მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » Just The Way You Are. Part =7=
11:37 AM
Just The Way You Are. Part =7=
Just The Way You Are. Part =7=
ეს თავი ჩემს ახალ მკითხველს wildsoul♡-ს
+ყველა მკითხველი და არამკითხველი სრულიადში,
 რაღაც მინდა გითხრათ
 


-იმედია არ ფიქრობ, რომ ერთად დავწვებით!
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება-ქამრის შეხსნა და დასაძინებლად მზადება დაიწყო, მე კი ინსტიქტურად მისგან ზურგით შევბრუნდი 
-ჩეის, შენ ტახტზე დაწვები!-გამოვაცხადე კმაყოფილის სახით, რადგან მეგონა უპრობლემოდ დამთანხმდებოდა და საწოლზე ადგილს დამითმობდა
-ძილი ნებისა და პატარავ-საწოლში ისე ჩაწვა, რომ ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არც მიუქცევია და მალევე იცვალა გვერდი, რას ვიზამდი, უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე და სააბაზანოში შევედი, შხაპი გადავივლე, გამოვიცვალე და რამდენიმე წუთში უკანვე, საძინებელში დავბრუნდი, ჩეისს უკვე ეძინა, რაღას გავაწყობდი, ზედა გადასაფარებელი ფრთხილად გადავხადე და ტახტზე დაძინება გადავწყვიტე, თუმცა მოხერხებულად მოკალათება ვერ შევძელი, ცოტა ხანი ვიწრიალე, მერე ისევ ავდექი, ფანჯარასთან მივედი და ნიუ-იორკს გადავხედე, ეს ქალაქი მართლაც ღამის მშვენება იყო..
 
ღამის სიჩუმემ ცოტა არ იყოს შემაცბუნა, თავი ისე მარტოსულად მაგრძნობინა და ამ მარტოობით შეშინებული მალევე დავუბრუნდი ჩემს მოლოდინში მყოფ ტახტს და ცოტაოდენი ფიქრისა და წრიალის შემდეგ, როგორც იქნა ჩამეძინა
-ტეილორ?-გამოღვიძებულმა ტახტთან წამოჩოქილი ტეილორი დავინახე, ჩეისი კი თითქოს სადღაც გამქრალიყო-აქ რას აკეთებ?-სწრაფად წამოვხტი და მისგან რაც შეიძლება შორს დავდექი
-რამ შეგაშინა საყვარელო? ჩემი ნახვა არ გაგიხარდა?-ტეილორი ჩემსკენ მოიწევდა
-აქ საიდან მოხვდი? ან როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო, როცა ჩვენი შვილი მოკალი! ხო შენ მკვლელი ხარ! ნამდვილი არამზადა, გულქვა და უგულო არსება!-მთელს ხმაზე ვყვიროდი და  თან თვალებიდან მომდინარ ცრემლთა ნაკადს ვერ ვაჩერებდი, ამ ყველაფერს კი ის კანკალი  ემატებოდა, რომელსაც ტეილორის დანახვით გამოწვეული შიშისაგან ვგრძნობდი
-ამ ბავშვზე ამბობ? შეხედე ის ცოცხალია!-უკნიდან თოჯინა გამოაძვრინა, რომელსაც სხეული წითელი საღებავით ჰქონდა დასვრილი, თანაც ჩემკენ სვლას განაგრძობდა და სახეზე ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა
-ტეილორ არა! გთხოვ! ნუ მტანჯავ!-კედელს ავეკარი, სახეზე ხელებს ვიფარებდი და ჩემს წინ გადაშლილი სურათის გაქრობას ვლამობდი
-ბლეიქ! კარგად ხარ?-ყურებთან ნაცნობი ხმა გაისმა და სუსტმა შენჯღრევამ თვალების გახელა მაიძულა
-ეს მხოლოდ სიზმარი იყო! მხოლოდ სიზმარი!-ნახევარი სხეულით წამოვიწიე, ხელები თმებში შევიცურე, თავი მუხლებში ჩავრგე და ცრემლებს ლოყებზე თავისუფალი ნავარდის საშუალება მივეცი
-შეგიძლია მომიყვე, ცოტა დამშვიდდები-ჩეისი ფრთხილად შემეხო, თუმცა სიზმარს აყოლილს შიში ჯერაც არ მქონდა სრულად გაქარწყლებული, ამიტომ წამიერად შევცბი და სწრაფი რხევით მისი ხელი ჩემს სხეულს მოვაშორე-მე მხოლოდ დახმარება მინდოდა-ჩვეული ტონით მითხრა ჩეისმა და წამოდგომა დააპირა
-მაპატიე!-ხელი მაჯაზე მოვკიდე და შევაჩერე-შეგიძლია მომეხვიო?-ჩემი თვალები მას ისე შესცქეროდნენ, როგორც მსხნელს, ადამიანს, რომელთანაც თავს დაცულად ვიგრძნობდი, ამისთვის კი საჭირო იყო ნებისმიერი გზით მისი გვერდში ყოფნა მეგრძნო.
ჩეისს არაფერი უპასუხნია, ჩემს გვერდით დაჯდა და ძლიერად მომეხვია, რამდენიმე წუთი ასე ვიყავით შემდეგ კი ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა, თითქოს მებოდიშებოდა დღევანდელი საქციელის გამო და ამის ნიშნად საწოლს მითმობდა, შემდეგ როცა უკვე საწოლში მოხერხებულად მოვეწყვე თვითონ გასწია ტახტისაკენ, რათა ჩემი ადგილი დაეკავებინა, მაგრამ არა ახლა.. ვხედავდი, როგორ ნელა მიიწევდა წინ, მე კი ვგრძნობდი, რომ ახლა ისე ძალიან მჭირდება გვერდით ვინმეს თანადგომა მეგრძნო, როგორც არასოდეს, ამიტომაც ჩემს სიამაყეს გადავაბიჯე და დავუძახე
-ჩეის! არ დამტოვო.. გთხოვ-საწოლიდან ოდნავ წამოვიწიე და ეს სიტყვები ისე წარმოვთქვი, ჩეისს კი სვლა არც შეუნელებია, გადასაფარებლიანად შემობრუნდა უკან და მითხრა:
-შეგეძლო არც გეოცნება, რომ საწოლში მარტო მოკალათების უფლებას მოგცემდი-საწოლს გადასაფარებელი გადააფარა და ჩემს გვერდით დაწვა, თუმცა ჩვენს შორის საკმაო მანძილი იყო
-შეგიძლია მომიყვე რა დაგესიზმრა?-ჩეისი ჩემსკენ მობრუნდა, თავიდან გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი რას მეტყოდა ან იქნებ უბრალოდ გამბედაობა არ მყოფნიდა ამ ყველაფერზე ხმამაღლა მელაპრაკა, რაც მთავარია პასუხად სულ სხვა რამე ვუთხარი
-აღარც კი მახსოვს
-როგორც გინდა-გვერდი აუღელვებლად იცვალა და მალევე ჩაეძინა, მე კი ძილი არ მეკარებოდა, სულ ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი, მეგონა ტეილორზე ცუდი მოგონება წარსულს ჩავაბარე, მაგრამ შევცდი, სიზმრებმა კვლავ შემახსენეს თავი და ახლა უკვე ჩაძინებისაც კი მეშინოდა. ჩეისმა მალე იცვალა გვერდი და ჩემსკენ მოტრიალდა, მთვარის შუქი, რომელიც ფანჯრიდან იჭრებოდა ოთახში მსუბუქად დაჰნათოდენ ჩეისის მშვიდსა და უშფოთველ სახეს, რომელსაც ბავშვურად მომღიმარი იერი დარჩენოდა, რაც აქამდე არც კი შემემჩნია მასში, ამ ყოველივემ კი ჩემში რაღაც გარდატეხა გამოიწვია, სახეზე ღიმილი მოგვარა და რამდენიმე წუთის წინ ხელახლა განცდილი ტკივილი დამავიწყა და თავს ხელახლა ძილის შანსი მივეცი, თვალდახუჭულმა შეხება ვიგრძენი, თუმცა თვალების გახელა არც მიცდია, ჩეისისაგან ჩახუტება იმდენად მესიმოვნა, რომ გვერდზე გასაწევად ძალა აღარ მეყო, თავი მკერდზე დავადე და ტკბილად ჩამეძინა
-მეგონა აღარ გაიღვიძებდი-თავი ისევ მის მკერდზე მედო, ის კი ცალი ხელით მეფერებოდა, მეორე კი ჩემთვის ჰქონდა მოხვეული
-რომელი საათია?-ისე სასხვათაშორისოდ ვიკითხე და ჩვეულ პოზაში ვცადე ძილის გაგრძელება, მაგრამ გონებაში სწრაფად გადავხარშე ერთ ღამეში მომხდარი და განცდილი გრძნობები, ემოციები და დაფეთებულივით წამოვვარდი ზეზე
-12 საათია-მიპასუხა და თვითინ მშვიდად და თან ოდნავ მომღიმარი სახით წამოდგა
-მმ..-ხელები თავში შევიცურე და გაოგნებულივით აქეთ-იქით დავიწყე ყურება, თან საუბრის დაწყება, თუ უხერხულობის განმუხტვა მინდოდა და თან სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ამიტომ სანამ ჩეისი გაიზმორებოდა და სააბაზანოში შესვლას გადაწყვეტდა მე დავასწარი და შესვლისთანავე  ნიჟარას დავეყრდენი, სარკეში ვიყურებოდი და თან ვერ გამერკვია რა გახდა ჩემში უეცარი ცვლილების მიზეზი. მალევე მოვისაზრე, რომ შხაპის მიღება ახლა ნამდვილად მიშველიდა და მეც დუშკაბინაში შევედი, თბილმა წყალმა ნამდვილად დამამშვიდებლად იმოქმედა ჩემზე. პირსახოცი სახელურზე მქონდა გადაკიდებული, ამიტომ სრაფად ჩავაცურე და მოვიხვიე, წყალი გადავკეტე და კარი დავხურე
-ჩემი ბრალი არ არის, კარი ღია დატოვე-გამოსვლისთანავე ნიჟარასთან მდგარი ჩეისი დავინახე, რომელიც კბილებს იხეხავდა და წელს ზევით შიშველი იდგა
-დავტოვე არა! დამრჩა და მეორეც დაუკითხავად რატომ შემოხვედი, ხომ შეიძლებოდა..
-შიშველი მენახე?-ცალი წარბი ასწია და გამომხედა-არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი იქნები, ამიტომ ეგეთ სისულელეებზე ნუღარ მოიშლი ნერვებს-კბილის ხეხვა განაგრძო
-შეგიძლია ყოველი ჩვენი  საუბრისას ხაზი არ გაუსვა, რომ ნამდვილი მექალთანე ხარ, რომ ქალის გრძნობები ფეხებზე გკიდია და მათ ისე იცვლი, როგორც ხელთათმანებს, რომლებიც პირველივე ხმარების შემდეგ გბეზრდება და ისე ისვრი ნაგავში, რომ შედეგებზე არც ფიქრობ?!!-კბილის ჯაგრისზე პასტა დავასხი და მის გვერდით მეც დავიწყე კბილის გახეხვა
-და შენ რა გაბრაზებს? შენ ხომ მათ რიცხვში არ შედიხარ-ჯაგრისი კბილიდან გამოიღო და გაოცებულის სახით მკითხა, შემდეგ კი თავდაჯერებით დაამატა-ჯერ-ჯერობით!
-ჯერ-ჯერობით? სამწუხაროა თუ ჯერ კიდევ გაქვს რაიმეს იმედი-ნიშნის მოგებით გადავულაპარაკე
-რომ არა წუხელ გამოჩენილი შენი სისუსტე, მეც საბოლოოდ ჩავიქნევდი შენზე ხელს
-რაც შეეხება წუხანდელს.. -მისკენ შევბრუნდი-ეს.. არ ვიცი.. უბრალოდ იცოდე, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება-ისევ სარკისკენ შევტრიალდი-და მაინც..-არც კი ვიცი, რატომ ვცდილობდი საუბრის გაგრძელებას-რატომ ლაპარაკობ, რომ ჩემთან სექსი გინდა, მაშინ, როცა თვითონ მითხარი, რომ სექსუალურობა მაკლია, რომ შენ არ შეგეფერები და ა.შ.
-ეგ მე ვთქვი? რაღაც გეშლება პატარავ, მე გითხარი, რომ სექსუალური სიმწიფე გაკლია და ზედმეტად ბავშვური ხარ ამ საკითხისადმი
-ანუ გგონია, რომ სექსი მაკლია, სწორად გავიგე?
-მეათასედის სიზუსტით
 
-აჰა.. და შენ რა იცი სექსი მაქვს თუ არა?
-პირველივე შეხედვაზე ვხვდები, მაქსიმუმ ერთი ან ორი კაცი თუ გეყოლებოდა, შეიძლება ისინიც არა 
-ცუდად მიცნობ ჩეის კროუფორდ-პირში წყალი გამოვივლე, ჯაგრისს გავავლე, ადგილზე ჩავაბრუნე და ჩეისს მკაცრი ტონით ვუთხარი-შეგიძლია გახვიდე? უნდა ჩავიცვა
-ჩაიცვი მერე-ჯაგრისი თვითონაც უკან ჩააბრუნა, წყალი გამოივლო და სააბაზანოში შესასვლელად მოემზადა, რასაც ბუნებრივია იდოტივით თვალებდაჭყეტილი ვერ ვუყურებდი და ტანსაცმლით ხელში გავედი საძინებელში, თანაც დარწმუნბული ვიყავი, რომ ჩეისი  გამოსვლას მინიმუმ 15 წუთით დაიგვიანებდა. გამოცვლისთვის დიდი დრო არ მომინდომებია, მალე ჩავიცვი და ჩეისი გამოსვლას დაველოდე, რომ პირსახოცი სააბაზანოში შემეტანა, ისიც მალე გამოვიდა და კიდევ კარგი ჩაცმული.
პირსახოცი გასარეცხებთან დავდე და უკან გამოსულს ლეპტოპთან მჯდარი ჩეისი დავინახე
-ლეიტონი რეკავს დაელაპარაკები?-მკითხა, როცა ოთახში შესული დამინახა
-აუცილებლად-ჩეისს მივუახლოვდი და მის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი
-hi guys!-გულითადად მოგვესალმა ლეიტონი
-როგორ ხარ ლეი?-მეც მთელი გულით გავუღიმე და გულწრფელად მოვიკითხე-რას შვებით? ჯეიკი როგორ არის?
-ჯეიკი ძალიან კარგადაა, აქ ყველა კარგად ვართ, აბა თქვენზე მომიყევით, როგორ ჩაფრინდით?
-ყველაფერი მშვენივრადაა მე და ბლეიქი ერთმანეთს ვეგუებით, არა ბლეიქ?-მომღიმარმა ჩეისმა ხელი წელზე მომხვია, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და სწრაფადვე დავეთანხმე
-ლეიტონ ჯეიკმა გაიღვიძა?-ვკიტხე, როცა ოთახში ხმაური გავიგე
-როგორც ჩანს გაუღვიძია-გვიპასუხა და მიაძახა-დე, საყვარელო! ჩეისსა და ბლეიქს ველაპარაკები, არ გინდა მოხვიდე?-ჯეიკს პასუხი არც გაუცია, კისრისტეხით მოვარდა ლეპტოპთან და ლეიტონს კალთაში ჩაუხტა
-როგორ ხართ?-ჩემი დანახვისას ოდნავ დაიმორცხვა, მაგრამ ჩეისთან საუბარმა ისევ გამოაცოცხლა 
-ჩემი ჩემპიონი როგორ არის? მე და ბლეიქს ძალიან გვენატრები და როცა ჩამოვალთ ძალიან დიდ საჩუქარს ჩამოგიტანთ
-საჩუქარს? მიყვარს საჩუქრები და მაინც რას?-ჯეიკს ცნობისმოყვარეობამ სძლია და თან ისეთი საყვარელი იყო, რომ სიცილის შეკავება ვერც ერთმა ვერ შევძელით
-სიურპრიზია საყვარელო, დარწმუნებული ვარ ძალია, ძალიან გაგეხარდება, ხომ მოიცდი ჩვენს ჩამოსვლამდე?-ვუტხარი მომღიმარმა
-კარგი დაგიჯერებ და იცოდე საჩუქარი არ დაგავიწყდეთ ხო??
-მაგას როგორ ამბობ საყვარელო..-ჯეიკის ნაცვლად ლამის ეკრანს ვაკოცე-ხო მართლა ჯეიკ! მამაშენი, რომ ვიკენდების ერთად გატარებას შეგპირდა??
-ხო მე და მამა ხვალ მივდივართ, მაგრამ მარტო ვიქენდებზე არა-მიპასუხა ჯეიკმა და მისი დაწყებული საუბარი ლეიტონმა გააგრძელა
-ხო ბლეიქ! ედმა შვებულება აიღო და მთელს თვეს კანადაში გაატარებენ
-გაატარებენ? ჯეიკ? დედა არ მიგყავთ?-დანანებით ვთქვი და გვერდიდან მოვლით დავიწყე-და მერე არ გეცოდება მთელი თვე მარტო რომ უნდა დარჩეს?-დაღვრემილი სახე მივიღე
-ბლეიქ!-ლეიტონი მალევე მიმიხვდა ჩანაფიქრს და ჩემი გაჩერება სცადა, ჩეისმა კი გაკვირვებით ამომხედა, მაგრამ მისთვის არც მიმიქცევია ყურადღება
-მმ..-ჯეიკიც დაფიქრდა
-ჯეიკ, იცი რა?.. მემგონი მამიკო დათანხმდება, რომ ლეიტონიც თქვენთან ერთად წამოვიდეს არა?? წარმოიდგინე რა მაგარი იქნება, შენ, დედა და მამა ისევ ერთად იქნებით
-დედა ხომ მაგარი იქნება?-აღფრთოვანებულმა ჯეიკმა ჩემი წინადადება მაშინვე აიტაცა-ახლავე დავურეკავ მამას-ჯეიკმა ეკრანს აკოცა გამომშვიდობების ნიშნად და ისე გაიქცა მამასთან დასარეკად, რომ ლეიტონის ძახილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია
-ბლეიქ! ხომ იცი, რომ..
-არაფერიც არ ვიცი!-აღარ გავაგრძელებინე-დარწმუნებული ვარ ეს მოგზაურობა ორივესთვის სასიკეთოდ დამთავრდება
-მაგრამ ჩვენს შორის უკვე ყველაფერი დამთავრდა
-ლეიტონ!-ჩეისმა თავი ზემდეტად იგრძნო და წამოდგა-ნუ ხარ პესიმისტი! ვინ თქვა, რომ ყველაფერი მორჩა, შენ? მაშინ მე გეტყვი, რომ ცდები, ვხედავდი, როგორ უყურებდით შენ და ედი ერთმანეთს და სულ უფრო მეტად ვბრაზობდი ორივე თქვენგანზე, იმის გამო, რომ ბავშვური სისულელეების გამო ჯეიკს მძიმე დარტყმას აყენებთ, ნუთუ საკუთარ თავს ჯეიკზე წინ აყენებ?-გაბრაზებული გაჩერებას არ ვაპირებდი, ვცდილობდი ლეიტონი დამერწმუნებინა, რომ ედთან ყოფნის უკანასკნელი შანსის გამოყენება ღირდა
-არა მაგრამ..-ლეიტონს ცრემლები დასცვივდა
-არავითარი მაგრამ!-მისი ცრემლების დანახვისას ოდნავ მოვლბი-ლეიტონ! საყვარელო! ცრემლები მოიწმინდე, შენ არაფერი გაქვს დაკარგული, პირიქით! შანსი გეძლევა ედთან ურთიერთობა გაამყარო და ჯეიკს სიხარული მიანიჭო
-მგონი მართალი ხარ..-გაეღიმა და ცრემლები მოიწმინდა
-ესე ჩემო გოგო! ვამაყობ შენით
-.. კარგი აბა ჩემზე ლაპარაკი გვეყო, მითხარი შენსა და ჩეისს შორის რამე მოხდა? პირველი ღამე გქონდათ?-ამის გაგონებისას ოდნავ გავწითლდი, მეგონა ოთახში ჩეისიც იყო, ამიტომ უხერხულად შევიშმუშნე და იქით-აქეთ მოვიხედე, თუმცა ჩეისი ვერსად ვნახე და ოდნავ დამშვიდდი
-ლეიტონ! კარგი რა.. ხომ იცი, რომ ჩვენს შორის არასოდეს არაფერი მოხდება
-კი მაგრამ ის ხომ ჩეისი და.. 
-და მაგას შენ ამბობ?-გამეცინა-ჩეის კროუფორდი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ასე ადვილად არც მასთან დაწოლას ვაპირებ-როცა ჩემს სიტყვებს დავუკვირდი სწრაფად შევცვალე-უფრო სწორად საერთოდ არ ვაპირებ! ასე რომ..
-კარგი კარგი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს-ჩაეცინა ლეიტონს-ხო მართლა მაილი და ლიამი აპირებენ ნიუ-იორკში ჩასვლას და მაილიმ მთხოვა თქვენი სასტუმროს მისამართი მიმეცა, იმედია წინააღმდეგი არ იქნები..
-რას ამბობ! პირიქით, ძალიან გამეხარდება თუ ვნახავ, ძალიან საყვარელი და მხიარული გოგოა, სიამოვნებით დავუმეგობრდებოდი
-მანაც იგივე თქვა შენზე, ყველას გვიხარია, რომ ჩეისის გვერდით შენ ხარ
-კარგი რა ლეიტონ.. ასე ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდება
-მაგრამ მაინც..თან იმედია ეს ყველაფერი ჩვენს მეგობრობას ხელს არ შეუძლის
-არც იფიქრო!-საჩვენებელი თითი დავუქნიე
-მოვდივარ საყვარელო!-ლეიტონმა ჯეიკს გასძახა და მერე მე მომიბრუნდა-კარგი ბლეია! აბა წავედი, თორემ დარჩა ჯეიკი მშიერი
-წადი და ისაუზმეთ, ოღონდ ხშირად დარეკე ხოლმე ძალიან გთხოვ. ა.. ხო და იცოდე ედთან და ჯეიკთან ერთად კანადაში მიდიხარ
-კი კი მაგაზეც აუცილებლად დაფიქრდები
-დაფიქრდები???-ცალი წარბი ავწიე
-კარგი ხო..-გამიცინა და მითხრა-აბა შენ იცი, ჩეისს ჩემს ნაცვლად დაემშვიდობე
-აუცილებლად! ჯეიკს აკოცე-სკაიპი გამოვრთე და ნაღვლიანად მიმოვიხედე
-ადამიანების დარმწმუნება კარგად გეხერხება!-ჩეისი კედელს მიყრდნობილი მელაპარაკებოდა
-შენს გასაკეთებელს ვაკეთებ
-რას გულისხმობ?
-ლეიტონი შენი დაა, ედი კი საუკეთესო მეგობარი იყო, როგორ დაუშვი მათი დაშორება, როცა იცოდი, რომ ერთმანეთი ისევ ისე ძლიერად უყვარდათ
-ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევის უფლება არავის აქვს, მითუმეტეს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გგონია, უფრო სწორად როგორც ლეიტონს ჰგონია..

პირველ რიგში მადლობა ვინც მოიცალეთ მოთხროის წასაკითხათ, მინდა გითხრათ, რომ ეს მოთხრობა ყველაზე მეტად მომწონს ჩემს მოთხრობებს შორის და ძალიან მინდა ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ ძალიან მწყდება გული, როცა ნახვები და კომენტარები ძალიან დაბალია, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოთხრობის დადების სტიმულს მიკარგავს, ამიტომ მირჩევნია მითხრათ თუ არ მოგწონთ მოთხრობა, რატომ არ მოგწონთ ან რა გინდათ შევცვალო, რომ უკეთესი გავხადო.. 
ამ თავზე კომენტარები გადაწყვეტს გავაგრძელებ თუ არა მოთხრობის დადებას, თუ მინიმუმ 10 კომენტარი არ მოუგროვდა შემდეგ თავს ვეღარ დავდებ
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს, ბავშვებო მინდა აქედანვე გითხრათ, რომ ძალიან მამხნევებდა თქვენი კომენტარები და კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 870 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-04-22 Spam
momwons dzaliaaan,magaria umagresia