მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » Just The Way You Are. Part =6=
6:22 PM
Just The Way You Are. Part =6=
Just The Way You Are. Part =6=
"ქორწილი"
ამ თავს mari miley-ს ვუძღვნი



-მგონი შეძლებ ამაღამ მისი ადგილი დაიკავო..-მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს იყო, აზროვნების უნარი წამერთვა, გამალებით ვსუნთქავდი, თან თვალებს არ ვაშორებდი და ვხედავდი როგორი ნდომით უცქერდა ჩემს ტუჩებს, თითქოს მის დაწაფებას ლამობსო...
-იმედია ჩემზე ძალადობას არ აპირებ!-შევეცადე მკაცრად და თავდაჯერებულად წარმომეთქვა ბოლო სიტყვები, თუმცა აშკარად შიშნარევად გამომივიდა
-21 წლის ბავშვი ხარ-გაიცინა, ხელები კარადას მოაშორა და წვენი მოსვა-შენი ტიპის გოგონები არ მომწონს, საწოლში 40 წლის ქალებიც თავისუფლად გაჯობებენ
 
როგორც კი მისგან გავნთავისუფლდი შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მისმა კომენტარმა თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად მაგრძნობინა, ეს კი ამ წუთას ჩემთვის ძალადობის ტოლფასი იყო
-აი მაგას კი ვერასოდეს გაიგებ!-გაბრაზებულმა ჭიქა მაგიდაზე დავანარცხე, ლამის გავტეხე კიდეც და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ წავედი
-კარგი რა, არ მითხრა რომ გეწყინა, არა ისე თუ გინდა..-ბაბნიკურად იღიმოდა და თან მის თითოეულ სიტყვაში აშკარა დაცინვა იგრძნობოდა
-იდიოტო!-კიბესთან მდგარ მაგიდაზე ტელეფონს დავწვდი და მთელი ძალით მოვისროლე, თუმცა არ შევჩერებულვარ ისე განვაგრძე კიბეებზე ასვლა
-Oh! I think I was wrong. You act like a hot bebe!-იატაკზე დაიხარა და ტელეფონის ნამსხვრევებს დაუწყო აკრეფა
-Go to hell bastard!-ოთახში სწრაფად შევედი, კარები გადავკეტე და საწოლში ჩავწექი, თუმცა ძილი არ მომეკარა, მთელი ღამე ჩეისზე და მის იდიოტურ, ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ და უსამართლო, ზოგჯერ კი სასაცილო და თან შეუბრალებელ დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი, წარმოუდგენელია ადამიანი ასეთი უშუალო და გახსნილი იყოს ბაშვთან და ვერ იტანდეს უფროსებს, უფრო სწორად პირველ რიგში მე, ამიტომაც ძალიან მეშინოდა იმ ყველაფრის, რისი მოტანაც ხვალინდელ ქორწილს შეეძლო ჩემთვის.
-დილა მშვიდობია მძინარე მზეთუნახავო! ადგომას არ აპირებ?-ოთახში ლეიტონი შემოვიდა და ფარდები გადასწია, როგორც ჩანს გამთენიისას ჩამეძინა, ამიტომ გაღვიძება ცოტა არ იყოს გამიჭირდა და რომ არა მზის სხივი, რომელიც ლამის დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემზე, ალბათ ისევ ძილს განვაგრძობდი
-დღეს ქორწილია-ჩავიბურტყუნე და ფეხისთრევით წამოვდექი საწოლიდან
-სწრაფად ბლეიქ, თორემ ვეღარ მოვასწრებთ!-ლეიტონმა ხელით მიბიძგა სააბაზანოსკენ, მე კი ხელი მოვკიდე და დავატრიალე
-ვაიმე ლეიტონ, როგორ მოგხდომია ახალი კაბა
-მადლობა საყვარელო-მაკოცა და ლამის ძალით შემათრია სააბაზანოში.
დიდი დრო არ დამჭირვებია, ლეიტონმა თვითონ შემირჩია ვარცხნილობა, კაბაც ისე ჩამაცვა, როგორც ბავშვს აცმევს ხოლმე დედა ზეიმისთვის, ან რაიმე განსაკუთრებული დღით, ერთი ის არის, რომ ასეთი ბავშვისათვის დამახასიათებელი მხიარულება მაკლდა.
როგორც იქნა ყველა დეტალი უკვე მზად იყო, მე და ლეიტონი ქვევით ჩასასვლელად მზად ვიყავით, სტუმრებც კარგა ხნის მოსულები იყვნენ და ჩეისის გადაწყვეტილებით ხელის მოწერის ცერემონიალი სახლში გაიმართებოდა, რისთვისაც ლეიტონის დავალებით როგორც ჩანს ყველაფერი შესაფერისად მოამზადეს
-ჩამოსვლას არ აპირებთ?-ოთახში ფრაკში გამოწყობილი ჩეისი შემოვიდა
-ჩეის გადი საპატარძლოს ქორწილამდე ნახვა ცუდის ნიშანია-ლიტონმა ჩეისის ოთახიდან გაგდება გადაწყვიტა
-დაანებე ლეიტონ, ეს ხომ ნამდვილი ქორწილი არ არის-ლეიტონიც შეეშვა და გვერდით ამომიდგა-რაც შეგეხება შენ მშვიდად იყავი გაქცევას არსად ვაპირებ-დოინჯშემორტყმულმა ნიშნის მოგებით დავუწყე საუბარი
-ეს არც მიფიქრია-ლოყაზე მაკოცა და მითხრა-იმედი მაქვს ქვემოთ ასეთი დაღვრემილი არ ჩამოხვალ, არ მინდა სტუმრებმა რაიმე იეჭვონ-როგორც კი ჩეისი რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა და წასასვლელად მოემზადა ლოყა მოვიწმინდე
-ეს უზრდელობაა პატარავ-გაღიმებულმა ჩეისმა არც შენიშვნისაგან შეიკავა თავი
-მე შენი პატარა არ ვარ!
-აჰამ-კარი სწრაფად გაიხურა და ლეიტონმაც კაბის შლეიფი უკანასკნლეად შემისწორა
-დამპირდი, რომ მასთან ურთიერთობის მოგვარებას შეეცდები
-ჩეისთან? იმედია ხუმრობ! ეს პრაქტიკულად შეუძლებელია-უკმაყოფილომ წარმოვთქვი
-შეუძლებელი არაფერია!-ნიშნისმოგებით მითხრა ლეიტონმა
-ეს ფრაზა მგონი ზემდეტად გაიცვითა
-მე ასე არ ვიტყოდი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ჯობის ჩეისი მოთმინება არ გამოვცადოთ
კიბეებზე ნელა ჩავედით, ჩეისი და მე შევთანხმდით, რომ ქორწილში თითქმის არავის დავპატიჟებდით, არადა მისაღები სტუმრებით იყო სავსე, ძალიან ბევრი უცნობი სახე ირეოდა და ყურადღებას მათი ცქერა მიფანტავდა, ბოლოს როგორც იქნა ჩეისიც გამოჩნდა, კიბის თავზე მდგარმა ხელი გამომიწოდა და ჩამოსვლაში დამემხარა
-არაჩვეულებრივად გამოიყურები!-ხელზე მეამბორა და მოსამართლემდე ხელიხელ გაყრილები მივედით, სტუმრები კი თითქოს ნამდვილი ღიმილითა და აღფრთოვანებით გვიკრავდნენ ტაშს
-შეგეძლო ეს ზევითაც გეთქვა-გადავულაპარაკე სანამ მოსამართლის მაგიდამდე მივიდოდით
-მაშინ უნდა მეღიარებინა, რომ საოცრად გამოიყურები
-მგონი შენ ის ხარ წუხელ რომ მითხრა ბავშვი ხარ და შენნაირებს ვერ ვიტანო
-ნუ ამახინჯებ, მთლად ეგრეც არ დამიმცირებიხარ
-ანუ გინდოდა დაგემცირებინე
-ამ..-პასუხის გაცემა მოსამართლემ არ აცალა, მან ჯერ შესავალი დაიწყო, შემდეგ კი სათითაოდ შეგვეკითხა თანახმა ვიყავით თუ არა ქორწინებაზე, სიმართლე ვთქვა მისი ნათქვამი კარგად არ მესმოდა, უფრო სწორად ყურადღებას არ ვაქცევდი, მე ბევრად სერიოზული საფიქრალი მქონდა, თუმცა ღიმილი აქაც არ დამვწიყნია და თანხმობა მომღიმარმა და „ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსემ" განვაცხადე, თუმცა შეუღლების შემდეგ კოცნას სასწაულებრივად გადავურჩი და მხოლოდ ლოყაზე ამბორით შემოვიფარგლე, რაც შეიძლება ეჭვის აღმძვრელიც ყოფილიყო, თუმცა ამისათვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.
ხელის მოწერის ცერემონია მალე დამთავრდა და მოგვიანებით მომლოცველთა წინასწარ მოფიქრებულ სიტყვებს ვისმენდით, რომლებიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „რატომ აქამდე არ ვიცოდი ასეთი მომხიბვლელი მეორე ნახევარი თუ გყავდა" ან ასე „ჩეის ძმაო ნამდვილად შესაშური მეუღლე გყავს" „არჩევანს გიწონებ" და ა.შ. თითქოს ეს ჩემთვის რაიმეს ნიშნავდეს, მაგრამ ბევრი მათგანის მოლოცვა მართლა გულწრფელი იყო და ჩეისმაც მისი მეგობრები სათითაოდ გამაცნო, მათ შორის კი განსაკუთრებით ერთი წყვილი მომეწონა ლიამ ჰემსვორთი და მაილი საირუსი, ორივე მათგანზე ძალიან ბევრი რამ გამეგონა, მათ ახლადშესაქმნელ ოჯახზე ხომ ლამის მთელი ჰოლივუდი ჭორაობდა, საბედნიეროდ მათი იმიჯი ფარსი სულაც არ ყოფილა და ისეთივე უშუალოები და კონტაქტურები არიან, როგორადაც საზოგადოება რაცხდა.
მე და ჩეისს ცალკე საუბრის შანსი აღარ მოგვცემია, მე ძირითად დროს მაილისთან და ლეიტონთან ვატარებდი, თუმცა მაილის გვერდით ჯერ თავს ისევ შებოჭილად ვგრძნობდი, რაც შეეხება ჩეისს, ის ისეთი გახარებული ესაუბრებოდა მეგობრებს გეგონებათ ამ ქორწილზე მთელი ცხოვრებაა ოცნებობსო.
მოსაღამოვებისას ეზოში გავედით, როგორც ჩანს ჩეისი სიურპრიზს ამზადებდა და ჩემი გამოჩენისთანავე ცა ფეიერვერკების საოცარმა ფერებმა გაანათეს.
მალე ყვავილის სროლის დროც დადგა და მისი „მფლობელიც" მაილი გახდა, თუმცა ყველა ისედაც ელოდა ლიამისა და მის ქორწილს. ტორტიც დავჭერით და მე და ჩეისმა ერთად ვიცეკვეთ კიდეც
-მოემზადე უნდა გავემგზავროთ-ცეკვის დროს ჩეისმა ყურში ჩამჩურჩულა
-რა? როდის?-მისმა ნათქვამმა გამაოგნა
-ახლავე, ბილეთები დაჯავშნილია, ნიუ-იორკში მივფრინავთ
-ნიუ-იორკში? კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ, შენ ხომ ისედაც ოცნებობდი ნიუ-იორკში მოგზაურობაზე-მზრუნველის ხმით მითხრა ჩეისმა
-და შენ ვინ.. ლეიტონი!-მაშინვე მივხვდი, რომ ლეიტონის ნათქვამი იქნებოდა-მან გითხრა არა?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ამაღამ მივფრინავთ
-კი მაგრამ კონტრაქტით საქორწინო მოგზაურობა გათვალისწინებული არ არის!-სინამდვილეში ნიუ-იორკში მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ჩეისთან ერთად მარტო.. ეს უკვე ყველაფერს ცვლიდა
-კონტრაქტის შესახებ მხოლოდ ჩვენ და ლეიტონმა ვიცით, ამიტომ ვერ დავუშვებ ხალხს საჭორაო თემა მივცე
-როგორც იტყვი-თავი მხარზე დავადე და ცეკვა განვაგრძე, მუსიკაც მალე შეწყდა და ლეიტონთან ერთად ზევით ავედი, თუმცა მასთან ჩხუბი ვერ გავბედე, ისედაც ამდენ რამეს აკეთებდა ჩემთვის, მხოლოდ მცირე შენიშვნით შემოვიფარგლე, მაგრამ მითხრა სხვა გზა არ მქონდაო და მეც დავუჯერე.
ტანსაცმელი მალე ჩავალაგეთ, ლეიტონს თავიდანვე ჰქონდა ჩემთვის მეორე კაბა ნაყიდი და ახლა სწორედ ის ჩავიცვი. სტუმრებმა გულთბილად გაგვაცილეს და თვითონ ზეიმი განაგრძეს. აეროპორტში დიდხანს არ მოგვიწია ლოდინი. თვითმფრინავშიც საკმაოდ მალე გავიდა დრო და ნიუ იორკში შუაღამისკენ ჩავედით. ჩეისს წინასწარ ჰქონია ნომერი დაჯავშნილი და მომსახურე პერსონალმა პირდაპირ ნომერში აგვაცილა
-მოიცადე! ჩვენ რა ერთ ნომერში ვიქნებით-გადავუჩურჩულე დერეფანში მიმავალმა
-არაფერი შეიმჩნიო, ჩვენ ხომ ახალდაქორწინებულები ვართ-წინააღმდეგობის თავი არ მქონია და ხმის ამოუებლად გავყევი უკან, ჩემოდნების შეტანს შემდეგ მომსახურე პერსონალმა მალე დაგვტოვა და მეც კარი გავიხურე, თუმცა მობრუნებულზე, როცა ორ კაციანი ერთი საწოლი ვნახე ლამის შევყვირე
-იმედია არ ფიქრობ, რომ ერთად დავწვებით!....

 

იმედია მოგეწონათ, თუმცა ეს კიდევ არ არის რისი ჩვენებაც მინდა, გახსოვდეთ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება :დ
ბავშვებო ვერც წარმოიდგენთ წინა თავზე თქვენმა კომენტარებმა როგორ გამხარა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ეს მოთხრობა მართლა ყველაზე მეტად მომწონს (ჩემს მოთხრობებს შორის რათქმაუნდა) და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე თუ რათქმაუნდა გაგრძელების საშუალებას მომცემენ.
რაც შეეხება შრიფტის ზომას: 2-ზე ვაყენებ, იმიტომ, რომ მერე მიწერს ტექსტის სიგრძე ველში სრული აღწერა აღემატებაო დაშვებულ მნიშვნელობას, ამიტომ ამ მხრივ სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლი.
მომდევნო თავს მივუძღვნი იმ მკითხველს, რომლის კომენტარიც ყველაზე მეტად მომეწონება :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 687 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-04-16 Spam
dzalian momewona es tavi ^^
kargi weris stili gaqvs ^^