მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » თებერვალი » 8 » Just The Way You Are. Part=34=
6:04 PM
Just The Way You Are. Part=34=
Just The Way You Are. Part =34=



-Surprise!-ვიყვირე როგორც კი ლეიტონმა კარები გაგვიღო

-არ მჯერა!-გაოცებულმა პირზე ხელები აიფარა, შემდეგ კი ორი-სამი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა  და ძლიერად გადამეხვია

-ისე მეც ვარსებობ.. მაინც რომ იცოდეთ..-ხტუნვა და წივილ-კივილი ჩეისმა შეგვაწყვეტინა

-ჩემი ეჭვიანი!-წარმოვთქვით მე და ლეიტონმა ერთდროულად, ერთმანეთს მოვშორდით და ლეიტონი ამჯერად ჩეისთან ჩასახუტებლად გაემართა

-სულაც არა-თქვა ბუტია ბავშვივით, რომელსაც ეს ესაა შესარიგებლად კამფეტი მისცეს და გაბრაზება გადასდისო

-საერთოდ არა-გამოვაჯავრე მისივე ხმით და ტუჩზე ნაზი კოცნა დავუტოვე

-ოჰო!-ლეიტონმა თვალი ჩამიკრა-ყველაფერი იმაზე უკეთ ყოფილა, ვიდრე შენი მონაყოლიდან შემეძლო დამესკვნა

-ოხ ეს რძალ-მული-ჩაილაპარაკა ჩეისმა და ჩემოდნები სახლში შეიტანა, მალე მას მე და ლეიტონიც შევყევით

-ჩემპიონო!-ჯეიკის დანახვისთანავე ჩეისმა ჩემოდნებს თავი მიანება და ჯეიკისკენ ხელებგაშლილი გაემართა-როგორ გაზრდილხარ და მოღონიერებულხარ-როცა ერთმანეთის ჩახუტებით გული იჯერეს ჩეისმა ჯეიკი კიდევ ერთხელ დაატრიალა, რომ კარგად შეეთვალიერებინა

-ნამდვილად ძალიან გაზრდილა-დავუდასტურე ჩეისს, რომ ჩემი იქ ყოფნაც შეემჩნიათ და მიზანსაც მივაღწიე, გაღიმებული ჯეიკი ჩემსკენ სირბილით წამოვიდა და ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ ჩაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ლამის იატაკზე აღმოვჩნდი გაშხლართული

-ფრთხილად ჯეიკ-სიცილით უთხრა ედმა, რომელსაც როგორც ჩანს ჩეისთან მისალმება უკვე მოესწრო და ახლა ჩემსკენ წამოვიდა

-როგორ ხარ ედ?-ფეხზე წამოვდექი და ედს გადავეხვიე, შემდეგ კი ცალი ხელი ჯეიკს მოვკიდე, მეორე კი თავზე გადავუსვი, დავიხარე და კიდევ ერთხელ ვაკოცე

-ძალიან კარგად მადლობა და რატომ არ გვითხარით თუ დღეს აპირებდით ჩამოსვლას?დაგხვდებოდით-მზრუნველი კილოთი გვითხრა ედმა

-ბლეიქს სიურპრიზის მოწყობა უნდოდა და აღარ შეგატყობინეთ-უპასუხა ჩეისმა

-სიურპრიზიც ასეთი უნდა-ლეიტონი ჩემთან მოვიდა და თავი მხარზე დამადო-მიხარია, რომ ჩამოხვედით... ძალიან გვენატრებოდით

-ჩვენც ძალიან მოგვენატრეთ-ჯეიკს ხელი გავუშვი და კიდევ ერთხელ ვიჯერე გული ლეიტონთან ჩახუტებით

 

****

-დღეს მაილი უნდა მოვიდეს-მამცნო ლეიტონმა, როდესაც ჩემოდნების ამოლაგება დავამთავრეთ

-ხო ვიცი, წეღან ველაპარაკე

-იცის რომ დღეს ჩამოდიოდით?

-არა, არც მისთვის მითქვამს

-ძალიან კარგი, თორემ ვიეჭვიანებდი-მითხრა და კარადის კარები დახურა. მისმა ნათქვამმა გამაცინა

-ვაიმე ლეიტონ როგორ მიხარია, რომ დღეს ყველა ერთად ვიქნებით, ნუ ლიამი გვაკლია, მაგრამ მაინც..-ვუთხარი როცა ოთახიდან გამოვედით

-ხო, იმედია ლიამიც მალე ჩამოვა

****

სანამ მე და ლეიტონი ზევით ვიყავით ჩეისი, ედი და ჯეიკი ჩვენს მიერ პარიზიდან ჩამოტანილი საჩუქრების განაწილებაში იყვნენ, ამიტომ დიდი ხანი არ დავრჩენილვართ სასტუმრო ოთახში და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღეთ.

ლეიტონი რომ შესანიშნავი მზარეული იყო ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ძალიან სწრაფად მოვამზადეთ რამდენიმე სახის სალათი, წვნიანი, ლეიტონის მიერ წინა ღამით გამომცხვარ ტორტს კრემი წავუსვით, უფრო სწორად წავუსვი და ლამის თავით ფეხებამდე კრემით მოვისვარე..

-შენ არ გამოხვიდე, მე გავაღებ კარებს-უსინდისოდ გამაფრთხილა ლეიტონმა, სამზარეულოში დამტოვა და კარის გასაღებად წავიდა, მცირე ხანს შევიცადე, მაგრამ როცა მაილის ხმა მომესმა თავი ვეღარ შევიკავე და მისაღებში გავედი

-მაილი!-ვიყვირე და ხელებგაშლილი გავემართე მონატრებული მეგობრისაკენ

-ბლეიქ?!-მომღიმარ სახეზე ეჭვი გამოეხატა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა-ჯერ დაიბანე და..-სცადა გავეფრთხილებინე, თითქოს რაიმე აზრი ჰქონოდა, რადგან კრემიანი ხელი უკვე ზურგზე მქონდა მოხვეული-კარგი, კარგი.. ერთი კვირაა არ მინახავხარ, ამიტომ გაპატიებ-ყოველი შემთხვევისთვის დაამატა და მანაც მომხვია ხელები

-და რატომ მე არავინ არ მაძლევს კრემით თხუპნიაობის ნებას?-გააპროტესტა ჯეიკმა და ქვედა ტუჩი საყვარლად გამოებურცა, რაზეც ყველას ერთდროულად აგვიტყდა სიცილი

-ხომ ხედავ ბლეიქ 5 წლის ბავშვიც კი არ ერთობა მსგავსი რამეებით-დამცინა ჩეისმა

-შენ ხმას ნუ იღებ საყვარელო-კრემიანი ხელი ჯერ თმებზე გადავუსვი, შემდეგ კი ლაქა მაისურსაც დავამჩნიე, რაზედაც მომღიმარი სახე მქუბუქი ბრაზის გამომხატველი მზერით შეეცვალა-ესეც ერთით ერთი, კრემი კეტჩუპის სანაცვლოდ-დავასრულე თუ არა თვალი ჩავუკარი და ნიშნისმოგებით გავუღიმე

-ვერაფერს იტყვი.. დაგინდო!-ამყვა მაილიც

-დაგიმახსოვრებთ-საჩვენებელი თითი რამდენჯერმე ააქნია და მეორე სართულისკენ წავიდა, მე კიდევ მაილის გავხედე და სირბილით მივყევი უკან ჩეისს, როგორც ჩანს მაილიც მიხვდა ჩემს განზრახვას და ამედევნა

-ლეიტონ, დროებით დაგტოვებ ბოდიში-მივაძახე და სტუმრისათვის გათვალისწინებული საძინებლის საშხაპეში მაილის შევასწარი-ორი რევანში ერთ დღეში-გამოვძახე მაილის, რომელმაც უკანასკნელად დააბრახუნა კარზე და ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით ოთახიდანაც გავიდა.

საშხაპედან საკმაოდ  მალე გამოვედი, პირსახოცი წელზე შემოვიხვიე და ჩემი და ჩეისის საძინებელში გავედი, რომ სუფთა ტანსაცმელი ჩამეცვა. ოთახი ცარიელი დამიხვდა, როგორც ჩანს ჩეისი უკვე ქვევით ჩავიდა, არადა რაც თავი მახსოვს საათობით ველოდი ხოლმე მისი სააბაზანოდან გამოსვლას.

თავი სწრაფად მოვიწესრიგე და ქვევით ჩავედი.

-ეგ მაისური ბევრად გიხდება ჩეის-კვლავ ჩემი საფირმო თვალის ჩაკვრა გამოვიყენე და სამზარეულოში გავედი

-კიდევ კარგი ამ სახლში საძინებლების ნაკლებობა არ არის და ლეიტონის ტანსაცმელიც მშვენივრად მერგება-მომაყარა მაილიმ სამზარეულოში შესვლისას

-ასე რომ არ ყოფილიყო გეგონა გაგიმეტებდი?-მხარზე ვაკოცე და გვერდით მივუჯექი

-კარგი გეყო აფერისტობა.. ახლა მიყვებოდა ქალბატონი თავის მოგზაურობაზე-ისე თქვა მაილიმ, თითქოს ლეიტონი ოთახში არ ყოფილიყო

-კარგ დროს ჩამოვსულვარ.. დეტალები გვაინტერესებს, თორემ ყოველდღე რომ სათხილამუროდ დადიოდით, ერთად საუზმობდით/სადილობდით/ვახშმობდით, საღამოობით ბუხართან იკრიბებოდით და ა.შ ამის შესახებ უკვე ვიცით

-თუ ცოტასაც მოითმენთ სადილზე სრულიად მოულოდნელ ახალ ამბავს შეიტყობთ-ლეიტონმა ეშმაკურად გაიღიმა და უკანასკნელ თეფშზე სალათი დაახვავა-თხოვნებით თავს ნუ დაიღლით, სადილამდე ვერაფერს შეიტყობთ-სწრაფად დაამატა, როცა განზრახვას მიგვიხვდა

რამდენი ვთხოვეთ, ხან რა კუთხით მივუდექით, ხან რა კუთხით, თუმცა სიტყვაც ვერ დავაცდევინეთ ახალ ამბავთან დაკავშირებით, ამიტომ როგორც ჭეშმარიტ დიასახლისებს შვენის სწრაფად გავაწყვეთ მაგიდა, ისე რომ ხუთვარსკვლავიან რესტორნის მაგიდასაც კი შეშურდებოდა..

-ესეც ასე.. ახლა იქნებ გვითხრა რას გულისხმობდი მოულოდნელ ახალ ამბავთან დაკავშირებით?-იკითხა მაილიმ, როცა ყველა სუფრასთან დავსხედით..




ვერც წარმოიდგენთ რამდენი ვიფიქრე დამედო თუ არა ეს თავი და ბოლოს მაინც გადავწყვიტე.. სულ რაღაც ნახევარ საათში დავწერე და დიდად არც გადამიხედავს შეცდომებისთვის იმდენად დამიკარგა წინა თავმა სტიმული, ამას ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან მწყდება გული რომ ვხედავ როგორ უვარდება მოთხრობას რეიტინგი.. 'კეთილი თავებით' თავს დიდად არ შეგაწყენთ და შევეცდები მოთხრობა მალე დავასრულო..
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთგულ მკითხველებს, ჩემთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავთ :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 800 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2014-02-14 Spam
rakargiaa male gaagrdzele <33333
dzalian dzalian mikvars es motxroba!!