მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 9 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![12]
11:17 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![12]
არც ორი კვირა და არც ერთი თვე, არც ორი თვე... და არც ჯასტინი!
ჩემი ცოხვრება თანდათან შავ-თეთრიდან მხოლოდ შავში გადადიოდა!
თუმცა დღევანდელი დღე შეიძლება იმედი ბოლო წევთი იყოს!
არ მინდა უაზრო და ერთფეროვანი დღეებით თავი მოგაბეზროთ, საქმე არაფერი მქონდა და სახლში ყოფნა სოფისთან ნამვილად არ მინდოდა, დედას სახლში არმივდიოდი არც დედასთან ყოფნა მინდოდა და არც მის ახალ ქმართან!
ამიტომ მთელი დღეს ქუჩაში ხეტიალში ვატარებდი ან სანაპიროზე.
ყველა მნცობდა, ფოტოებსაც იღებდნენ ჩემთან, მაგრამ როგორც ჩანს მათ ჯერ არ იცოდნენ ჩემსა და ჯასტინის შესახებ.
არც არაფერი მომხდარა, მაგრამ მასთან იმდენი ხანია არ მილაპარაკია არ არის აუცილებელი იმის თქმა რომ დავშორდი, ჩემს გარეშეც კარგად იცის მან ეს.
მაგრამ არა, ნუ გგონიათ, რომ არ მიყვარს! არ მენატრება! მასზე მეტად ახლა არავინ მჭირდება! მაგრამ... ჩვენს შორის არაფერი არ გამოდის, ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს! 
არც ის მინდა რომ მე დავიტანჯო და არც ის! 
 ამას ტანჯვა ქვია, მაგრამ მირჩევნია მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდეს ეს ვიდრე მთელი ცხოვრება!
მაგრამ რომ შემეძლოს არც ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, ისე წავიდოდი მასთან.
რაც შეეხება დანარჩენებს მათთან კონტაქტი მაქვს, განსაკუთრებით ტაილერთან და რათქმაუნდა მარიასთან.
აქ კი, მაქსი... მოჩვენებასავით შეიძლება უცებ ჩემთან გაჩნდეს და შემდეგ გაქრეს.
ერთადერთი დღე როდისაც დავფიქრდი, იქნებ ჯასტინთან დამერეკა მისი დაბადების დღე იყო, მაგრამ მასთან ამდენი ხანი არ მქონია კონტაქტი და ვამჯობინე არც ახლა დამერეკა მისთვის.
რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ვილაპრაკებ მასზე, მის გარდა არვიზე და არაფერზე ვფიქრობ! ხანდახან მგონია რომ ეს ეს არის ოთახში შემოვა. ხანდახან ვიღვიძებ და მგონია, რომ მის ოთახში ვარ და ჩემს გვერდით წევს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ანათებს მზე, რამდნნაირი ფერებითაა მორთული ქუჩები, ჩემთვის ყველაფერი შავ-თეთრია.
არაფერი არ არის ირგვლივ, ალბად აგხსოვთ როგორ ვხედავდი ადრე ადამიანებს, ახლა კი არანაირი მნიშვნელობა არ არვს იქნებიან თუ არა ისინი ჩემს გვერდით.
დღევანდელი დღე იმედის ბოლო წვეთი, რატომ?
დღეს მე და მაქსი ჩემს საყვარელ ადგილას წავედით, უფრო სწორდ იყო საყვარელი ადგილი.
სანაპიროს წვეულება, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გამეღიმა გულით.
მაქსი ბედნიერი თვალებით მიყურებდა, ხელი მომკიდა და საცეკვაოდ წამიყვანა.
- მოგწონს აქაურობა? - ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ მისი ხმა გაეგო.
თითქოს ჩემი გაღიმების შემდეგ მეთვითონ გამიჩნდა იმედი, რომ შემეძლო შემეცვალა ყველაფერი, ან რატომ არა?! სწორედ ამაში ვიგულისხმე იმედის ბოლო წვეთი, მისი გაზრდა ყოველთვის შეიძლება.
მთავარია მოინდომო და მხოლოდ ოცნებებს და იმედს არ ენდო.
- აქ კიდევ ვიღაც არის! - ყურში ჩამყვირა მაქსმა და შემაბრუნა, ჩემს წინ მომღიმარე ლუკასი იდგა.

თავიდან დაბნეული ვიდექი, შემდეგ ჩემკსენ წამოვიდა გამეღიმა და მოვეხვიე.
- რატომ არ ჩამოხვედი ლოს-ანჯელესში? - ვკითხე და ხელი გავუშვი.
- პრობლემებს გიქმნიდი შენს შეყვარებულთან, ახლა კი არამგონი არა?
- ხო, ახლა ნამდვილად არა! - გავუღიმე.
- გავისეორნოთ და ვილაპრაკოთ. - თავი დავუქნიე და უკან გავევი, მაქსს თვალებით ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა.
- შენ რომ არ ურეკავ გასაგებია, მაგრამ ისიც არ გირეკავს?
- კი... თავიდან ორივე მუდმივად იმას ვცდილობდით, რომ ყოველ წამს გველაპარაკა! მერე მე აღარ ვპასუხბობდი მის ზარებს...ალბად ისიც მიხვდა რომ ასეთ ურთიერთობას აზრი არ აქვს და მემგონი ორივე სწორად ვფიქრობთ! 
- სიმართლეს გეტყვი! არ მომწონდა ჯასტინი! მაგრამ მოდი სხვა რამეზე ვილაპრაკოთ, მაგალითად რას აპირებ აქ?
- აქ არაფერს არ ვაპირებ! მაგრამ დედაჩემი არსად არ მიშვებს!
- როდის აქეთ უჯერებ? - გაიცინა.
- რომ წავიდე რითი ვიცხოვრო, არაფერი არ მაქვს... ადრე მამა მეხმარებოდა ყველგან და ყოველთვის! ახლა კი... 
- მარია და დანარჩენები?
- მაგაზე ვიფიქრე, მაგრამ ლოს-ანჯელესში ჯასტინია! მე კი მისი დავიწყება მინდა!
- ისევ გიყვარს?
- ახლა ისე მიყვარს როგორც არასდროს! მინდა დავივიწყო, მაგრამ იმედნად მენატრება უფროფაუფრო მიყვარდება! - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
- ხო... მაშინ მე და შენ წავიდეთ! 
- სად?
- არ ვიცი, შენ გადაწყვიტე!
- ერთადერთი ადგილი სადაც წასვლა მინდოდა ლოს-ანჯელესი იყო, მაგრამ...
- ნუთუ ჯასტინის გამო მიატოვებ შენს მეგობრებს?!
- ჯასტინი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ლუკას!
- ვიცი, მაგრამ დაივიწყე!
გავჩუმდი, კარგად დავფიქრდი... ლოს-ანჯელესი და ჯასტინი?! მაინც და მაინც ჯასტინი?! ლოს-ანჯელესი ჯასტინს გარდაც ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის...მაგრამ რა ვქნა?! რა გავაკეთო, რომ ასე მიყვარს?! მინდა მასთან ყოფნა! 
- ჯერ დედაჩემს უნდა ვუთხრა! - ცოტახნაში ვუთხარი და თვალი ავარიდე.
პირველად სოფის ვუთხარი, შემდეგ დედაჩემს და მის ქმარს, რომელიც საშინლად მაღიზიანებდა.
მე და დედამ ვიჩხუბეთ, ის უარზე იყო... მაგრამ ბოლოს სოფიმ დაითანხმა, რას არ იზამდა თავიდან რომ მოვეშორებინე.
დედას სახლში აღარ დავბრუნებულვარ, ჩემი ნივთები ჩავალაგე და დროებით ლუკასთან გადავედი, სანამ ყველაფერს მოაგვარებდა. ამასობაში მაქსიც დაბრუნდა პარიზში.
როგორც ყოველთვის არავის არ დავმშვიდობებივარ, აეროპორტში ფეხები მიკანკალებდა, საშინალდ ვნერიულობდი... იქ ჩასვლა არ მინდოდა, მაგრამ თან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა ჩავსულიყავი და მენახა ჯასტინი!
ახლა კი გეტყვით, რატომ მომიწევს ჯასტინის ნახვა!
პირველი, ჩაზს, რაიანს და ფრედოს ისედაც ვეკონტაქტები და ახლა მითუმეტეს როცა ჩავალ ვნახავ მათ! ახლა მეორე, მარია მათთან მეგობრობს და ისინი თითმის ყოველ დღე მასთან არიან, ასევე ჯასტინიც! და მესამე, მე მარიასთან უნდა დავრჩე!
ეს და კდიევ უამრავი სხვა მიზეზი, რომლის ჩამოთვლასაც ახლა არ ვაპირებ.
ლოს-ანჯელესს ზვიდან თვითმფრინავის ფანრჯებიდან ვუყურებდი და თანდათან უფრო და უფრო მიჩქარდებოდა გული.
თუმცა ბევრად უფრო კარგად ვგრძნობდი თავს ვიდრე ფლორიდაში, ყველაფერი ფერადი იყო, ლამაზ ფერებში შესრულებულ ნახატს გავდა აქაურობა, მხიარულ ფერებში, რომელსაც მხიარული მუსიკა ედო თითქოს ფონად.
მომღიმარე სახით გავხედე ლუკასს, ისიც მიღიმოდა.
- შენ ჩემოდნები აიღე! მე მარია უნდა ვნახო! - სწრაფად ვუთხარი ლუკასს და პასუხს არც დავლოდებულვარ ისე წავედი მარიას მოსაძებნად.
ყველა ჩვენ გვიყურებდა ისე ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ყველას ხმას ფარავდა ჩვენი ხმა.
ვერც მოვასწარი უკან შებრუნება, მარიას ვერც მოვშორდი, რომ ვიღაცა უკნიდან მეცა და მე და მარია იატაკზე აღმოვჩნდით. თმა გადავიწიე და ტაილერი რომ დავინახე სასწაული სიჩქარით ავდექი და ჩავეხუტე.
პარკერი თბილად ჩამეხუტა, მალე ლუკასიც მოვიდა და ვინც არ იცნობდა გავაცანი.
ტაილერი და ლუკასი კარგად იცნობენ ერთმანეთს, პარკერიც მათ შეუერთდა და ჭორიკანა გოგოებივით არ ჩუმდებოდნენ.
მე და მარია უკან მივყვებოდით.
- შენ ვერც წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ აქ რომ ხარ! - მთელი ძალით ჩამეხუტა.
- სხვა დროს მარტო აღარ წავალ, ან შენც წამოხვალ ან არადა აქ დავრჩები! - მეც ჩავეხუტე.
- ახლა მომიყევი ყველაფერი!
- უკვე ყველაფერი მოგიყევი, რაც მოსაყოლი იყო... შენ მომიყევი!
- არა მოიცა, ლუკასი! მითხარი რა ხდება?
- არაფერი! - გამეცინა.
- ვის ატყუებ?! ისეთი თვალებით გიყურებს ლამისაა ბედნიერებისაგან ფრთები გაშალოს! 
- I belive i can fly! - ხელები გავშალე ვითომ ჩიტი ვიყავი.
- მე არ ვხუმრობ! - სერიოზულად შემომხედა - ახლავე მითხარი ყველაფერი!
- მოკლედ... ადრე რომ მომწონდა ეგ შენც იცი! მერე უბრალოდ მეგობარი იყო, ახლაც მეგობარია, მაგრამ... ცოტა, ცოტა ისევ მომოწნს! - დავსერიოზულდი.
- ცოტა, ცოტა ყველას მოეწონება ისეთია! - გაიცინა. - და... ის?
- ვინ ის?
- ჯასტინი... - ჩუმათ მითხრა, თითოქს ჯასტინი აქ ყოფილიყოს.
- ისევ მიყვარს, ოღონდ იმაზე ბევრად უფრო ვიდრე მიყვარდა! სიყვარულის ბოლო მწვერვალამდე! - ისე ვთქვი, ჰაერი აღარ მყოფნიდა.
- ოდრი! - გამაჩერა.
- ხო...
- რაღაც უნდა გითხრა!
- რა მოხდა?
- ჯასტინი მოკლედ... იმის მერე რაც შენ აღარ პასუხობდი ზარებს, არც ურეკავდი... ძალიან ცუდად იყო... მერე, მერე კელი ისევ ჩამოვიდა...და მოკლედ... ერთად არიან! ბოდიში, ვიცი უნდა მეთქვა! მაგრამ!... 
- არა! არა! მე ის უნდა დავივიწყო! - თავდაჯერბულმა ვუთხარი. მაგრამ შინაგანად მეგონა, რომ რაღაც მჭამდა, თითქოს ვიშლებოდი... საშინელი გრძნობა დამეუფლა, უკან მივყვებოდი მარიას. ნელი ნაბიჯებით და ვფიქრობდი უკან დაბრუნება ხომ არ ღირდა?! მაგრამ არა! დაივიწყებ! დაივიწყებ! აუცლებად ყველაფერი დამთავრება! იქნებ მართლაც ვერ ნახო!.. ყვეალფერი კარგად იქნება!
- ჰეი! დროზე! - ტაილერმა ხელი დაგვიქნია და ჩვენც სწრაფი ნაბიჯებით წავედით მათკენ.
- ასე გავაკეთოთ, ოდრი ჩემთან დარჩება... ლუკასი კი შენთან პარკერ! - მარიამ ერთი სიტყვით დაალაგა ყველაფერი და ჩვენც დავთანხმდით.
არ ვიცი ამდენი რა დაგვიგროვდა მე და მარიას სალაპარაკო, მაგრამ ენა არ გაგვიჩერებია მთელი ღამე!
უკვე თენდებოდა რომ ჩაგვეძინა.
დილით მისმა მათვიძარამ გამაღვიძა, მარია სკოლაში მიდოდა.
მეც ავდექი, სასაუზმოთ ერთად ჩავედით.
მისმა მშობლოებმა არ იცოდნენ, რომ მე სკოლაში არ დავდიოდი.
- შენ რას იზამ? - უკვე სკოლასთან ვიყავით.
- მე... ლუკას ვნახავ!
- კარგი, ისე მერე რაიანი, ჩაზი და ფრედოც ვნახოთ! - თავი დავუქნიე, მარია სწრაფად შევიდა შენობაში.
მე კი ლუკასთან წავედი, უფრო სწორად პარკერთან.
- შენ რატომ არ ხარ სკოლაში? - კარი პარკერმა გამიღო.
- მეორე გაკვეთილზე მივალ! - კარი მიხურა და მე გამომყვა.
- ლუკასი სად არის?
- ჯერ ძინავს, არ გააღვიძო!
- რადგან შენ იტყვი! - მეორე სართულე სწრაფად ავედი და ლუკასის ოთახში შევედი.
- ადექი რა! - როგორც იქნა გავაღვიძე, ახლა ადგომას ვეხვეწებოდი.
- რა დაგიშავე ოდრი? - ჩაიცინა და ზურგი მაქცია.
- სადმე წავიდეთ...გავისეირნოთ! გთხოვ! მიდი! - რათქმაუნდა ასე ადვილად არ დავანებებდი თავს! როგორც იქნა ადგა, პარკერთან ერთად გავედით, ჯერ სკოლამდე მივყევით და შემდეგ ჩვენ გზას დავადექით.
- რას აკეთებ? - კაფეში ხალხს ვაკვირდებოდი და შემდეგ მათ პატარა ფურცელზე ფანქრით ვხატავდი, ყურსასმენები მეკეთა და ამ სამყაროს სრულიად მოწყვეტილი ვიყავი, რომ უცებ ლუკასმა ხელი სახის წინ ჩამიქნია.
- არაფერს... - თავი არ ამიწვია, თვალებით ავხედე.
- რას უსმენ? - წვენი მოსვა.
- შენ არ მოგეწონება...
- მერე რა, მითხარი! - გაიცინა.
- Don't Cry... Guns n' Roses.
- რატომ გგონია რომ არ მომეწონება?
- ბევრს არ მოსწონს...
- მე მომწონს! 
- მეც, როცა ამ სიმღერას ვუსმენ... ამ სიტყვებს ვემორჩილები და ტირილს ვწყვეტ!
- დავიმახსოვრებ და ამ სიმღერას მომავალში გამოვიყენებ, თუმცა იმედია არ დამჭირდება! - გაიცინა.
- ლუკას... რატომ ხარ აქ? ჩემთან? - სიჩუმე საკმაოდ დიდხანს იკავებდა ჩვენს შორის ადგილს, შემდეგ კი ეს შეკითხვა გამიჩნდა და არც დავფიქრებულვარ ისე ვკითხე.
ნელა შემომხედა, გამიღიმა და ჩუმათ მითხრა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
- ამბობენ, რომ ამას სიყვარული ჰქვია!.. - ვერც წარმოიდგენთ ეს სიტყვები როგორ არ მესიამოვნა, მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს ძველმა ოდრიმ ამით გაიხარა... აი იმ ოდრიმ, სკოლის მერე რომ ნახულობდა ლუკას, თავი მეგობრებთან ერთად, ასევე მოლისთან ერთად რომელიც ჩემი მეგობარი და ლუკასის შეყვარებული იყო. და ყველაფერის მიუხედავად მაინც მიყვარდა ლუკასი.
- ლუკას... იცი, ახლა მე მხოლოდ ერთი ადამიანი მიყვარს... - აღარ გამაგრძელებინა, თავი გააქნია და გამაჩუმა.
- მეც ვიცი! ვიცი! კარგად ვიცი, მაგრამ ეს არ უშლის იმას ხელს რომ მე შენ მიყავრდე!
- ვიცი... არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, ცოტა დაბნეული ვარ!
- სწორედ ამიტომ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ... ჯობია სიმართლე იცოდე! ახლა კი, მოდი ისე მოვიქცეთ ვითომც არაფერი... კარგი?
- როგორც ყოველთვის, როგორც ყველგან და როგორც ყველა გრძნობას, არა? - ჩამეცინა და ცივი თვალებით შევხედე.
- ხო, ასეა! - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
- იცი შენი პრობლემა რა არის?! ყველაფერის მიუხედავად ხალხს აძლევ უფლებას შენი ცხოვრება და შენ შეგცვალონ! - მკაცრად მითხრა, როცა შეამჩნია ჩემში ნაღველი.
- მე მინდა შეცვლა! - სწრაფად ვუთხარი.
- რატომ?! გინდა ყველასნაირი იყო?! 
- ლუკას მე რასაც ვაკეთებდი ეს კარგი იყო?! მე აღარ ვარ და არც არასდროს ვიქნები ის ადამიანი! მადლობა მეგობრობისთვის, მადლობა სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის საერთოდ! მაგრამ... ახლა უნდ ამიმიღო ისეთი როგორც ახლა ვარ და არა ისეთი როგორიც ვიყავი, გთხოვ ნუ ეცდები ჩემს წარსულში დაბრუნებას!.. 
ხმა აღარ ამოუღია, აღარც მე დამიმატებია რამე.
დიდხანს ვიჯექით ამ კაფეში ასე უხმოდ, უკვე ხუთი ხდებოდა რომ წამოვედით, ისიც იმიტომ რომ მარიამ დამირეკა სკოლასთან მოდითო.
ვცდილობდი ლუკასი გამემხიარულებინა, ისიც იღიმოდა, მაგრამ რამდენად გულრწფელად ვერ გეტყვით.
სკოლასთან მალევე მივედით, შორიდანვე ვხედავდი მარიას რომელიც ხელებს ისე იქნევდა თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ყოფილიყო დაკარგული.
ორივეს გაგვეცინა და მისკენ წავედით.
- სწრაფად ჩაჯექით მანქანაში გველოდებიან! - პარკერის მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
- სად მივდივართ? ან ვინ გველოდება? - იკითხა ლუკასმა.
- ერთი ბარია, საღამოდ კარი party იქნება! მანამდე კი რაღა დარჩა, უკვე ექვსის ნახევარია! მხიარულად თქვა მარიამ და მანქანაში ჩაჯდა.
- ვინ გველოდება? - კიდევ ერთხელ იკითხა ლუკასმა.
- ჩაზი, ფრედო და რაიანი კიდევ ჩვენი კლასელები, ნუ შენი ყოფილი კლასელები, ოდრი... მერე კიდევ მოვლენ ვიღაცეები... და ალბათ ჯასტინიც მოვა, კელიც! - ბოლოს ნელა მიაყოლა და ჩემს სახეს აკვირდებოდა. მე კი უკასის სახეს ვაკვირდებოდი, მაგრამ არც ერთს არაფერი არ შეგვიმჩნევია.
ცოტახნაში კი კარგად დავფიქრდი რა შეიძლებოდა დამმართნოდა ჯასტინის დანახვისას, თან კელისთან! 
მაშინვე გამიფუჭდა ხასიათი, თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.
პარკერი როგორ ყოველთვის გიჟივთ ატარებდა მანქანას, ამიტომ რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულ ადგილას ვიყავით.
მანქანიდან ყველანი ერთად გადმოვედით, თუმცა მე უკან მივყვებოდი ყველას.
- მარია, ერთი წუთი წამომყვები? - უხმოდ დამთანხმდა და საჭირო ოთახში გამომყვა.
- რა მოხდა? - კარი მიხურა და ხელებ გადაჯვარედინებული დადგა ჩემს წინ.
- ცუდად ვარ! - ანერვიულებულმა ვუთხარი და სახე მოღუშული მივეყუდე კედელს.
- მოდი იცი რა, თუ ჯასტინი გიყვარს მის დავიწყებას ნუ ეცდები! - გაბრაზებულმა მითხრა.
- არა მარია, არა! უნდა დავივიწყო!
- კარგი, მაშინ გეტყვი, რომ შენ ამაში პროფესიონალი ხარ, გრძნობების დამალვა ყველაზე კარგად შეგიძლია! ამიტომ მორჩი ნევიულობას! - კარი გააღო და სწრაფად გავიდა.
მეც უკმაყოფილოდ მოვშორდი კედელს და უკან გავყევი.
შეძახილებით შემხვდნენ, ყველა ჩემთან მოვიდა და მეხუტებოდა, მეც მენატრებოდა ისინი მაგრამ ახლა ჯასტინის გარდა არაფერი მაინტერესებდა.
რაიანი, ჩაზი და ფრედო ერთად მეხუტებოდნენ, არა მახრჩობდნენ ან მსგავსი რამე, მათთ გვაედით ყოფნა იმდენად მიხაროდა ვერაფერს გამოვხატავდი.
რაც შეეხება ჯასტინს, როც მაგიდას მივუჯექი ისიც ჩვენს გვერდით იჯდა. ერთად ვიჯექით მე, პარკერი, ლუკასი, მარია, ჩაზი, ტაილერი, რაიანი, ფრედო, ჯასტინი და კელი... ვიჯექით, ან უფრო ერთმანეთს ვაჯექით!
თავლი ნელა ავაყოლე და მივესალმე, მან ყალბად გამიღიმა და თვალი ამარიდა.
- გამარჯობა, ოდრი! - ისევ და ისევ, ძალით დაწვრილებული ხმით მითხრა.
ახლა მე გავიმეორე ჯასტინის რეაქცია მისალმებაზე, უბრალოდ ყალბად გავუღიმე და თვალი ავარიდე.
თუმცა რაზე ვლაპარაკობ, შინაგანად განადგურებული ვიყავი... ჩემს წინ იჯდა, არც მიყურებდა თითქოს აქ არც ვყოფილიყავი. მის გვერდით კი, კელი...არა მის ადგილად მე უნდა ვყოფილიყავი... მაგრამ არა! დაივიწყებ! დაივიწყებ!
საღამო ძალით ღიმილში გავატარე, სანამ კარგად არ დავთვერი!
ამის შემდეგ აღარ მახსოვას არაფერი და არავინ!
არავინ არ იყო იქ ჩემზე მთვრალი, სასმელი ყველა გრძნობის გაბათილებაში მეხმარებოდა!
უცერად მივხვდი რომ უკვე სახლში ვიყავი, ძალიან ნელა მახსენდებოდა ყველაფერი და თანდათან უფროდაუფრო ცუდად ვხდებოდი, ვიღაცის შეხება ვიგრძენი სხეულზე, ცოტახანში სრულიად გამოვფიზლდი და მივხვდი რომ ჩემს წინ ლუკასი იდგა.
ნელა მეფერებოდა სახეზე, თანდათან ჩემსკენ მოდიოდა და იღიმოდა.
ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, მაკოცა, ვერც მოვასწარი აგაზრება!
ნელა მოვშორდი და გახშირბეულად დავიწყე სუნთქვა.

ხელი მის მკერს მივადე და უკან გავწიე.
- მაპატიე,ლუკას! - ჩუმათ ვუთხარი და ოთახიდნა ისე სწრაგად გამოვედი ვერც დამეწია, მისი ყვირილის ხმა მესმოდა მაგრამ არ ვუსმენდი.
ტაქსი გავაჩერე და წავედი სანაპიროზე, რომელიც არც ისე შორს იყო.
ეს ადგილი ძირითადად ცარიელია, აქ პირველად ჯასტინმა მომიყვანა.
მის გარდა არაფერი არ მაინტერესებს! საშინელად გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე, მაგრამ თან ვამართლებდი ჩემს თავს, ის უნდა დავივიწყო!
უნდა დავივიწყო!
რამდენიმე საათის შემდეგ ტირილი შემვწყვიტე, უკვე თენდებოდა.
მზე ნელა ამოდიოდა და ეს ოკენეში ისე ჩანდა, თითოქს ცაზე უზარმაზარი წითელი ლაქა გაჩენილიყოს.
ვცდილობდი არაფერზე არ მეფიქრა, მაგრამ ჯასტინი უნებურად იჭრებოდა ჩემს ფიქრებში.
წამოვდექი და სანაპიროს ჩავუყევი, სანამ სიარულით არ დავიღალე არ გავჩერებულვარ. 
თითქოს წარსული თვალ წინ დამიდგა და უკან გავიხედე, თითქოს ჯასტინს ველოდი ისე როგორც ადრე.
მეგონა, მეჩვენებოდა, შემდეგ კი მივხვდი ის მართლა იდგა პატარა კლიდს თავზე.
ნიავი თმას უჩეჩავდა და თვალებს ნელ-ნელა ხუჭავდა.
სწრაფად გამოვიხდე, თითქოს ვერც დავინახე.
- არ შემამჩნიო! - ჩემთვის ჩავილაპარაკე და გზა ნელი ნაბიჯებით გავნაგრძე, როგორ მინდოდა უკან გამეხედა მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი.
ცოტახანში ჰორიზონტზე ტაილერი გამოჩნდა, სწრაფად მოვიდა ჩემთან და ძლიერად ჩამეხუტა.
- სად იყავი?! რატომ წამოხვედი?! - გაბრაზებულმა მითხრა და თვალებში ჩამხედა - იცი როგორ ვინერვიულეთ?!
- როგორ მიპოვნეთ? - ჩუმათ ვკითხე.
- არ ვიცი, ჯასტინმა გიპოვნა... - დაუფიქრებლად თქვა და შემდეგ თვალებ გაფართოვებულმა დახარა თავი.
- შემდეგში იცოდეთ, რომ არასად არ წავალ... უბრალოდ მჭირდება მარტო ყოფნა! - ცოტახანში მკაცარად ვუთხარი.
ჯასტინმა მოპოვნა... კარგი იქნებოდა არ ვეპოვნე, იქნებ დავკარგულიყავი! 
საერთოდ რა სულელი ვარ, რა მინდოდა ლოს-ანჯელესში?! რა მინდა აქ?!
მეგონა ჯასტინს აღარ ვნახავდი, მაგრამ ჯასტინის მანქანით დავბრუნდით სახლში.
საღამოს კი მათთან მივედით მე და მარია.
ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მარია ისე მეჩხუბა აღარფერი მითქვამს.
შემდეგ როგორც ჩანს მოილაპარაკერს ჩაზმა და მარიამ და მე და ჯასტინი მარტოები დაგვტოვეს!
როგორ მინდოდა ახლა გავქცეულიყავი, გულში მუდმივად იმას ვიმეორებდი რომ ხმა არ ამოეღო! მაგრამ რათ გინდა...

დააკომენატრეთ:*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 962 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-04-11 Spam
maleeeeeeeeeeeeeeeeee happy umagresia <3