მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » JUst The Way You Are. Part =9=
6:52 PM
JUst The Way You Are. Part =9=
Just The Way You Are. Part =9=
ეს თავი Irinkax-სა და PrettyLittleLiar-ს

-ერთ ადამიანს შენი ნახვა ძალიან უნდა
-„ერთ ადამიანს"?-კაკაო მოვსვი და ცნომისმოყვარეობა მორეულმა ვკითხე-და ვის?
-It’s Secret!-ასეთი პასუხი ყველაზე მეტად არ მიყვარდა და მეც ხელი მსუბუქად ვკარი
-ის მაინც მითხარი სად და როდის უნდა შევხვდეთ..-საწყალი თვალებით ავხედე
-ჩემზე ეგეთები არ ჭრის-ჯანდაბა მიმიხვდა!"-გავიფიქრე გულში-მაგრამ მაინც გეტყვი, რომ „ის" ამაღამ „რომეო და ჯულიეტას" პრემიერაზე  იქნება და შეხვედრაც იქ შედგება
-ანუ პრემიერაზე მივდივართ??-ყველაზე ნაკლებად ამას მოველოდი
ჩეისმა საპასუხოდ თავი დახარა და მეც განვაგრძე-შეუძლებელია.. ასეთი რამე არც გამითვალისწინებია.. კაბაც კი არ მაქვს
-რა პრობლემაა, აქედან საყიდვლებზე გავიდეთ
-მე და შენ? ერთად?
-აჰამ
-იმედი მაქვს არ გავიწყდება, რომ მე და შენ ანტიპოდები ვართ და ეს „შოპინგი" ნამდვილ კატასტროფად იქცევა, პრემიერაზე ხო საუბარიც ზედმეტია
-მთელი მუღამიც მაგაშია-ოფიციანტს ანგარიში სთხოვა, ფული მაგიდაზე დადო და წამოდგა-მე მანქანას მოვაყენებ და როცა დაგირეკავ გამოდი
-მოიცა აქ დამტოვებ?.. გამოგყვები-და მეც უკან ავედევნე, ასე რომ, ისევ ჩემის გამოისობით უკანა გზაზე მანქანისათვის მოგვიხდა დაბრუნება, თუმცა საბედნიეროდ იქვე დაგვიხვდა, სადაც დავტოვეთ და ჩეისიც ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრისაკენ დაიძრა.
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ვხვდებოდი ვისთან შესახვედრად „მამზადებდა" ჩეისი, ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ თავად არ სურდა ამის გამხელა, ამიტომ მეც გადავწყვიტე ცოტა გამეწვალებინა
-ჩეის მოიცა ეს დამიჭირე-ხელში ჩემს მიერ შერჩეული კაბა შევარჩიე-მოდი ბარემ ესეც.. და ესეც..-ერთი არ ვიკმარე
-მგონი ერთ ჯერზე გვეყოფა, ჯერ ესენი მოიზმანე-კაბებიდან თავი გამოყო ჩეისმა და იმდენად საწყალი მეჩვენა არ შემეძლო არ გამეცინა, საპასუხოდ კი ჩეისმა მხოლოდ დაჭყანებაღა მოახერხა და გასახდელისკენ წავიდა
-რას იტყვი? მოგწონს?-პირველი კაბის მოზმანების შემდეგ ჩეისის წინ კმაყოფილის იერით დავტრიალდი
-შენი კანის ფერს არ უხდება, შემდეგი სცადე-უღიმღამოდ მითხრა და ჟურნალის თვალიერება განაგრძო, მართალია ეს კაბა მომწონდა, მაგრამ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და გადავწყვიტე ჩეისისთვის დამეჯერებინა
-დადამ..-თავი გამოვყავი გასახდელიდან და მალე ტანიც თან გამოვაყოლე
-შემდეგი-თავი თითქმის არ აუწევია, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა დღეს საოცარ მოთმინებას ვიჩენდი და უკვე მესამედ დავთანხმდი კაბის გამოცვლაზე, მაგრამ როგორც ჩანს ეს უკანასკნელად არ მომხდარა, ჩეისს ჩემი არჩეული კაბები თითქმის არ მოსწონდა და ამდენი წრიალითა და ტანისამოსის ცვლით დაღლილმა პროტესტი გამოვაცხადე
-ჩეის! შეგიძლია ნორმალურად შემომხედო და ისე მითხრა რომელი კაბა ავარჩიო??!!
-ჯერ არც ერთი არ მომწონებია, შემდეგი სცადე
-შემდეგი აღარ იქნება! დანარჩენები აღარ მომწონს, ეს ნიშნავს, რომ დღეს მარტო მოგიწევს წასვლა-პასუხი აღარ გაუცია ისე წამოდგა
-Hey! ვის ველაპარაკები?-მივაძახე, როცა მშრალად დამტოვა
-ეს სცადე-სანამ უკანასკნელ კაბას ვიცვლიდი ჩეისმა გასახდელში ხელი შემოყო და მის მიერ შერჩეული კაბა გამომიწოდა
-იცოდე უკანასკნელია-წინასწარ გავაფრთხილე, კაბა ხელიდან გამოვგლიჯე და ფარდა ბოლომდე მივწიე
-და?..-ვკითხე, როცა უკვე ბოლო კაბა მოვიზმანე და ფეხზეწამომდგარ და ენაჩავარდნილ ჩეისს შევხედე
-You look.. Beautiful.. I mean.. it suits you perfectly
-Wow, Thanks mr Chaaace-კომპლიმენტმა მართლა ძალიან გამაკვირა და ოდნავ დავიმორცხვე კიდეც
-.. დროზე გამოიცვალე, სასტუმროში დაგტოვებ, მერე კი შეხვედრაზე უნდა წავიდე-თითქოს ინანა, რომ კომპლიმენტი მითხრა და ტონიცა და იერიც სწრაფადვე შეიცვალა
-შეხვედრაზე? კი მაგრამ ახლა მაინც თაფლობისთვე გაქვს..-არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი, დიდად არც მანაღვლებდა დარჩებოდა ჩემთან თუ „შეხვედრაზე" წავიდოდა
-ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა, შემოსასვლელში დაგელოდები
-კი, მაგრამ..-დასრულებაც კი არ მაცადა უკანმოუხედავად გაემართა გასასვლელისაკენ.
სწრაფად გამოვიცვალე, ჩეისმა კი კაბის საფასური გადაიხადა, სასტუმროში მიმიყვანა და უმალვე დამტოვა, მეც არ ვიცოდი საღამომდე რა უნდა გამეკეთებინა, ჩეისის დაბრუნებამდე ჯერ კიდევ მთელი ოთხი საათი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ახალი ნაცნობები მომენახულებინა და რადგან მის ელისაბედმა ჩემი ნახვის სურვილი გამოთქვა წინასწარ გაფრთხილება საჭიროდ არ ჩავთვალე და ლიფტზე სართულის შესაბამის ღილაკს დავაჭირე ხელი
-Heeey!მეგონა მის ელისაბედი ამ ნომერში იყო-კარზე ზარის შემდეგ ჩემს წინ მდგარ ნახევრად შიშველ, პირსახოცით შემოსილ ნიკს უხერხულად შევხედე და გამობრუნება გადავწყვიტე
-Hey! მოიცა, ბებია წინა ნომერშია გაჩერებული-ხელით მისი ნომრის წინ, კარებზე მიმითითა-გაუხარდება თუ ნახავ
-აჰამ..-ესღა ვუპასუხე, მოგვიანებით ამოვალ
-ნიკ! ვინ არის?-კარებიდან ოთახის სიღრმეში მამაკაცის პერანგში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა
-სასიამოვნო შემთხვევითობა-მაცდურად გაუღიმა ნიკმა
-იცი? მგონი ჯობია ხელი არ შეგიშალოთ-წავუჩურჩულე და ჩქარი ნაბიჯით წავედი ლიფტისაკენ
-ბებიას გადავცემ, რომ მისი ნახვა გინდოდა-მომაძახა და სანამ ლიფტის კარები დაიხურებოდა დერეფანში ნიკის „მეგობარი გოგონა" გამოჩნდა, რომელმაც სწრაფად მომავლო თვალი და ძალიან გამიხარდა, რომ ახლა იმ ადგილიდან შორს ვიყავი და მისი ეჭვიანი თვალები არ მჭამდნენ
-Forever alone..-ჩავილაპარაკე ოთახში შესვლისას, გასაღები გადავაბრუნე, ფეხზე გავიხადე და საწოლზე წამოვწექი. ფიქრებმა გასაქანი არ მომცეს და მეც იძულებული ვიყავი მათ დინებას მივყოლოდი, მახსენდებოდა ჩეისისა და ჩემი პირველი შეხვედრა, ლეიტონის გაცნობა, პატარა ჯეიკის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, იდუმალი ქორწინება, სევდიანი თაფლობისთვე, მარტო გატარებული დრო, ახალი პერსონაჟები: საყვარელი მოხუცი და მექალთანე მწვანეთვალება..
-It’s time!-ძილ-ღვიძილში მყოფს ჩეისის ხმა ჩამესმა
-ახლა არა.. გთხოვ-ბალიშში თავი ჩავრგე და მოგუდული ხმით ვცადე ასეთი მდგომარეობა დიდხანს შემენარჩუნებინა
-ბლეიქ სწრაფად-თავდან ბალიში იმდენად სწრაფად ამაცალა, რომ საწოლზე სახით გართხმულმა მისთვის დამორჩილება გადავწყვიტე და ფეხისთრევიტ შევედი სააბაზანოში, გამოსულს ჩეისი უკვე ჩაცმული დამხვდა
-შეგიძლია შემისწორო?-სანამ კაბას კარადიდან გადმოვიღებდი ვხედავდი, რომ ჩეისი სარკეში იდგა და ჰალსტუხს აწვალებდა, ნორმალურად შეკვრა კი ვერ მოეხერხებინა
-მოდი-კაბა საწოლზე დავდე და ჰალსტუხის შეკვრა დავიწყე, თუმცა პარალელურად ვგრზნობდი, რომ მისი თვალები არ მშორდებოდნენ, რაც ოდნავ მაბნევდა და მიბიძგებდა მაქსიმალურად მოვშორებოდი-ასე კარგია-ბოლო შტრიხი შევიტანე, კაბა ავიღე და სააბაზანოში შევედი
-დროა წავიდეთ-სააბაზანოდან გამოსვლისას ეს სიტყვები ისე მითხრა, რომ ჩემთვის თვალები არ მოუცილებია, თუმცა სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებოდი.
უკვე ბნელდებოდა. ძალიან მომწონდა განათებულ ნიუ-იორკის ქუჩებში გავლა, თუნდაც მანქანით, ხალხი ჯერაც აქტიურ ცხოვრების რიტმს მისდევდა და ქუჩებიც გადატვირთული იყო მოძრაობით. 
დანიშნულების ადგილამდე მალე მივედით. კინოთეატრის ეზოშ უამრავ ხალხს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს მოეყარათ თავი
-რაც არ უნდა გკითხონ არაფერი უპასუხო-გამაფრთხილა ჩეისმა, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით და მართლაც, მანქანის კარის დახურვაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემთან ახლოს უამრავმა ფოტოაპარატმა ერთად გაიჩხაკუნა
„თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ დაქორწინდით ასე მალულად?" „დიდიხანია ერთმანეთს იცნობთ?" „როგორ შეძელით პაპარაცებისთვის თქვენი რომანის შესახებ დაგემალათ?"-არ ჩერდებოდნენ ჟურნალისტები, თუმცა საპასუხოდ ხმა არ ამომიღია, ჩეისმა ხელი წელზე მომხვია და წითელ ხალიჩაზე ერტად შევდგით ნაბიჯი
-უკვე ვეღარ ვძლებ
-არაფერი შეიმჩნიო, იცოდე, თუ თავს გაამჟღავნებ..-კამერებს უღიმოდა და თან მუქარას არ წყვეტდა
-აღარ გააგრძელო, ისედაც კარგად გიცნობ და შეგიძლია მშვიდად იყო-ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიდექით, საუბრისას სახეში შევხედე და რამდენიმე წამი ასე ვიდექით, ამ დროს კი ჩეისმა კოცნა დააპირა და სწორედ იმისთვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა თავი სწრაფად მივაბრუნე კამერებისკენ, ჩეისმა კი ტუჩების ნაცვლად ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ცხვირი ლოყაზე მომადო და ღიმილიანი სახით ჩამჩურჩულა
-Why you didn’t kiss me?
-იმიტომ, რომ არ მიყვარხარ-უბრალოდ ვუპასუხე და ისე გავაგრძელე გზა წითელ ხალიჩაზე, რომ მისთვის არც დამიცდია
-კამერების წინ საშინლად მოიქეცი-საყვედური გამომიცხადა, როცა წამომეწია
-მშვიდად იყავი, ვერავინ ვერაფერს მიხვდება
-ბლეიქ! შენ არაფერი გესმის
-და რა უნდა მესმოდეს??-სანამ ჩხუბი აქტიურ ფაზაში შევიდოდა უკნიდან შეხება ვიგრძენი, ვიღაცამ თვალებზე ხელები ამაფარა
-ვინ არის?-უცნობს ხელი ხელზე გადავუსვი და გავასვებინე
-No Way-შებუნებისას გახარებულმა წამოვიყვირე
-Yeah! It’s me dear, How’re you doing?-წრფელი სიახარულით გადამეხვია
-მე და ჩეისმა ცოტათი მოვიწყინეთ-ჩეისს გადავხედე-ვერც წარმოიდგენ შენი დანახვა როგორ გამეხარდა
-მეც ძალიან საყვარელო-კიდევ ერთხელ მაკოცა
-და.. დღესვე მიემგზავრებით თუ?..-ვკითხე დაღვრემით, რადგან დარწმუნებული ვიყავი მათი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი პრემიერა იყო-ლიამ!-სანამ მაილი პასუხს გამცემდა ლიამი შევნიშნე და გადავეხვიე-როგორ ხარ? 
-მე კარგად ბლეიქ, შენ?-ხელი მაილისკენ გაიშვირა-ამ ქალბატონმა შენი ხსენებით ყური წაიღო და მედია კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს გნახა
-ლიამ!!-მხარი გაჰკრა მაილიმ-მართლა ძალიან მინდოდა შენი ნახვა.. ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე, ნუ ამ ვაჟბატონზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი-ცერებზე შედგა და ჩეისს თმაზე მოქაჩა, რაზეც ჩეისმა ღიმილით უპასუხა, კიდევ ერთხელ მიიკრა გულთან და შუბლზე აკოცა
-შენ არასოდეს შეიცვლები მაილი საირუს
-ამიტომაც ხარ ჩემი მეგობარი-ამჯერად ლიამისკენ გადაიხარა, ცალი ხელი წელზე მოხვია და თავი მკერდზე მიადო.
ძალიან მომეწონა როგორ იქცეოდნენ ლიამი, მაილი და ჩეისი ერთად ყოფნისას. მხიარულები იყვნენ და აშკარად ჩანდა, რომ გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ.
პრემიერამდე შესავალი სიტყვა წარმოთქვეს რეჟისორმა, პროდიუსერებმა, სცენარისტებმა და მსახიობებმა და დაახლოებით ორ საათში ფილმის პრემიერაც დამთავრდა.
ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა, ყოველთვის მომწონდა „რომეო და ჯულიეტას" სიყვარულის უჩვეულო ისტორია, რომლის დასასრულმა წიგნის პირველ ჯერზე წაკითხვისას ცრემლების ღვრა დამაწყებინა, რაც შეეხება ფილმის ეკრანიზაციას, მისი ახალი ვერსია თუნდაც მხოლოდ უნიკალური ქასთის გამო იმსახურებდა აპლოდისმენტებს.
-ბლეიქ გაიცანი, ეს დუგლასია!-პრემიერის შემდეგ შემდგარ წვეულებაზე მისვლისას ლიამმა და ჩეისმა განმარტოება არჩიეს,  მე და მაილი კი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით და თან ჩვენს „მეორე ნახევრებზე" ვსაუბრობდით, როდესაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, დუგლას ბუსმა გამოიარა-დუგლას ეს ბლეიქია, ჩემი მეგობარი
-სასიამოვნოა, წარმოვთქვით ორივემ ერთდროულად, დუგლასმა მაილი მოიკითხა და სწორედ მაშინ შენიშნა ნაცნობი და დაგვტოვა, როცა უკვე მეგონა მათ შორის ზედმეტი ვიყავი
-ოღონდ ეს არა, ამს აქ რა უნდა?-თავი ჩავღუნე და ჩუმად ჩავილაპარაკე
-ვისზე ამბობ?-მაილიმ იმ მხარეს გაიხედა, საითკენაც არასასურველი პიროვნება ჩვენსკენ მოემართებოდა

წინა თავზე კომენტარებმა ძალიან გამახარეს, მართლა ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თბილი სიტყვებისათვის, გადავწყვიტე მოთხრობა იმაზე მეტხანს გავაგრძელო, ვიდრე ვაპირებდი(თუ არ მოგბეზრდებათ რა თქმა უნდა)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 912 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-04-25 Spam
რა იყო ეს? :ხ უპატარესი :ხ თან რანაირად დაამთავრე? :დ მალეეეეეე! <3 მომეწონა ეს თავი <3 ისე კოცნა რო გვაღირსო არა? :დ