მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 20 » მაიკლ ჯექსონის სახლის მოწყობილობა 700 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა
6:36 PM
მაიკლ ჯექსონის სახლის მოწყობილობა 700 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა
Julien's აუქციონის სახლმა ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის სახლის ავეჯისა და ნივთების გაყიდვით  700 ათას დოლარზე მეტი მიიღო. 

ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი ადელსტინა ნორმანის სურათი "მეთევზეების სოფელია", რომელიც 46,875 ათას დოლარად გაიყიდა. საბავშვო მხატვრის, კარლ იოხან ნოიმანის სურათი  კი 40,625 ათას დოლარად გასხვისდა.  

ვიქტორიანული ეპოქის ფორტეპიანო 9,6 ათას დოლარად, ხოლო საძინებელი ოთახის კარადა, რომლის სარკეზეც მომღერალმა ფრაზა - "ივარჯიშე და გახდი სრულყოფილი" - წააწერა, 18,750 ათას დოლარად გაიყიდა. 

კარადა ჯექსონის საძინებელ ოთახში იდგა. საძინებელი იყო ის ადგილი, სადაც თავად მომღერლის გარდა, ხელი შესვლა არავის შეეძლო. "აქ იგი თავს მშვიდად გრძნობდა", - აღნიშნა მარტინ ნოლანის აუქციონის სახლის დირექტორმა. 

აუქციონზე გამოტანილი იყო თითქმის ყველა ის ნივთი, რომელსაც მაიკლ ჯექსონი სახლში ინახავდა.

შეგახსენებთ, რომ პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი, 2009 წლის 25 ივნისს, 51 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესში, გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, მიურეიმ მუსიკოსს მედიკამენტ "პროპოფოლის" გადამეტებული დოზა მისცა, რომელმაც, სხვა დამამშვიდებელ პრეპარატებთან ურთიერთქმედებით, მომღერლის სიკვდილი გამოიწვია.

ნაფიცმა მსაჯულებმა 58 წლის მიურეი ჯექსონის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავად ცნეს. სემ მიურეი, რომელიც არ უარყოფს, რომ მომღერალს "პროპოფოლის" მცირე დოზას აძლევდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

wyaro:ambebi.ge

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 702 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-04-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz