მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [13]
8:30 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [13]
......


Sorty AboyT Love Or A Love Story.
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For
So Stay Away From Me, I Love Making People Cry!
[13]

  



Don't come into my life if you plan on leaving too.


______________________
წინა თავი:




Love? It's A Big Shit, What I'm Scared For
So Stay Away From Me, I Love Making People Cry!
[13]
__________
საქციელებზე ვატყობდი საუბრის წამოწყება უნდოდა და წამებს ვითვლიდი როდის გადადებდა მობილურს გვერდით და ჩემთვის არასასიამოვნო საუბარს წამოიწყებდა.
ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს მოვემზადე... უკვე ვხვდებოდი რა იქნებოდა მისი პირველი სიტყვები და არც შევმცდარვარ.
- დიდხანს უნდა ვიყოთ ასე? - ისე ავნერვიულდი ცოტაც და მეგონა გული წამივიდოდა.
- როგორ? - ვითომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მხრები ავწიე.
- ისე თითქოს საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს... 
- შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის! - ყალბად გავუღიმე და თვალი ავარიდე.
- მოდი ერთხელ და სამუდამოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ორივეს გვაწუხებს! - ცოტახანში მითხრა და ჩემს წინ დაჯდა.
- მე არაფერი არ მაწუხებს! - ჩამეცინა და თვალი გავაყოლე.
- მორჩი ასე ლაპარაკს! არც მე არ ვარ დიდად გახარებული შენი აქ ყოფნით! - მშვიდად და აგდებულად მითხრა.
- გისმენთ! - გავუღიმე და ფეხეფეხზე გადავდიდე.
- არაფერს არ გეკითხები... არაფრის მიზეზი არ მაინტერესებს! უბრალოდ მუ იქცევი ისე თითქოს რამე დაგიშავე! - თითქოს გამაფრთხილა - თუ არ მოგწონს აქ ყოფნა, მე არსად წასვლას არ ვაპირებ! ბევრჯერ მითქვამს და გეტყვი, რომ აქედან მხოლოდ შენ წახვალ... თუ ვინმე იქნება წასასვლელი! - ცოტახანი გაჩუმდა და უბრალოდ მიყურებდა - კიდევ ერთხელ თუ დააპირებ ასე სადმე წასვლას, ღამით... იცოდე მე აღარ დავიწყებ შენს ძებნას!
გამეცინა და თავი გავაქნიე.
- კარგი იქნება თუ არ მიპოვნი როცა არც ვარ დაკარგული! კარგი იქნება თუ მართლა შეასრულებ შენს სიტყვას! დარჩი სახლში და... კელის მოესიყვარულე! 
- რადგან ამ თემამდე შენთვითონ მიხვედი, არ მოგატყებ და მაინტერესებს... ლუკასი და შენ ერთად ხართ?
- ამას შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს! - წარბი ავუწიე და გამომწვევად გავუღიმე, ისე ვიქცეოდი თითქოს ჯასტინი არ მაინტერესებდა... შინაგანად კი თანდათან უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი.
- ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად! თან გუშინ მხოლოდ შენ და ლუკასი იყავით ერთად... 
- მორჩი ამაზე ლაპარაკს!
ცოტახანში წამოდგა.
- მე უბრალოდ მინდოდა მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ რადგან არ გინდა! შენი ნებაა! 
მკვლელის სახით მიყურებდა, მე კი მოღუშული სახით ვუყურებდი და საშინელად მინდოდა გაცინება... ეს ახლა, მარიასთან როცა დავბრუნდი კი ცრემლებად ვიქეცი და სიმწრისაგან სიცილიც დავიწყე! 
როცა დავმშვიდდი ოთახიდან გამოვედი, პირველი სართულიდან ბავშვების ხმა მესმოდა, განსაკუთრებით კი ლუკასის.
ნელი ნაბიჯებით, შეუმჩნევლათ ჩავუყევი კიბეებს და  მათგან მოშორებით დავდექი.
ცოტახანი ჩუმათ ვუყურებდი ლუკასს, მეთვითონაც არ ვიცი რატომ... გუშინდელის შემდეგ, ცოტა უხერხულად ვგრძნობდი მასთან თავს.
- როგორ ხართ? - მხიარულად მივედი მათთან.
ყველა ერთად მომესალმა და მეც მათ შევუერთდი.
ცოტახნაში ლუკასმა მანიშნა გავსულიყავით, ჯერ ის ავიდა მეორე სართულზე და ცოტახანში მეც ავყევი.
უხერხულად გამიღიმა და ჩემს წინ დაგდა, თავიდან ვუსმენდი, ბოდიშს მიხდიდა გუშინდელისთვის.
შემდეგ კი თვალი მასზე გამიშტერდა და ჩემს ფიქრებში წავედი.
არეულ ფიწრებში, ფიქრებში რომელშიც ვფიქრობდი რაზე მეფიქრა!
ლუკასი სწრაფად ლაპარაკობდა, მე კი მისი ხმა არ მესმოდა. 
- ლუკას! - უეცრად გავაჩუმე და მისი ხელებს რომლებსაც საუბარს აყოლებდა ხელი მოვკიდე. - დამეხმარე! - თვალებში დაჟინებით ვუყურებდი და ერთი სული მქონდა როდის ამოიღებდა ხმას.
- დაგეხმარო? - გაიკვირვა და წარბები შეკრა.
- დამეხმარო დავივიწყო ჯასტინი! - ქვევიდან ვუყურებდი და ოდნავ ვუღიმოდი.
გაშეშებული იდგა, უნდოდა ხმა ამოეღო, მაგრამ ვხვდებოდი რომ წინადადებას ვერ ალაგებდა... ან რა უნდა ეთქვა? 
- ვერაფერს დაგპირდები... But, if you don't try... you'll never know! - გავუღიმე ისე თითქოს იმდეით ვიყავი სავსე, სინამდვილეში კი არანაირი იმედი აღარ მქონდა იმის, რომ ჯასტინს დავივიწყებდი!
მისმა ღიმილმა გამომაფხიზლა, ძლიერად ჩამეხუტა და ოდანავ ამწია.
სანამ ბავშვები წავიდოდნენ ყვეალფერი კარგად იყო, მათი წასვლის შემდეგ კი მარიამ ლამის მცემა!
კარგად გამომლანძღა და ისიც დააყოლა, რომ ეცდებოდა ჯასტინი მუდმივად ახლოს ყოფილიყო ჩემთან.
მას აღარ ვუსმენდი, თან მეცინებოდა... მაგრამ რა ამციენბდა?! 
გულის სიღრმეში ლუკასსთან ყოფნა მიხაროდა, ახლა ის მაინც არის ბედნიერი!
სანამ დავიძინებდი თავში პატარა ტაილერი ამომიტივტივდა, ახლა მათთან მისვლა, უფროსწორად კლარას ნახვის თავი არ მქონდა... ტაილერი კი აუცილებლად უნდა ვნახო! დავპირდი და თან მენატრება!
დილით მარიასთან ერთად გვაედი სახლიდან, ის სკოლაში ეავიდა მე კი ტაილერის სკოლაში წავედი.
ბავშვები ერთმანეთში ირეოდნენ და საშინელი ხმაური იყო, ყველა ერთად ლაპარაკობდა.
ზუსტად ვიცოდი სად ჩერდებოდა სკოლის ავტობუსი და რა გზით მოდიოდა ტაილერი სკოლამდე.
ბავშვებს გვერდით მივუჯექი, პატარა გოგონები მე მიყურებდნენ... შეიძლება მიცნებს კიდეც, ტაილერს გამწარებული ვეძებდი და აი ისიც გამოჩნდა.
უნებურად გამეღიმა და მისკენ წავედი, საკმარისი იყო მისთვის ერთხელ დაძახება, ჩემსკენ შემობრუნდა და მთელი ძალით გამოიქცა.
ძლიერად ჩამეხუტა და სწარაფად ლაპარაკი დაიწყო, მომღიმარე სახით ვუსმენდი.
- შენთან წამიყვანე რა... არ მინდა სკოლაში! - უცებ აბუზღუნდა.
თავიდან უარზე ვიყაბი, მაგრამ რატომაც არა?! ტაილერი ბედნიერებისაგან ბოლო ხმაზე ყვიროდა და ირგვლივ ყველა ჩევნ გვიყურებდა.
პირველ რიგში ლუკასთან მივედით, მისი გაღვიძება ტაილერს მივანდე და მანაც არ დამაღალატა.
- შენ სად გინდა წასვლა? - მიუბრუნდა ლუკასი ტაილერს, როცა მე და ლუაკსმა ვერ გადავწყვიტეთ რა გაგვეკეთებინა.
- ჯასტინთან წავიდეთ! - დაფიქრდა და ბედნიერმა წამოიყვირა, ლუკასს ღიმილი სახეზე შეახმა და უკამყოფილო სახით მოშორდა ტაილერს.
- არა... სხვა რამე მოიფიქრე... - დაბნეულმა ვთვქი.
- შენ და ჯასტინი ერთად აღარ ხართ? ახლა ლუკასთან ერთად ხარ? მერე რა... წავდეით ჯასტინთან! - სწრაფად მიაყოლა ერთმანეთს და ხან მე მიყურებდა ხან ლუკასს.
- ჯასტინთან სხვა დროს წავიდეთ, ახლა სხვაგან... - მშვიდად უთხრა ლუკასმა.
ტაილერის ჭკუაზე დავდიოდთი და სადაც მას უნდოდა იქ მივდიოდით.
დღე მართლა მხიარულად გავატარეთ, შემდეგ დანარჩენებს კოლაც დაუმთავრდათ და ერთად შევიკრიბეთ.
ყველამ ერთად აიტეხა ჩაზთან და რაიანთან წავიდეთო, უკვე ვხვდებოდი მარიას ყავდა დარიგებული ყველა.
უნდა გენახათ რა ბედნიერი იყო პატარა ტაილერი, ერთი სული ჰქონდა როდის გადმოვიდოდა მანქანიდან და ჯასტინს ნახავდა.
მარიაზე გაბრაზებული ვიყავი, ჯასტინის ნახვა არ მინდოდა... მაგრამ ტაილერის საქციელებზე შეუძლებელი იყო არ გაგეცინა. პატარა ტაილერმა, დიდ ტაილერს დაუწყო ჩხუბი რომ მისი სახელი ერქვა, დიდი ტაილერიც მას აჰყვა და როლებში ისე შეიჭრა დაავვიწყდა, რომ პატარა ბავშვი იყო.
სიცლისაგან გაბრუებულები გადმოვედით მანქანიდან.
სწორედ ამ დროს მოვიდა კელი და ჩვენ დანახვაზე თითქოს უკმაყოფილო სახე მიღო, კარი ჯასტინმა გააღო... კელი მისკენ მიიწია, მაგრამ უცებ მათ შორის პატარა ტაილერი აღმოჩნდა და ჯასტინს მთელი ძალით მოეხვია. კელის უკმაყოფილო სახეზე სიცილს ძლივს ვიკავებდი. უცებ ხელი მომკიდა ლუკასმა, ტკივილისაგან და მოულოდნელობისაგან შევხტი, როცა ლუკასი დავინახე დამნაშავე ბავშვივით ავარიდე თვალი.
ტაილერი ჯასტინს აღარ შორდებოდა, ჩვენც შევედით სახლში.
ყველანი მისაღებში მოვთავსდით.
- დღეს არსად არ მივდივართ? - იკითხა ფრედომ.
- მე არა, ტაილერს ხომ არ წამოვიყვან? თქვენ თუ გინდათ წადით...
- არა რა... დღეს არა! - უკმაყოფილოდ თქვა დიდმა ტაილერმა -  ხვალ წავიდეთ!..
- კარგი მაშინ ცოტახანში ზევით ამოდით და ფილმს ვუყუროთ... მე მოვამზადებ! - სწრაფად  თქვა და მეორე სართულზე ავიდა.
- რას აკეთებ? - ხელი გამკრა ლუკასმა.
- არაფერს... - გვერდულად გავხედე.
- ეგრე ნუ უყურებ ჭიქას, არ შეუყვარდე! - სიცილით მითხრა რაიანმა და ჭიქა გამომართვა, რომელსაც "მკველის" თვალებით დაჟინებული ვუყურებდი.
- რა ნახე ამაში ასეთი? - გაიცინა და მე გამომხედა.
- არაფერი, უბრალოდ დიდი საიმობნებით გავტეხდი! - მომღიმარე სახით ჩავილაპრაკე.
- მართალია, ნერვებს ამშვიდებს! - თქვა და ჭიქას ხელი გაუშვა, მისი ნამსხვრევები მთელ ოთახში ეყარა, ჩვენ კი სულელებივით ვიჯექით და ვიცინოდით.
- ამოდით! - ფრედოს ყვირილმა ყველა გაგვაჩუმა.
ნელა ავდექით ყველა, რადგან ნამსხვრევები ყველგან იყო.
ფილმის ყურება დიდად არ მინდოდა, მაგრამ ჩუმათ ვიჯექი... 
ეს ფილმის უამრავჯერ მქონდა ნანხი ფრედოს ხელში, რაინს, ჩაზსაც და ჯასტინსაც დაზეპირებული ჰქონდათ, რადგან ფრედოს საყავრელი ფილმია!
ბოდიში მოვიხადე და სამზარეულოში ჩამოვედი, სახლი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ სამზარეულოში ენთო შუქი.
იკმაყოფილოდ დავჯექი სკამზე... ვერც წარმოიდგენ რა საშინელი შეგრძნებაა როცა ადამიანი რომელიც გიყვარს გვერდით გიზის... მაგრამ არ შეგიძლია შეეხო... მას სხვა ეხება, სხვა უღიმის და სხვის გაღიმებაზე უბრწყინდება თვალები! შენ კი ის გიღიმის ვინც არ გიყავარს...თუმცა შენც უღიმი, ყალბი ღიმილი ხომ ასე ადვილია!
კარებში ვიღაცის გამოსახულებას ვხედავდი, მაგრამ ვერ ვარჩევდი.
არ გამკვირვებია,  მან ხომ ასე იცის გამოჩენა... მარტო ყოფნას არ გაცდის!
თვალი ავაყოლე ჯასტინს და ყალბად გავუღიმე, ჩაიცინა და გვერდი ამიარა.
გული საშინლად ამიჩქარდა, მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ არ მინდოდა მის წინაშე დამარცხება.
- ხომ გინდოდა გაგეტეხა? - ჩემს წინ დადგა, ხელში ჭიქა ეჭირა.
ქვევიდან ავხედე, შემდეგ ჭიქას შევხედე და ჩამეცინა.
- შენი საყვარელი ჭიქა! მე ეს არ მინდოდა... - გავუღიმე. შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ჯასტინს საყარელი ჭიქა აქვს... მომღერლების ხელნაწერებით გაფორმებული. 
- კარგია, რომ გახსოვს! ვიცი, ეს ის არ არის... მაგრამ გატეხე! - ხელი მომკიდა და წამომაყენა.
- გავტხეო? - გამეცინა.
ჭიქა გამომიწოდა, არ გამოვართვი და ამიტომ თვითონ დამაჭერინა.
- თუ გატეხ დავიჯერებ, რომ არ გიყვარვარ! - სერიოზულად დაიწყო საუბარი.
- ჯასტინ, მორჩი სისულელეებს! - გამეცინა.
- არა, არ ვხუმრობ! რას გთხოვ ასეთს? ძალიან ადვილად გთხოვ დამტკიცებას!
- არ ვაპირებ, ვინმეს რამე დავუმტკიცო!
- ვინმეს? მითუმეტეს თუ ვინმეს! გაუშვი ხელი! - მიუხედავად იმისა, რომ არ ყვიროდა მეგონა, რომ ყვიროდა. - გაუშვი ხელი! - კიდევ ერთხელ მითხრა და კიდევ ერთხელ მეგონა, რომ მიყვირა.
არ ვიცი როგორ გავბედე, უბრალოდ ჩავთვალე რომ ეს უბრალოდ სისულელე იყო.
ჭიქას ხელი გავუშვი და თვალები უნებურად დამეხუჭა.
ველოდი როდის დაიმსხვრებოდა, მაგრამ უბრალოდ მხოლოდ დაცემის ჩუმი ხმა გავიგე.
თვალები გავახილე და ნელა დავხედე. მთელი ეგდო, თითქოს არც არაფერი, უბრალოდ მეტლახზე ეგდო.
ჯასტინს ნელა ავხედე.
- არ გაგიტეხია! - გამიღიმა.
- შენ მითხარი, რომ ხელი გამეშვა და მეც გავუშვი! - ანერვიულებულმა ვუთხარი, ცოტახანში დავიხარე და ჭიქა ჯასტინს მივაწოდე.
- ახლა შენ! გატეხე და დაამტკიცე, რომ არღარ მოგწონვარ! - მეგონა ჭიაქს მაგიდაზე დადებდა, ჩაიცინებდა რამე საშინელებას მეტყოდა და ოთახიდან გავიდოდა! ჩაიცინა, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჭიქა ნამსხვრევებად იქცა.
ჯასტინისთვის თვალი არ მომიშორებია, მისი გატეხვის ხმაზე თვალები ამიცრემლიანდა, ცრემლებმა ჩემი სახე დაასველა.
ჯასტინი გაშეშებული მიყურებდა, მეც მას ვუყურებდი.
ცრემლები ნელა მოვიწმინდე და ზურგი ვაქციე.
- ისე ნუ იქცევი თითქოს მე გაქციე ზურგი! - მისმა ხმამ საშინელად დამაბნია. - ეს შენ არ მპასუხობდი და არც მირეკავდი! - ამ ჯერად ყვირილამდე ცოტა აკლდა.
სწრაფად შევხედე, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.
- შეიძლება არ მომწონდე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადმამიანი! მე შენი თავი მაქვს დაფიცებული, რომ რაც არ უნდა მითხრა მაინც დაგეხმარები! 
მძიმედ დავიწყე სუნთქვა, ცოტაც და საშინელი ტირილი ამიტყდებოდა.
- მემგონი სიტყვები აგერია ოდრი, მე ბევრი მომწონს! მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს! - ხმას დაუწია და ყველანაირი ემოციის გარეშე დატოვა ოთახი.
ცრემლები  შევიკავე, დავმშვიდდი და ისევ ზევით დავბრუნდი.
პატარა ტაილერი ცალკე იჯდა, მასთან მივედი ჩასძინებია, ძელირად ჩავეხუტე და კალთაში ჩავისვი.
ამის მერე არაფერი მახსოვს და როგორც ჩანს ჩამეძინა, არამარტო მე როცა გამეღვიძა ყველას იატაკზე ეძინა. დღეს შაბათია და არავის არასად არ ეჩქარება!
სკოლაზე ტაილერი გამახსენდა და რომ ვერ დავინახე, სწრაფად წამოვდექი.
პირველ სართულზე ჯასტინთან ერთად იჯდა და ტელევიზორს უყრუებდა, მათ სიცილზე გამეღიმა და უკან დავბრუნდი.
საუზმისთვის ყველანი შევიკრიბეთ, სუფრა მე და მარიამ გავშალეთ, ჩაზიც გვეხმარბეოდა... კელი კი კედელთან იდგა და გვიყურებდა.
- შენ რატომ არ ეხმარები? - მასთან მივიდა პატარა ტაილერი.
არაფერი უთქვამს დახედა და თვალები გადაატრიალა.
- Bitch! - ცოტახანში უთხრა ტაილერმა, გამოთქმით და ხმამაღლა.
ყვენაი გავშეშდით და გავჩუმდით, ყველა ტაილერს ვუყურებდით.
გაოცებული უყურებდა კელი და უნდოდა მისთვის ეყვირა, მაგრამ იცოდა ჯასტინი ეჩხუბებოდა!
თანდათან ყველას სიცილი აგვიტყდა, ტაილერი კი კმაყოფილი სახით გვიყურებდა.
საუზმის შემდეგ ტაილერი კლარასთან მივიყვანეთ.
ჩვენ დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, თუმცა ჯასტინი და ჩაზი ჩვენთან წამოვიდნენ... მარიამ ხო გადაწყვიტა ჩემი ცოხვრების განადგურება!
- შეიძლება? მარიას მშობლებთან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ! - ოთახში ჯასტინი შემოვიდა.
- კი... მაგრა... უნდა გამოვიცვალო!
- მიდი მერე!.. - გამიღიმა და საწოლზე წამოწვა.
ჩუმათ ვუყურებდი, როგორ მინდოდა ახლა აქ არ ყოფილიყო ან აქ ყოფილიყო, მაგრამ ისე როგორც ადრე! შემეძლოს ისე მოვექცე როგორც მე მინდა!
- კარგი... - ჩუმათ ჩავილაპრაკე და ტანსაცმლის არშევა დავიწყე.
ტანსაცმელი მოვამზადე.

აბაზანაში მარია იყო და კიდევ დიდხანს არ გამოვიდოდა, ჯასტინი კი აქ... ვითომც არაფერი მაისური გავიხადე და მომზადებულ ჩავიცვი.
ვერავინ ვერ დამაჯრებს, რომ ახლა ჯასტინი მე არ მიყურებდა!
მართალია ზურგით ვიდექი, მაგრამ მის დაჟიენბულ მზერას ვგრძნობდი.
- არ გეწყინოს, მაგრამ ლუკასთან არ იღლები?.. ძალიან მოსაწყენია! - მოულოდნელად მითხრა.
- და შენ არ გრცხვენია, რომ პატარა ბავშვიც კი ხვდება კელის რა სახელი შეესაბამისება? - წარბი ავუწიე და გავუღიმე.
ჯასტინმა გაიცინა და წამოჯდა.
- He's Crazy! - გამომხედა - Like You! - წამოდგა და ოთახში უაზროთ სიარული დაიწყო.
- არც ნორმალურები ამტკიცებენ რაღაც-რაღაცეებს ჭიქის გატეხვით! - სარკიდან ვუყურებდი.
- მაშინ არც უნდა გეტირა! - ჩაიცინა და ჩემთან მოვიდა.
მომღიმარე სახით ავხედე არაფერი მითქვამს.
- სახლში რატომ არ მიდიხარ? - არ ვიცოდი რა მეთქვა და უაზრო კითვა დავუსვი.
დაიკუზა, ამ კერად ზევიდან ვუყურებდი, სკამს რომელზეც მე ვიჯექი ხელი მოკიდა და ჩემს ნივთებს ათვარიელებდა.
- არ ვიცი... მეზარება! - გამიღიმა და თვალი ჩემზე შეაჩერა.
- სად მივდივართ დღეს? - ისევ მე ვეცადე სიტუაციის გამოსწორება.
- ამ კითხვებით თავს ვერ დაიძვრენ! - გაიცინა და წამოდგა.
- არა, უბრალოდ მაინტერესებს!
- კარგი, წამოდი! 
- არა...სად? - თვალი გავაყოლე.
- სადაც მივდივართ! ჩვენ ადრე მივიდეთ! ჩაზი და ფრედო უკვე იქ არიან ნუ გეშინია მარტო ჩემთან არ მოიწევს ყოფნა! - გაიცინა და ოთახიდან გავიდა.
უკმაყოფილო სახით წამოვდექი და უკან გავყევი.
სანამ დანარჩენები მოვიდნენ, ჩვენ უკვე მთვრალები ვიყავით... საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ასე შემეძლო ჯასტინის მიმართ გრძნობის დამალვა.
ყველაფერი კარგად იყო სანამ თავის ტკივილი არ დამეწყო, ლუაკს და მარიას ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვნახე.
გარეთ გამოვედი, სიმშვიდე იყო და ხმამაღალი მუსიკა თავს აქ არ მტეკნდა. 
ტკვილმა გამიარა და უკან დავბრუნდი, მინდოდა მეთქვა ლუკასისთვის რომ სახლში მივიოდი, რადგან არ ენერვიულა.
- ჩაზ ლუკასი არ გინახავს? 
- არა! რა იყო?
- უთხარი თუ ნახავ, რომ სახლში მივდივარ!
- და რატომ?
- ისე, ცოტა ცუდად ვარ...
- კარგი! - ბოლო ხმაზე იყვირა და ცეკვა გააგრძელა.
ტაქსი გავაჩერე და სახლში დავბრუნდი.
არაფრის თავი არ მქონდა, მაშინვე საწოლზე წამოვწექი.
ლუკასი მირეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი, დარწმუნებული ვარ ჩაზმა უკვე უთხრა რაც სათქმელი იყო!
- ოდრი! შენთან არიან! - მარიას დედას ხმა გავიგე, უკმაყოფილოდ ნელა წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავედი.
კარებში ჯასტინი დამხვდა, მის დანახვაზე ჩამეცინა და კედელს მივეყრდენი.
- აქ რა გინდა?
- შეიძლება?
- გააჩნია რისთვის მოხვედი...
- შენთვის! - საყვარლად გაიღიმა და სახლში შემოვიდა.
- ლუკასი სახლშია... - მშვიდად მითხრა და უცნაურად შემომხედა.
- მადლობა, რომ მითხარი! 
ჩემს წინ იდგა, ჩემი გული ეს ეს იყო ვეღარ გაუძლებდა ამდენს.
- I just nreed somebody to love...real love! - ცრემლნარევი ხმით ჩავილაპარაკე.


ბოდიში ბავშვებო უნდა წავიდე და ვეღარ ვასწრებ მეტს:((
კომენატრები დაწერეთ და ვეცდებო ხვალვე დავდო! :*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 887 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-04-25 Spam
like