მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 29 » კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
3:17 PM
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
დადებითად შეაფასეს: კირა ნაითლი, ფელისიტი ჯონსი, ანა კენდრიკი, ემა უოთსონი, ქლოი მორეცი, ჯენიფერ ლოურენსი, რუნი მარა, ამანდა სეიფრიდი, ქერი მალიგანი და ემილია კლარკი.

უარყოფითად შეაფასეს: ნინა დობრევი, მაილი საირუსი, კრისტენ სტიუარტი, ბლეიკ ლაივლი, ლუსი ჰეილი, ვანესა ჰაჯენსი, დემი ლოვატო და ლინდსი ლოჰანი.


კირა ნაითლი

ამ ადამიანმა იმდენი ლიტერატურული შედევრის ეკრანიზაციაში შესრულებული შთამბეჭდავი როლით დაგვამახსოვრა თავი, რომ დღესდღეობით წინა საუკუნეებში შექმნილი რომანების კითხვისას, მთავარი, ძლიერი და შეუპოვარი ქალი პერსონაჟების სახით სწორედ მისი სახე წარმოგვიდგება თვალწინ. ელიზაბეტ ბენეტით დაწყებული, ანა კარენინათი დამთავრებული, ნაითლიმ სრულყოფილად შეძლო ლიტერატურული გმირების გაცოცხლება და დიდი ეკრანიდან მაყურებლამდე უამრავი ემოციის მოტანა. ჩვენდა გასახარად, იგი არც თანამედროვე სიუჟეტის ფილმებს ივიწყებს და წარმატებულად მონაწილეობს დამოუკიდებელ და არტჰაუზის პროექტებში.


ფელისიტი ჯონსი

მიუხედავად იმისა, რომ ფელისიტის ფილმოგრაფიაში ბევრ არასერიოზულ ნამუშევარს ვაწყდებით, მის სამსახიობო შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც კი არ გვეპარება. გოგონა ყველანაირ როლს ერთნაირი მონდომებითა და პასუხისმგებლობით უდგება, რასაც იგი ბრწყინვალე შედეგებამდე მიჰყავს და ახალგაზრდა ქალ მსახიობთა მთელი მასისაგან გამოარჩევს.


ანა კენდრიკი

ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ დათანხმდა თავის დროზე ანა კენდრიკის ნიჭის მქონე გოგონა ისეთი დაბალი დონის პროექტში მონაწილეობას, როგორიც "ბინდის საგის" ეკრანიზაციაა. საბედნიეროდ, დღესდღეობით ანა უფრო სერიოზულ და მისი უზარმაზარი სამსახიობო პოტენციალის შესაფერის როლებში გვევლინება. მისთვის არავითარი ლიმიტი არ არსებობს და მართლაც დამსახურებულად მოიპოვა ოსკარის ნომინაცია.


ემა უოთსონი


გოგონა, რომელმაც ყველას "ჰარი პოტერის" 8 ეკრანიზაციაში შესრულებული ჰერმიონ გრეინჯერის როლით შეგვაყვარა თავი, კარიერული თვალსაზრისით სულ უფრო წინ მიიწევს. გავიდა დრო, ემა გაიზარდა და ჯადოქარი გოგონასაგან რადიკალურად განსხვავებული როლების იმდენად ძლიერი შესრულება შემოგვთავაზა, რომ თავისუფლად შეგვიძლია მას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა არტისტი ვუწოდოთ.


ქლოი მორეცი

ქლოიმ თავისი ასაკისათვის წარმოუდგენლად დიდ წარმატებას მიაღწია, რაც უდავოდ მისი გამორჩეული ნიჭის დამსახურებაა. გოგონას, რომელმაც თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ მარტინ სკორსეზესთან მუშაობისას გამოავლინა, სპეტაკი ბავშვებისა და პრობლემური თინეიჯერების როლის შესრულება ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია.


ჯენიფერ ლოურენსი

ჩვენ უბრალოდ გვაოცებს ჯენიფერის სამსახიობო ოსტატობა. ერთი შეხედვით, ის არაფრით გამორჩეული კენტუკელი გოგონაა, მაგრამ საკმარისია გადასაღებ მოედანზე კამერები ჩაირთოს და მორიგ სცეაზე მუშაობა დაიწყოს, რომ იგი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სულ სხვა ადამიანი ხდება. მისი შესრულება საკმაოდ დამაჯერებელია და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ემოციური და კომპლექსური გახდება.


რუნი მარა

ვინ წარმოიდგენდა, რომ დევიდ ფინჩერის ეკრანიზაციაში რომანისა "გოგონა დრაკონის ტატუთი" ქალის მთავარი როლის შემსრულებელი შემზარავი იმიჯის მქონე მსახიობი სინამდვილეში უმშვენიერესი რუნი მარა იქნებოდა? გოგონა ვირტუოზული გარდასახვის უნარითაა დაჯილდოებული, რაც მის შესრულებას ერთდროულად არაპროგნოზირებადსა და დაუვიწყარს ხდის. მარას მზერად არანაკლებ შთამბეჭდავია - მსახიობს ერთი უბრალო გამოხედვითაც კი უამრავი ემოციის გადმოცემა ძალუძს.


ამანდა სეიფრიდი

გოგონამ, რომელმაც კომერციულ ფილმებში სულელი წერა პერსონაჟების თამაშით დაიწყო კარიერა, საბოლოოდ ყველასთვის შეძლო თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცება. მსახიობი, რომლის ფილმოფრაფიაშიც მელოდრამები ჭარბობს, რისკების სიყვარულითაც გამოირცევა, რაც აუცილებლად დაუფასდება - მან ბრწყინვალედ შეძლო XX ს-ში მოღვაწე პორნოვარსკვლავის, ლინდა ლავლეისის როლის შესრულება, რომელიც ერთდროულად სატირული და ტრაგიკულია.


ქერი მალიგანი

ქერის მიერ შესრულებულ ყოველ პერსონაჟს იმდენი ემოცია მოაქვს მაყურებლამდე, რომ შეუძლებელია მისი ნიჭის მიმართ აღფრთოვანება დამალო. მან შესანიშნავად გაართვა თავი ურთულეს როლებს ფილმებში "დრაივი", "სირცხვილი" და "გრძნობების აღზრდა" და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ლიტ. პერსონაჟის, დეიზი ფეის საკმაოდ დამაჯერებელი შესრულებაც გვაჩუქა. ყოველივე ეს გვარწმუნებს, რომ რამდენიმე წელიწადში ქერი პროფესიონალური რანგით ისეთ გენიალურ ბრიტანელ მსახიობებს გაუტოლდება, როგორებიც მეგი სმიტი და ემა ტომპსონი არიან


ემილია კლარკი

"სამეფო კარის თამაშის" ვარსკვლავმაც უპრობლემოდ შეძლო ჩვენი მოხიბვლა თავისი ბუნებრივობითა და შესრულების მაღალი დონით. როგორც კლარკის იმიჯში, ისევე მის თამაშში მკაფიოდ იკვეთება მისი ძლიერი ხასიათი, შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი.


☆☆☆

ნინა დობრევი

მისი შესრულება მუდამ ნაძალადევი და არადამაჯერებელია. უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გოგონას სამსახიობო მონაცემები საერთოდ არ გააჩნია. მისი არაპროფესიონალიზმი კარგად ჩანს როგორც სერიალ "ვამპირის დღიურებში" შესრულებულ მთავარ როლში, ისე სხვადასხვა ფილმების ეპიზოდურ როლებში.


მაილი საირუსი

ეს გავლენიანი მამიკოს მიერ გაპიარებული ახირებული გოგონა, რომელიც ვარსკვლავობისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ზედმეტია არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ საერთოდ შოუბიზნესში. საირუსი ყურადღების მისაქცევად ყოველგვარ სიბინძურეზეა წამსვლელი, მაგრამ საბედნიეროდ, მისი ამგვარი მცდელობა დიდი პოპულარობის მოსაპოვებლად სულ მალე დავიწყებას მიეცემა. ნახავთ, რომ რამოდენიმე წელიწადში ვეღარავის დაინტერესებას შეძლებს.


კრისტენ სტიუარტი

ბავშვობის წლებში კრისტენს საკმაოდ საინტერესო და სახასიათო როლები ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ღირებული აღარაფერი შეუქმნია. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მისი არტისტული შესაძლებლობები დეგრადირებას განიცდის.


ლუსი ჰეილი

ამ გოგონაში ვერც სამსახიობო ნიჭს ვხედავთ, ვერც ქარიზმატულობას და ვერც რაიმე მიმზიდველს. იგი მეტისმეტად მოსაწყენი ფიგურაა შოუბიზნესისათვის.


ვანესა ჰაჯენსი

მისი იმიჯი ვულგარული და გამაღიზიანებელია და იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის თამაშზეც. არაფერი იქნება ახალგაზრდა მსახიობისთვის იმაზე შეურაცხმყოფელი, ვიდრე თუ მასზე იტყვიან, რომ ვანესა ჰაჯენსზე უარესია.


დემი ლოვატო

დემი თავის ჟანრში პერსპექტიული მომღერალია და დიდ შეცდომას უშვებს კინემატოგრაფიაში გადმობარგებით. ეჭვი გვებარება, რომ მისი შესრულებული როლებით მოვიხიბლოთ და ვშიშობთ, რომ ამ ნაბიჯით მთელ კარიერას დაინგრევს.


ლინდსი ლოჰანი

გაუთავებელმა სკანდალებმა ლინდსი სრულ გაურკვევლობამდე მიიყვანა. ცდილობს იაქტიუროს, მრავალფეროვანი როლები მოირგოს და ძველი დიდება დაიბრუნოს, მაგრამ თავადაც არ იცის გადასაღებ მოედანზე რას აკეთებს და რასაკვირველია, ვერც ჩვენ მივმხვდარვართ.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 887 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2013-12-07 Spam
nin dobrevi 9 rols asrules ert serialshi da ise asrulebs yvela sxvadasxva gegoneba da nichi ar aqvs? biggrin
es kritikosis ki ara vigac ninaze,mileyze,demize .... ganawyenebuli panis statiaa biggrin