მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ლამაზი ჩანახატი
11:47 AM
ლამაზი ჩანახატი


-მიყვარხარ,იცი როგორ მიყვარხარ?როგორც არავის არავინ ყვარებია,შენ ყველაზე თბილი ხარ,ულამაზესი,არა,დაწრმუნებული ვარ რომ ასე იქნება,შენ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე,გაამრავალფეროვნე,იცი რა საყვარელი ხარ?უკვე მიყვარს შენი ღიმილი,დიდი ცისფერი თვალები და ქათქათა კბილები,შენი სუნიც და შენი ხუჭუჭუჭა კულულებიც,ის პატარა ხალიც მიყვარს თვალთან რომ გაქვს მარჯვენა ზედა კუთხეში.უკვე გაღმერთებ.


ჩემი ნაწილი ხარ,ნეტა გესმოდეს რა კარგი ხარ,რა სანუკვარი,როგორ იოცნებობს ხალხი შენზე,რამდენს უნდიხარ,მე კი მყავხარ,ისეთი ლამაზი,ისეთი სათუთი,შენ ხომ კეთილი ხარ?ხომ ყველაფერს მაპატიებ?ვიცი რომ შენნაირი მეორე არ არსებობს,სულ სანთლით რომ ეძებონ მაინც ვერ იპოვიან,ვიცი რომ შენც გიყვარხარ,განა არ გითქვამს?თან რამდენჯერ,უბრალოდ შენს პატარა ფიქრებში,მაგრამ მე ხომ ვიცი,აქ ხარ,ჩემში.


ნეტა როგორი იქნები როცა გაიზრდები?ალბათ ყველა იტყვის რა ლამაზიაო,შეიძლება მოცურავე გამოხვიდე ან სულაც ცნობილი ადამიანი გახდე,რამხელა შესაძლებლობები გაქვს,რომ იცოდე ცხოვრება რა ლამაზია,რომ იცოდე რამდენი გასაოცარი რამე გელის,თოლიების გადაფრენი ზღვის თავზე,დიდი თეთრი დათვები,ულამაზესი მდინარე ჩვენი სახლის გვერდით რომ ჩამოდის,იცი რა წმინდაა?სულ სულ გამჭვირვალეა,შენი სულივით.


კიდევ იცი რა არ გინახავს?პატარა ციყვები,ჰო,სულ პატარები არიან და შენსავით ცელქები...

მაგრამ მინდა ბოდიში მოგიხადო ჩემო პატარავ რომ არ შემიძლია,მამიკომ შენი გაჩენა ამიკრძალა....


კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 795 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2012-05-25 Spam
wacko cry cry cry cry