლე და გავცივდი.უკვე მერამდენედ დავსნეულდი ამ წელს.

arte, tumblr, and libertad image

მცივანა სხეულს საკუთარი მკლავები მოვახურე და ფოთლებს მოვაშრიალებ.უმზეო ღრუბელთა სიმძიმეს ვუყურებ.ნიავს ცუდი სუნი უდის.ეს რა ხმაა ? ვიღაცის სუსტი გულის ძგერა მესმის.უცნაურია,მაგრამ ვგრძნობ ამ ფეთქვასა და ინტერვალებში ამოყოლებულ სევდას.გზაზე არავინ მოჩანს.აჰ,კვლავ ჩემი გული ყოფილა.სხეულს მკლავები გავხადე და მიწამდე ჩამოვუშვი.ისევ მარტოსულობა დავახველე.მძიმედ მოვაბიჯებ.წარმოვიდგინე,ჩემმა ეგომ თოკი მომაბა და მექაჩება,რომ გზა სწრაფად გავიარო და გამეცინა.სასაცილო შესახედია.ისეა,თითქოს უაზრო ნივთებით დატვირთულ ყუთს ექაჩებოდეს.მოვდივარ,ჰო.ცოტა მაცადე. შავ ღრუბლებს ვუყურებ და წვიმის წამოსვლას ველოდები.ჯანდაბა!ისევ ვიღაცას დავეჯახე.მავიწყდება,რომ ჰორიზონტალურად უნდა ვიყურო და თავის ვერტიკალურად აქეთ-იქეთ ქნევას უნდა მოვეშვა.ამ დაპატარავებულს,გაყინულსა და შეშინებულს ბოდიში მოვუხადე.როგორი…ეს ხომ…მგონი მე მგავს.დარწმუნებული არ ვარ,რომ მე ვარ.მგონი საკუთარ თავს შევეჯახე.ვიღაცამ დააცემინა.

art, purple, and pastel image

ჰორიზონტალურად ვიყურები.წვიმა არ მოდის.ნიავი ნელ-ნელა ქარად მომევლინა.აჰ,ხომ ვთქვი,ამ ნიავს ცუდი სუნი უდისთქო.ეს ამბავი არ მომწონს.საერთოდაც ქარი არ მიყვარს.ჯანდაბა!ძალიან ძლიერი ქარია.როგორმე სახლამდე უნდა მივაღწიო.ხელებით სახეს ვიცავ,მაგრამ არ გამომდის.ხეს მოვეჭიდე.ნგრევის ხმაა.პანიკაში არ უნდა ჩავვარდე! პანიკაში არ უნდა ჩავვარდე! ვგრძნობ,როგორ გლეჯს გრიგალი ხეს მიწიდან.სათითო ფესვის ამოგლეჯას ვგრძნობ.ერთი…ორი…სამი…შვიდი…მივფრინავ.ჩემთან ერთად დაფრინავენ ხეები,ნანგრევები,ჩამსხვრეული ფანჯრები,გატეხილი ქოთნები და ფესვმოგლეჯილი მცენარეები.ვითიშები…

 .quotes, world, and tired image

 ეს რა იყო?!ოჰ,ისევ საკუთარ თავში დავკარგულვარ.მერამდენედ…როდის დამთავრდება? როდის დამთავრდება?! როდის დამთავრდება! ალბათ არასდროს.ვიღაცამ დააცემინა.

 

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 960 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-03-19
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz