მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ლეგენდა სისხლიან მერიზე
10:15 PM
ლეგენდა სისხლიან მერიზე
ლეგენდა სისხლიან მერიზე...

Bloody Mary იგივე სისხლიანი მერი, ბევრი სხვა საშიში ლეგენდების მსგავსია. ყოველ წელიწადს მილიონობით ბავშვი (ძირითადად ამერიკაში) აკეთებს სისხლიანი მერის "ცერემონიას" იმის შესამოწმებლად მართლა გამოჩნდება იგი სარკეში და მოკლავს მას თუ არა.

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. სისხლიან მერის ეძახიან ასევე მერი ვორსს, მერი ვორსინგტონს, მერი ჯეინს, მერი ვეილსს, ჯოჯოხეთის მერის და ა.შ. ერთ-ერთი ვერსია მოგვითხრობს, რომ მერი ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო. ერთი პერიოდი ის ქირურგს ხვდებოდა, რომელმაც ერთ დღეს მას სარკის წინ თვალები ამოჭრა და ამის შემდეგ მისმა განრისხებულმა სულმა კვლა დაიწყო. ასევე ამბობენ, რომ თვალები არა ქირურგმა, არამედ მამამისმა ამოჭრა.

კიდევ სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს. ლამაზ მერის ბავშვობაში სახე დაუმახინჯდა, მას ყველა დასცინოდა და ბოლოს დეპრესიის ნიადაგზე მერი სააბაზანოში შევიდა, სარკე გატეხა და იმ ნატეხებით თავი მოიკლა... და ამის შემდეგ დაიწყო მკვლელობა. ასევე უამრავ ფილმში თუ სერიალშია იგი მოხსენიებული სულ სხვადასხვა ლეგენდებით....

მაგრამ მერი ყველას არ კლავს მის გამოძახებასთან დაკავშირბითაც უამრავი ვერსია არსებობს. მაგ: უნდა შეხვიდე სააბაზანოში, სიბნელეში, შეიტანო სანთელი სამჯერ დატრიალდე და თან თქვა "სისხლიანი მერი", ან შეხვიდე სააბაზანოში კვლავ სიბნელეში სანთელით ხელში და წარმოთქვა "სისხლიანი მერი" 17-ჯერ, 20-ჯერ ან იძახო იქამდე სანამ არ გამოგეცხადება.

ბევრი უფროსი და-ძმა აშინებს ამით თავის პატარა ნათესავებსა და ახლობლებს, ბევრი ბავშვი უბრალოდ აკეთებს ამას ღამით მეგობრებთან ერთად, მაგრამ არავინ არ იცის მართალია თუ არა ლეგენდა სისხლიან მერიზე, რომელიც სარკის წინ მოგევლინება და მოგკლავს....
[ვარდისფერი]
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 660 | დაამატა: katia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
კვირა
2024-05-05
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz