მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » კომპლექსები
8:47 PM
კომპლექსები
ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ და სკუთარ თავშიც ღრმად ჩავიხედავთ აღმოვაჩენთ რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი რაღაც არის შეზღუდული საზოგადოებსთის,მაგრამ არავის შეუძლია იმის დასახელება თუ ვინ დააწესა ეს შეზღუდვები.ჩვენს უმეტესობას, კომპლექსები გვახასიათებს.. განსაკუთრებით როცა ქართველებზეა საუბარი , მოდით ამაზე ნუ ვიდავებთ,ეს ფაქტია..არსებობს სხვადასხვაგვარი კომპლექსი და სწორედ ეს აერის ის შეზგუდვა რაც ზემოთ აღვნიშნე და რეალურათ ამას არავინ არ გვაიძულებს,ანუ იმას თუ რა გავაკეთოთ ან რაში ვიყოთ შეზგუდულები,ეს ჩვენი პრობლემაა,ის თუ რამის გაკეთებას ჩვენ ვერიდებით ეს არის კომპლექსი და არა დადგენილი კანონი,სულ მარტივი მაგალითები ავიღოთ:
კომპლექსია როცა სიმპატიურ გოგოს მოკლე კაბა ვერ ჩაუცვამს, "ხალხი რას იფიქრებს, როგორ შეხედავენ, ერიდება”.
კომპლექსია, როცა ვაჟი გეუბნება რომ მოსწონხარ და შენთან უნდა, მთელი გულით გეხუტება და გაწითლებული იცილებ, არადა კიც მოგწონს მისი ყურადღება და სითბო.კომპლექსია, როცა უარს ამბობ ადამიანზე, იმიტომ რომ ვიღაცას, თუნდაც შენს დაქალს- ის არ მოეწონება, რაღაც მიზეზით. მიზეზი-სულერთია.
კომპლექსია, როცა დაინახავ ვაჟებს ხელიხელგადახვეულს და თუ ერთი არ შეუკურთხე ისე, რომ მთელმა ქუჩამ გაიგო-შენც "ისეთი” ხარ.
კომპლექსია, როცა მუშაობ ოფისში მესამე ასისტენტად და ამბობ რომ ოფის მენეჯერი ხარ.
კომპლექსია, როცა რეგისტრირდები გაცნობის საიტზე რაიმე ჯერშკი სახელით, დებ შენს შიშველ ფოტოებს, ოღონდ სახეს არ აჩენ, ვინმე ნაცნობი არ აღმოჩნდეს და არ მოგეჭრას თავი!
კომპლექსია, როცა გაქვს რაიმე მიდრეკილება, იგივე-სექსუალური და მთელი ცხოვრება მალავ, გრცხვენია, მეუღლისთვისაც ვერ გითქვამს და იტანჯები.
კომპლექსია, როცა წლებია მოგწონს გოგო და ვერ ელაპარაკები, ვაითუ უარი თქვას.. იქნებ-არ მოეწონო.რიდება, რომ მერე გაგუტყდება, გერიდება, გრცხვენია… და შორიდან იტანჯები.
კომპლექსია, როცა ურთიერთობ ბევრ ადამიანთან, არ გყავს ახლო მეგობარი მაგრამ გულს არ იტეხ და ისე ამბობ, წარმოაჩენ- თითქოს იყო "დუშა კამპანიი”, და "ვესელჩიკი”.
კომპლექსია, როცა არ გყავს ცოლი და ქორწინების ბეჭედს ატარებ, მეც კაცი მქვიაო, რომ დაამტკიცო.
კომპლექსია, როცა ათ ლიტრა ღვინოს ისხამ მუცელში, აბა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი რატომ გქვია, ხომ უნდა გაამართლო წოდება! რას იტყვიან!
კომპლექსია, როცა შენს თავს ვერ წარმოაჩენ, როცა საკუთარ შესაძლებლობებს რეალობაში ვერ ამოქმედებ.. ესეც კომპლექსია.
კომპლექსია და საშინელი სისუსტე, როცა ცოლს ებატონები და ტირანი ხარ სახლში, (როცა გარეთ ხმა ვერ ამოგიღია,) ნამდვილი ქართული ოჯახი ხომ ლამის ყურმოჭრილ ერთგულებას მოითხოვს ცოლისგან.. (ფრაზები-ცოლი კუხნაში ვიცი მე, ქალო "ნასკი” გამხადე და ა.შ. პირობითად…).
კომპლექსია, როცა არ ამბობ საიდან ხარ ჩამოსული, "სოფლელობა” გიტყდება და იბრალებ იმ ხოხბის პირდაპირ შთამომავლობას, ვახტანგმა რომ მოკლა.
კომპლექსია, როცა ქორწილებამდე გაქვს ვაჟთან ურთიერთობა და მერე გარბიხარ გინეკოლოგთან რომ "გაუგებრობა” გამოასწოროს…. რამდენჯერმე.
კომპლექსია, როცა არ იცი რაიმე თემა, ან-საკითხი და საუბარს კი არ გაურბიხარ, ერთვები და შეგნებულად იმეორებ ვიღაცისგან გაგონილ რაღაცას ამ თემასთან დაკავშირებით.
კომპლექსია, როცა ამბობ რომ ჯაზს უსმენ და ამ დროს ტელეფონში რუსული "ბუტილკა” სიმღერების ჩატი გაქვს 
კომპლექსია, როცა ამბობ რომ მანქანა გყავს მაგრამ ძმაკაცს ათხოვე და ამ დროს-მამის შესტოიზეა საუბარი..

კომპლექსები
ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.ყველას აქვს კომპლექსი, პატარა თუ დიდი, სერიოზული თუ-უმნიშვნელო.
ლოგიკურად რომ მიყვეთ, კომპლექსი არის ის, რაც გბოჭავს. ჩვენთან-ალბათ ყველაზე გავრცობილი არის- "რას იტყვის ხალხი”.. საშინელებაა, რომ დადიხარ და ფიქრობ – აი, იმ ბიჭმა რომ გაირა და შემოგხედა-გაიფიქრა… ამან შემოგხედა-გაიფიქრა…და გაღელვებს, რას ფიქრობს ეს ხალხი შენზე, იზღუდები და აკეთებ იმას, რაც ხალხს სალაპარაკოს არ მისცემს, იტყუები და იმალები, ფარავ შენს ნამდვილ სახეს და ცხოვრობ შებოჭილი..

თქვენ რა კომპლექსი გაწუხებთ?
კომპლექსები
კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 765 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ხუთშაბათი
2024-05-02
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz