მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 21 » Just The Way You Are. Part=28=
1:56 PM
Just The Way You Are. Part=28=
Just The Way You Are. Part =28=

"We are responsible for what we do, no metter how we feel"
"Life doesn't have to be perfect to be wonderful"
"Never take back what you say, turn your back and walk away(:"
 


-კი-ვუპასუხე და დაუფიქრებლად ვაკოცე-მიყვარხარ ჩეის!-ვუთხარი და კოცნა განვაგრძე, ჩეისს პერანგის ღილები შევუხსენი, მთელი გრძნობით ვკოცნიდი, ხელები თმებში შევუცურე და როცა პერანგი გავხადე ისიც გულაღმა გაწვა საწოლზე, მეც ზევით მოვექეცი, ჩეისმა სარაფანი გამხადა, გულაღმა გადამაწვინა და კოცნა დამიწყო ჯერ კისერზე, შემდეგ მხრებზე, ტუჩებში
-ბლეიქ არა!-ჩეისმა საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიმადო, მცირე ხნით თვალებში ჩამაშტერდა, შემდეგ კი თითქოს ჩემს მზერას ვერ გაუძლოო წამოდგომა სცადა, მაგრამ ხელი დავუჭირე და ვაიძულე ჩემთვის თვალებში შემოეხედა
-რატომაც არა ჩეის, ეს შენც გინდა და მეც
-ამას იმიტომ ამბობ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხარ, დარწმუნებული ვარ  ხვალ დილით შენს საქციელს ინანებ-საწოლზე გადაგდებულ პერანგს სწვდა, საწოლი მუხლებზე ხოხვით გადაიარა
-ჩეის, მოიცადე-წამოდგომა ვცადე, მაგრამ კიდესთან ძალიან ახლოს ვყოფილვარ, მე კიდევ ფეხის დასადგამი ვერ მოვზომე და იატაკზე აღმოვჩნდი გაშხლართული, თან უაზროდ მდიოდა ცრემლები
-ბლეიქ!-თანაგრძნობით სავსე ტონით სწრაფად მომიახლოვდა და ჩემი წამოყენება სცადა
-თავი დამანებე ჩეის-ხელი ვკარი და იატაკზე მჯდარი საწოლს მივეყრდენე, მას საპასუხოდ არაფერი უთქვამს, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად გვერდიდან არ მომცილებია, ჯერ ძლიერად ჩამეხუტა, შემდეგ კი ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა, გულზე ვყავდი მიკრული, თავზე მეფერებოდა და-Everything’s okay!-ამ სიტყვებით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მეც ჩხუბის ძალა არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი მქონდა, ამიტომ მეც მთელი ძალით მივეკარი, არ მინდოდა განძრეულიყო, იმდენად კომფორტულად და დაცულად ვგრძნობდი თავს მის გვერდით...
ძილი მალევე მომერია და ძილს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ოთახში შემოჭრილ მზის სხივებს თვალები რომ არ აეჭრელებინა ჩემთვის. როგორც კი თვალები გავახილე საწოლზე დავხედე, მაგრამ ჩეისი არსად ჩანდა, „როგორც ჩანს წავიდა"-გავიფიქრე და დამშვიდებით ამოვიოხრე, რომ სწორედ ამ დროს გავიგე სააბაზანოდან გამომავალი ჩეისის ხმა:
-გაიღვიძე ბლეიქ?-მეც სწრაფად გამახსენდა ჩვენი წუხანდელი თავგადასავალი და დარცხვენილი საწოლში შევცურდი, საბანი თავზე გადავიფარე და მოგუდული ხმით ვუპასუხე:
-არა, ჯერაც მძინავს და უახლოესი ერთი კვირა მეძინება
-Oh, come on shy girl..-მომიახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა და საბანის გადახდა სცადა
-Not shy, just stupid!-როგორც კი საბნიდან თავი გამომაყოფინა სახე თმებით დავიფარე, მან კი აბურდული თმები სახიდან გადამიწია და მითხრა
-სიმართლის მარცვალი ამაშიც ურევია
-იდიოტო..-სანამ რამეს დავამატებდი წამოდგა და სააბაზანოსაკენ მიმავალმა მითხრა:
-ამაღამ 7-ისთვის გამოგივლი, შეხვედრაზე ვარ წასასვლელი და აუცილებელია ჩემს გვერდით იყო
-არ მინდა წამოსვლა-გავიზმორე
-დიდად არც მე მეხალისება, მაგრამ აუცილებელია
-ხხ-ძალისძალად წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი, სარკესთან ჩეისის გვერდით დავდექი და კბილების გამოხეხვა დავიწყე-ჰეი ჩეის!-რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჩეისმა მოშვებული ონკანიდან წყალი ჩემსკენ მომართა და მაისური დამისველა, შემდეგ კი სწრაფად გაიქცა საძინებელში.
-ლიამ, მაილი!-სამზარეულოში უცნაურად პირმოცინარი შევედი და ჩემს ადგილზე მოვკალათდი-დილამშვიდობისა!-დავამატე სწრაფად და საუზმობას შევუდექი
-რამე მოხდა და არ ვიცი?-მაილიმ წარბები აათამაშა
-კი.. გუშინ საშინლად დავთვერი და თავი მისკდება, ჩეისს კიდევ უნდა, რომ დღეს რაღაც შეხვედრაზე გავყვე-თვალები ისე გადავატრიალე, რომ აშკარად ვანიშნე საშინლად მომაბეზრებლად და უსიამოვნოდ მეჩვენებოდა შეხვედრაზე წასვლის იდეა
-შეხვედრაზე?..-მაილი მცირე ხნით ჩაფიქრდა
-საქმიან შეხვედრაა, სადაც შენი ადგილი არ არის-ჩეისი მაილის ჩანაფიქრს მიუხვდა და პირში მიახალა წამოსვლაზე არც იოცნებოო, რა დროსაც ჩეისს და ლიამს ერთდროულად გაეცინათ, მაილიმ კი გაბრაზებულმა გადაატრიალა თვალები და სწრაფად დაამატა:
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირ უჟმურთან ერთად კიდევ უფრო მოსაწყენ წვეულებაზე წამოსვლა
-აჰა, როგორ არა, სინამდვილეში კი ალბათ უარი როგორ განიცადე
-ჰაჰაჰ, სულაც არ არის სასაცილო-დაეჭყანა მაილი
-ვიცი, ვიცი-სიცილს არ წყვეტდა რა დროსაც მაილისაგან მთელი მუჭა სპაგეტი სახეში მიიღო
-ჯანდაბა ხელიც დავისვარე შენს გამო-კმაყოფილმა მაილიმ ხელი ხელსახოცით შეიწმინდა, მაგრამ სულ ტყუილად დაიგულა თავი უსაფრთხოდ, რადგან ჩეისის ლამის მთელი ულუფა ზედ სახიდან ზედ მაისურზე ჩაუსრიალდა და მთლიანად მოთხვარა, რაზეც მისი რეაქცია უაზროდ პირის დაღება იყო, ხელები კი ჰაერში მაღლა ასწია და საპასუხოდ მოემზადა
-რა ბავშვებით იქცევით.. მაილი!-დავიყვირე და სწორედ ამ დროს ჩეისმა და მაილიმ ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი სათითაოდ მე და ლიამს დაგვაკვირდნენ
-მაილი, ჩეის..!-სკამიდან წამოდგა ლიამი და უკუ სვლა იწყო, ისევე როგორც მე
-მაინც სად აპირებ გაქცევას?-ლამის კიბეებამდე მივირბინე, რა დროსაც ჩეისმა მაისურში ჩამავლო ხელი, კედელთან მიმაყენა და მომღიმარი სახით დამანახვა ცხიმიანი მასა, რომლითაც ჩემს დასვრას აპირებდა
-ამაღამ შეხვედრაზე უნდა წავიდეთ-დამშვიდებულმა ჩავუკარი თვალი ჩეისს
-ამაღამ, მართლაც მოგვიწევს წასვლა, მაგრამ ჯერ მხოლოდ დილაა-გამიცინა ჯერ თმები, შემდეგ კი მთლიანი სახე დამისვარა
-მაილი!! ყველაფერი შენი ბრალია-ვუყვირე მაილის, როცა კმაყოფილი ჩეისი კიბეებს აუყვა და დებილივით მარტო დამტოვა
-კარგი რა.. სულ ცოტაოდენი გართობა-მაილიმ და ლიამმა სიცილი შეწყვიტეს, მე შემომხედეს და შეწუხებული, მაგრამ მაინც მომღიმარი სახეები მომანათეს
-სამზარეულოს თქვენ დაალაგებთ!-ვუთხარი და ზევით ავედი
-როგორც ინებებთ ქალბატონო!-მომაძახა მაილიმ და მან და ლიამმა გართობა განაგრძეს
-ისევ დამასწრო..-ჩავილაპარაკე, როცა საძინებელში შესულს სააბაზანოდან მოშვებული შხაპის ხმა გავიგე
-თუ ასე ძალიან გეჩქარება შეგიძლია ჩემთან ერთად იბანავო-სააბაზანოდან ჩეისის ხმა შემომესმა
-არა გმადლობთ, შემიძლია მოვითმინო
-როგორც გინდა
ჩეისმა შხაპის მიღება განგებ გააჭიანურა, მაგრამ საბოლოოდ როგორც იქნა გამოვიდა და მეც უმალ სააბაზანოში შევვარდი.
-უნდა წავიდე და 7-მდე ვერ დავბრუნდები.. მზად დამხვდი!-დამიბარა ჩეისმა ოთახიდან გასვლისას
-As you order!-ჩავილაპარაკე და შხაპის მიღება განვაგრძე
მთელი დღის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. ლიამის გადაღებებზე წასვლის შემდეგ მე და მაილი სახლში დავრჩით და მთელი დღე წუხანდელ წვეულებაზე, ლიამზე, ჩეისზე ვსაუბრობდით, ლეიტონსაც დავურეკეთ და სკაიპით ძალიან დიდხანს ვესაუბრეთ, ძალიან ბედნიერი ჩანდა ედის გვერდით, თვით ედსა და ჯეიკსაც ველაპარაკეთ, ნუ მოკლედ გარჩევის გარეშე არც ერთი თემა არ დაგვეტოვებინა..
-You look so, so beautiful-როდესაც მაილიმ შეხვედრისათვის სრულ მზადყოფნაში დამინახა აღფრთოვანებისაგან ტაში შემოჰკრა
-მართლა მოგწონს? 
-მოწონება ის სიტყვა არ არის, შესანიშნავად, მომაჯადოებლად გამოიყურები, ჩეისი ნამდვილად იმაყებს შენს გვერდით-მის ამ ნათქვამზე გამეცინა
-ერთი წუთით-მაილის მოვცილდი და მობილურის ზარს ვუპასუხე-გისმენთ!
-ბლეიქ ვერ ვახერხებ მოსვლას, მაგრამ შენთვის ტაქსი უკვე გამოვიძახე, მძღოლს მისამართი ვუთხარი და პირდაპირ მოგიყვანს, იცოდე არ დაიგვიანო, გელოდები
-კი, მაგრამ..-სანამ რამეს ვიტყოდი ყურმილი დამიკიდა
-ვინ იყო?-მკითხა მაილიმ და ტუჩსაცხი თავის ადგილზე დადო
-ჩეისი რათქმაუნდა, იმდენად ამაყობს ჩემით, რომ დანიშნულების ადგილამდე მარტო მიწევს ტაქსით მისვლა
-როგორც ჩანს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა
-ყოველთვის მას ნუ ამართლებ მაილი..ახლა სწორედ მის საქმეზე მივდივარ და მაშინ როცა უკვე ვიწყებდი ფიქრს იმაზე, რომ შეიძლებოდა მშვენიერი საღამო გამოსულიყო, ჩეისმა კვლავ გააფუჭა ყველაფერი..-ჩანთას ხელი დავავლე, მაილის გამოვემშვიდობე და ტაქსს გარეთ დაველოდე, ისიც მალე გამოჩნდა და ჩემთვის ჯერ უცნობ გზას დავადექით
-დარწმუნებული ხართ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ?-ვკითხე მძღოლს, როცა მგზავრობა ძალიან გაიწელა
-თითქმის მოვედით მისის.. აი აქედან გზა ფეხით უნდა განაგრძოთ-ტაქსი ნახევრად ცარიელ ქუჩაზე გაჩერდა-იმ ვიწრო გზას გაუყევით და გზას მიგასწავლიან.-ტაქსის მძღილმა გამიღიმა, მანქანა სწრაფად დაქოქა და გაუჩინარდა.
ზედმეტი კითხვები არ დამისვამს ისე ჩამოვედი ტაქსიდან, ეს ვითარება უკვე მაშინებდა და მეც აღარ ვიცოდი რა მექნა, მობილური ამოვიღე და ჩეისთან ვცადე დარეკვა, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ მპასუხობდა..


არაფერს დავამატებ.. თუ მოგინდებათ/არ დაგეზარებათ იცით რაც უნდა გააკეთოთ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 897 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-06-22 Spam
rogorc ki chasma utxra mailis shen iq ar gesaqmebao mashinve mivxvdi ro siurprizs umzadebs
i am so sorry...2 tavze chems komentars ver naxavdi magram ar mecala da sapatio mizezebi maq..
male dadee shemdegi velodebiiii