მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » ♡მაპატიე,რომ დაგცინე<3
6:06 PM
♡მაპატიე,რომ დაგცინე<3
 ჩანახატი სიყვარულზე 
 იმედია მოგეწონებათ 
    


მაპატიე,რომ დაგცინე,როცა პირველად გაგიღიმე და შენ სიწითლემ დაგკრა სახეზე..მაშინ მივხვდი,რომ შენთვის უბრალო ბიჭი არ ვარ..მაპატიე,რომ დაგცინე პატარა ხართქო..იცი როგორ გამიხარდა?გაამიხარდა,რომ ვიპოვე უმანკო გოგო..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა ცდილობდი თვალი აგერიდებინა ჩემთვის..მე მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავი..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა მითხარი ჯერ არავინ მყვარებიაო..რა ბედნიერი ვიყავი მაშინ..რადგან მე გავხდი შენს გულში პირველობის ღირსი..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა მოგიახლოვდი და ვიგრძენი შენი ძლიერი თრთოლვა..მე მაშინ მივხვდი,თუ რას ნიშნავს წრფელი გრძნობები..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი დაკარგე,თვალები აგიცრემლიანდა და ამაოდ ცდილობდი არ შემემჩნია..მე მაშინ ვიპოვე შენს სულში ღმერთი..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა პირველად ჩაგეხუტე და შენ იდექი გაუნძრევლად,დაბნეული,აღელვებული..მაპატიე,რომ დაგცინე,როცა პირველად შევეხე შენს ღვთაებრივ ტუჩებს,შენ გაიქეცი,შემდეგ მობრუნდი,ისევ მაკოცე და.......და მას შემდეგ აღარ მოსულხარ!
ახლა არ ვიცი სად ხარ,ვისთან ხარ..რისთვის მოხვედი ჩემს ცხოვრებაში..რამდენჯერ ვცადე გადაყვარება,მაგრამ პირიქით კვლავ
შემიყვარდი..არ ვიცი რატომ წახვედი ჩემგან..იქნებ დაცინცა მოგბეზრდა ჩემი..არა ეს არ თქვა ძვირფასო არა..! ეს,ხომ იქნება შეცდომა დიდი..მე შენ მიყვარდი,მიყვარდი ძლიერ..
ყოველი დილა იწყება შენით..რატომ დამტოვე ლამაზო ძალით.შენი უმანკო სახის ნაკვთები,მე არ მინახავს მას შემდეგ თვალით..ყოველი ღამე მთავრდება შენით..ვცდილობ დავხატო შენი სახება,მაგრამ ვხვდები,რომ ეს სილამაზე ღმერთს შეუქმნია ჩემს
სატანჯველად..
მითხარი როგორ ჩავაქრო სევდა,როგორ გაგაგდო ჩემი გულიდან..თუკი შენ წასვლა შეძელი ჩემგან მე რად არ შემწევს ამის უნარი!!

ვცდილობ დარდები ჩავახშო ბოთლში,მაგრამ რომ დავლევ გრძნობა მძაფრდება და ეს მაგიჟებს......!!! მე მენატრები ისე ძლიერად,ვიცი რომ მალე ეს გამაგიჟებს..მინდა შევიგრძნო შენი სურნელი..მინდა შევეხო შენს ლამაზ სახეს..ასეა თურმე..ლამაზი ქალი ყოველთვის ეშხით დაგიგებს მაზეს..
ყველაზე მეტად იცი რა მტანჯავს?ვიცი რომ მართლა ძლიერ გიყვარდი..წასვლის მიზეზს კი ვერ ვხვდები ვერა..იქნებ გრცხვენია რომ შენ მაკოცე..შენ ოღონდ მოდი,მე არ დაგცინებ..მე შენში ვპოვე ჩემი არსება და არ მაქვს ძალა,რომ მიგატოვო..მე ვერ დავუთმობ იმ თითებს ვერვის,რომელსაც ნაზად მისვამდი თმაში..ვიცი ვერასდროს ვერ გამცვლი სხვაში..
მას შემდეგ ოცი გავიდა წელი,მე კი შენს პასუხს უაზროდ ველი..უკვე ჭაღარამ იმატა თმაში..ვიცი,რომ შენში დავტოვე კვალი..უკვე შენ გქვია ზრდასრული ქალი..ალბათ არც გახსოვს ის ცელქი ბიჭი,რომელიც მუდამ შენ დაგცინოდა..ალბათ ბეჭედიც აღარ გაღელვებს,რომელიც სადღაც დაკარგე მაშინ..მე კვლავ მარტო ვარ ჩემო ლამაზო.და იმედი მაქვს რომ მაინც გნახავ..თუკი ვერ გნახავ მე ზუსტად ვიცი,რომ ყვავილებით ჩემს სასაფლაოს შენ დაამშვენებ უმანკო ცრემლით..მე გავიხარებ ზეცაში მაინც,რომ მოიხადე შენ შენი ვალი..მე სიამაყით დავხუჭავ თვალებს..შენ ჩემთვის გერქვა ოცნების ქალი...... !

კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 819 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-09-14 Spam
:(((( magari iyo