მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » Just The Way You Are. Part =11=
7:07 PM
Just The Way You Are. Part =11=
Just The Way You Are. Part =11=
  



http://24.media.tumblr.com/tumblr_m7qgjuJtbM1qf4nt5o8_250.gif http://25.media.tumblr.com/tumblr_m94eqmIqYz1qf4nt5o7_250.gif
-მისმინე, შეიძლება არ გესიამოვნა გაუფრთხილებლად რომ გაკოცე, მაგრამ..-გაგრძელების საშუალება არ მივეცი, მისკენ ნაბიჯი სწრაფად გადავდგი, ხელები კისერზე მოვხვიე, ცალი ხელი თმებში შევუცურე, თვალებში ჩავხედე, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, მისი დაბნეული თვალები კი ჯერ ჩემს თვლაბს, შემდეგ კი ტუჩებს შეჰყურებდნენ, მაგრამ ვიდრე რომელიმე გონს მოსვლას მოვახერხებდით თვალები დავხუჭე და ძალიან ვნებიანად ვაკოცე
-მმ..
-Don’t say a word!-საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივადე-ჩათვალე, რომ ამჯერად ჩემი ნებით დაგეხმარე, თუ რათქმაუნდა ისევ ისე არ ჰკიდიხარ ფეხებზე, როგორც უწინ-ტეილორისკენ გავახედე, რომელიც მის უკან იდგა და გაფართოებული თვალებითა და ყალბი ღიმილით შემოგვყურებდა, თუმცა სანამ ჩეისი კვლავ მე შემომხედავდა მანქანების სადგომისაკენ აჩქარებული ნაბიჯებით გავწიე
-ბლეიქ! სად დაიკარგე? გამოუმშვიდობებლად არ გვინდოდა წასვლა-მაილის გაგრძელების საშუალება არ მივეცი, მთელი ძალით გადავეხვიე
-მადლობა, რომ აქ ხარ!-გადავუჩურჩულე
-You okay? Wanna talk?-შეწუხებული თვალებით შემომხედა
-Everything’s perfect!-ძალით გავუღიმე და დავაყოლე-იმედია ხვალ გნახავ
-აუცილებლად დაგირეკავ-სავიზიტო ბარათები გავცვალეთ და ლიამი და მაილიც წავიდნენ
-მეგონა უკვე სასტუმროში იქნებოდით-მანქანას მოვშორდი და მთელი სარკაზმით მივმართე, საპასუხოდ ჩეისს არაფერი უთქვამს, გასაღები გადაატრიალა, მანქანის კარი გამოაღო და საჭესთან დაჯდა, სანამ დაქოქავდა მოვასწარი მეც ჩემს ადგილას დავმჯდარიყავი, რადგან იმ წუთას ისეთი გაბრაზებული იყო სულაც არ გამიკვირდებოდა ქუჩაში დავეტოვებინე
-შეგიძლია უფრო ნელა ატარო? თავს ცუდად ვგრძნობ-ვეღარ მოვითმინე და სიჩქარის შენელება ვთხოვე, მან კი თითქოს ჩემს გასაბრაზებლად აქსელერატორს უფრო მაგრად მიაჭირა ფეხი 
-ჩეის!-შესახვევიდან მანქანა გამოვიდა, ჩეისმა საჭე სწრაფად მოატრიალა, მანქანა მთავარი გზიდან გადავიდა, თუმცა საბედნიეროდ დამუხრუჭება დროზე მოახერხა
-I hate you Chace Crawford!-მანქანიდან გიჟივით გამოვვარდი, კარი მაგრად მივაჯახუნე და გზას ფეხით დავუყევი
-ბლეიქ! დაბრუნდი!-მანქანიდან თავი ჩეისმა გამოყო და მთელს ხმაზე დაიღრიალა
-ტეილორს დაურეკე, იქნებ ეჭვიანობამ გაჭრა-უკან არც მიმიხედავს
-გაგაფრთხილე ტეილორზე აღარასოდეს დამელაპარაკოთქო-მანქანიდან გადმოვიდა და დამედევნა
-მაშინ ვისზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩემზე და შენზე?-მისკენ შევბრუნდი და დამცინავად წარმოვთქვი
-ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ქორწინება შეთანხმების ნაწილი იყო და ორივე თავისუფალი ვართ ყოველგვარი მოვალეობებისაგან
-მოიცადე და ამით რისი თქმა გინდა?-ვხვდებოდი საითკენაც მიჰყავდა ეს საუბარი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი
-იმისი, რომ უადგილოდ ეჭვიანობ, მე შენთვის არანაირი იმედი არ მომიცია
-უკაცრავად?-ჩამეცინა-შენ გგონია იმდენად სულელი ვარ, რომ თავდავიწყებით შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ჩემს სიყვარულს?
-სულელობისა რა გითხრა, მაგრამ თინეიჯერ ბავშვს ჰგავხარ, რომელმაც ეს ესაა შეყვარებული სხვა გოგოსთან ნახა და ეჭვიანობით კვდება-მის ნათქვამიდან დაცინვაც და შეუვალობაც ერთდროულად გამოსჭვიოდა
-ნამდვილი იდიოტი ხარ ჩეის! 
-სად მიდიხარ? მოიცადე-მკლავში ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა
-აღარასოდეს მომეკარო
-ახლა გასაგებია-ჩაიცინა-პირველ კოცნაზე გაბრაზდი?
-გაბრაზება არაფერ შუაშია, უბრალოდ ვერ ვიტან, როცა მიყენებენ
-მაშინ მეორე კოცნა რაღას ნიშნავდა?-სახეზე სულელური ღიმილი დასთამაშებდა
-მეორედ იმის დასამტკიცებლად გაკოცე, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავ, რომ მეც მაშინ შემიძლია შენი გამოყენება, როცა დამჭირდება და რომ ვერასოდეს მიაღწევ იმას, რაც ასე ძალიან გინდა..-თავიდან მოვშორე და გზა განვაგრძე
-და რას ვერ მივაღწევ?
-ვერ შეძლებ ეჭვიანობის გზით ტეილორის დაბრუნებას-მისკენ მივიხედე, სახე წაშლილი ჰქონდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი-და თუ დროებით შენთან აღმოჩნდა, ეს იმის დასამტკიცებლად მოხდება, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მის ფერხთით განრთხმული გნახოს, მაგრამ როგორც კი უკეთესი ნადავლი გამოჩნდება..
-გეყოს!-ჩეისის გაბრაზებით გამოწვეულმა სიამოვნებამ სახეზე ღიმილი მომგვარა, გზაზე მანქანა გამოჩნდა, რადგან მთავარი გზიდან მოშორებით ვიყავით, ვცადე ეს შანსი გამომეყენებინა და ხელი დავუქნიე, ჩემდა გასაკვირად მანქანა გაჩერდა და მეც მივუახლოვდი
-უკაცრავად, შეგიძლიათ „როიალ პალასამდე" მიიყვანოთ? ვალში არ დაგრჩებით!-არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, მაგრამ მძღოლს თვალი ჩავუკარი და მისგან პასუხს დაველოდე
-სიამოვნებით გაგიყვანთ-სიამოვნების ღიმილმა ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპატიურ მძღოლს სწრაფად გადაუარა სახეხე და მის გვერდითა ადგილზე მიმითითა
-შენ ჩემთან წამოხვალ-სანამ ჩავჯდბოდი ჩეისმა მკლავში ხელი მაგრად ჩამჭიდა, მანქანას მომაშორა და გაღებული კარი მიხურა
-შენ არანაირი უფლება არ გაქვს ასე მომექცე-ჩეისის საქციელი უკვე ძალიან მაღიზიანებდა
-ნასვამი ხარ და შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთო, რასაც შემდეგში ინანებ
-გოგონას ჩემთან უნდა წამოსვლა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეთ-მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა
-ეს „გოგონა"-ამ სიტყვას ჩეისმა ხაზი გაუსვა-ჩემი ცოლია და თუ პრობლემებს არ ეძებ ჯობია დროზე დაახვიო
-Hey! რას აკეთებ?-ჩეისს ხელი ვკარი, როცა ჩემი „გამოჭერილი" მძღოლი თვალსა და ხელს შუა გამეპარა
-წავედით!-ჩეისმა ხელი ჩამკიდა და მანქანსკენ წამიყვანა
-შენთან ერთად დაბრუნებას მირჩევნია სასტუმრომდე ფეხით მივიდე-ხელი გავაშვებინე და ხელები გულზე დავიკრიფე
-ბლეიქ! გირჩევ შენი ნებით წამომყვე
-თუ არადა რას იზამ?-მისმა ბაქიაობამ კიდევ უფრო მომიშალა ნერვები
-აი ამას-ხელში ამიყვანა, მხარზე გადამაწვინა და მანქანისკენ განაგრძო სვლა
-ჩეის! დამსვი! ჩეის! ვის ველაპარაკები?-ზურგზე ხელებს ვურტყამდი
-მშვიდად იყავი-მანქანაში ლამის ძალით ჩამტენა და კარები მიხურა
-ასე უკეთესია!-მითხრა, როცა მანქანა დაქოქა და გზაზე გადავიდა, მე ხმა არ ამომიღია, ფეხები სავარძელში მოვიკეცე, თავი ფანჯარას დავადე და თვალები დავუჭე, მცირე ხნის შემდეგ შეხება ვიგრძენი, თვალები გავახელე და ვნახე, რომ ჩეისს ხელში ვყავდი აყვანილი, ვიფიქრე ალბათ სასტუმროში მოვედითთქო, მაგრამ თვალები ისევ დამეხუჭა, ცალი ხელი მხარზე მოვხვიე და თავი მის მკერდს მივადე
-ჩშ! დაიძინე-მითხრა, როცა უკვე საწოლზე წამომაწვინა და საბანი გადამაფარა, მეც გვერდი ვიცვალე და ტკბილადაც ჩამეძინა.
დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა, მეგონა თავი გამისკდებოდა, ამიტომ სწრაფად გადავწვდი ჩანთას, რომელიც საბედნიეროდ საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე იდო, მობილური ამოვიღე და ვუპასუხე
-გისმენთ
-დილამშვიდობისა ბლეიქ, მაილი ვარ! იმედია არ გაგაღვიძე
-არა რას ამბობ! ამ დროს რა დამაძინებს-მაღვიძარას გავხედე, დილის 7 საათი იყო, ამიტომ მაილის გაეცინა და ბოდიში მომიხადა, თუმცა მალევე გადავიდა საქმეზე, რომლისთვისაც დარეკა
-მე და ლიამი დღეს ქალაქის დასათვალიერებლად მივდივართ და მინდოდა მეკითხა შენ და ჩეისიც ხომ არ წამოხვიდოდით
-მე და ჩეისი?-საწოლს დავხედე, ჩეისი უკვე ამდგარიყო-ჩეისი გასულია და არ ვიცი წამოვა თუ არა..
-მისმინე ერთ საათში გამოგივლით და ერთად წავიდეთ
-კი, მაგრამ..
-უარი არ მიიღება, გაემზადა ბლეიქ-ყურმილი დაკიდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, სრაფად წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში შევედი, ჩეისი არც იქ დამხვედრია, მაგრამ დიდად არ დავინტერესებულვარ სად იყო, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, რომ მაილისა და ლიამს დავლოდებოდი. მოსამსახურე პერსონალს ჩეისის შესახებ ვკითხე, თუმცა არავინ არაფერი იცოდა, გარდა დარაჯისა, რომელმაც მითხრა, რომ ჩეისი შუაღამისას გავიდა სასტუმროდან
„რათმქუნდა" გავიფიქრე ჩემთვის და ლიამისა და მაილის მოსვლას დაველოდე, თუმცა ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია.
-ჩეისი სად არის?-მკითხა ლიამმა
-შუაღამისას გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა-სიტყვასიტყვით გავუმეორე დარაჯის ნათქვამი და მანქანაში ჩავჯექი
-წუხანდელს შემდეგ როგორ ხარ?-მკითხა მაილიმ
-ბევრად უკეთ, მაგრამ ცოტა თავი მტკივა
-სასმელმა იცის-გამიღიმა და ლიამს სთხოვა რომელიმე რესტორანთან გაეჩერებინა, რომ საუზმობა შეგვძლებოდა.
საუზმის შემდეგ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობების თვალიერება დავიწყეთ, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ, რაც მთავარია ლიამი ჩვენს ყველა თხოვნას მორჩილად დაჰყვებოდა, სანამ მეგობრებს შეხვდა, მე და მაილიმ საშუალება მივეცით დავეტოვებინეთ და მეგობრებთან ერთად თავისათვის თავისუფალი გართობის საშუალება მიეცა, თავიდან არ უნდოდა მარტო დავეტოვებინეთ, მაგრამ მაილიმ დაარწმუნა და გამოსამშვიდობებელი კოცნის შემდეგ ლიამმაც დაგვტოვა
-ასეთ წყვილს ჯერ არ შევხვედრივარ-ვუთხარი, როცა ლიამმა დაგვტოვა
-ჩემზე და ლიამზე ამბობ?-მაილის სიამოვნების ღიმილმა გაურბინა სახეზე
-ხო თქვენზე.. ძალიან მინდა ოდესმე ვინმეს ისე შევუყვარდე, როგორც ლიამს უყვარხარ
-თუ მოახერხებ ძველი ჩეისის დაბრუნებას..
-ოღონდ ჩეისი არ მიხსენო გთხოვ
-რატომ? არადა მეგონა წინსვლა უკვე გქონდათ..
-წინსვლა გვქონდა? რას გულისხმობ?
-მმ..გითხრა თუ არა??-მაილიმ ხმამაღლა იკითხა, უფრო სწორად თავის თავს უფრო ჰკითხა
-მაილი! -ეს სახელი მკაფიოდ წარმოვთქვი და ვთხოვე სიმართლე ეთქვა
-ხო კაი.. იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ ნიკთან იყავი ჩეისი ლამის თვალებით გჭამდა
-შეუძლებელია! ალბათ რამე გეშლება-თავი გავაქნიე, თუმცა გული ეჭვმა გამიკაწრა  და წამით მომინდა სიმართლე ყოფილიყო
-მე.. ჩეისის საუკეთესო მეგობარს მეშლება??! არამც და არამც-თავი გააქნია
-მაშინ მომისმინე და და ვნახოთ თუ ჩემი მონაყოლის შემდეგ ისევ ამას გაიმეორებ-წუხელ ჩვენი განშორების შემდეგ ყველაფერი დეტალებში მოვუყევი
-ვაიმე არ მჯერა-მაილიმ სიახარულისაგან ტაში შემოჰკრა-ვერავინ ვერ ბედავს ჩეისს ტეილორზე ასე გულახდილად ესაუბროს, შენ კიდევ.. ჩემი გმირი ხარ!-გახარებული გადამეხვია-დარწმუნებული ვარ ჩეისს ფიქრისკენ გაუხსენი გზა, ალბათ შენი სიტყვები მოსვენებას დააკარგვინებს, ყველაფერს კარგად გადახარშავს.. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი.. დამპირდი, რომ ყველანაირად დაეხმარები ტეილორის დავიწყებაში
-მე უნდა დავეხმარო? შეუძლებელს ნუ მთხოვ მაილი..
-რატომ არის შეუძლებელი? ნუთუ იმასაც მეტყვი, რომ ჩეისის მიმართ არაფერს გრძნობ?-მაილიმ გამომცდელად ამომხედა, მე კი არაფერი მიპასუხნია, გზა გავაგრძელე-აი, ხომ ხედავ-განაგრძო მაილიმ-ვერაფერს მპასუხობ
-იმიტომ არ გპასუხობ, რომ ჩეისის მიმართ არანაირი დადებითი გრძნობა არ გამაჩნია, მძულს, ვერ ვიტან იმის გამო, რომ გამომიყენა, იმიტომ რომ დაქორწინება მაიძულა..
-შეუძლებელია! ჩეისი ასეთი არ არის!
-იცი? ლეიტონმაც ასე მითხრა, როცა ყველაფერი მოვუყევი
-რა ყველაფერი? შეგიძლია ამიხსნა?
-მაპატიე მაილი, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო
-კარგი რა..რა ხასიათის გაფუჭებაზე მელაპარაკები ბლეიქ?.. ყველაფერი მომიყევი..-იქვე სკამზე ჩამოვჯექით, მეც ყველაფერი დეტალურად მოვუყევი ტეილორთან თანაცხოვრებით დაწყებული ჩეისთან შეხვედრით დამთავრებული
-არც კი ვიცი რა გითხრა..
-სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ ყველაფერს, რისი გადატანაც მომიხდა
-და მაინც.. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩეისთან ბავშვთან დაკავშირებული ტკივილი გაერთიანებს, შენ შეძელი ამ ტკივილს მორეოდი ისე, რომ არ შეცვლილიყავი, ჩეისს კი ძალიან უჭირს
-ცდები მაილი, მე შევიცვალე და თან ძალიან
-მაგრამ შენ შენი ადამიანობა არ დაგიკარგავს, სხვებთან ურთიერთობაში ყოველთვის ცდილობ პოზიტიურად განეწყო, ჩეისი კი აღარავის ენდობა..
-ჯობია ამაზე აღარ ვილაპარაკოთ.. და მაილი, არ მინდა ამის შესახებ ვინმემ გაიგოს
-მაგის თქმა არც იყო საჭირო-ხელი ხელზე გადამისვა და მეორე ხელით თვალიდან ცრემლი მომწმინდა, მეც გავუღიმე და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. ცოტა ხანში ლეიტონმაც დარეკა, სპიკერი ჩავრთე და მე და მაილი ერთდროულად ველაპარაკებოდით ისე, რომ ხშირად ერთმანეთსაც არ ვაცლიდით საუბარს. ლეიტონსაც დეტალებში ვუყვებოდით წუხანდელის შესახებ და გაოცებისგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს
-ესე იგი აკოცეთ!
-ხო, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ტეილორი გვეეჭვიანებინა
-კარგი რა.. ნუღარაფერს დაამატებ, წინგადადგმული ნაბიჯია-გაუხარდა ლეიტონს-იმედია ჩემი ძმის მორჯულებას დროზე შეძლებ
-გვეყო ეხა ჩვენზე საუბარი, შენსკენ რა ხდება ლეიტონ?-ჰკითხა მაილიმ
-დროს ფანტასტიურად ვატარებთ, ახლა კანადაში ვართ, განახათ რა ბედნიერია ჯეიკი.. მე და ედიც დიდ დროს ვატარებთ ერთად და..
-და?..-უკვე მთელი სცენები წარმომიდგა თვალწინ
-და ვაკოცეთ, ოღონდ ნუ მკითხავთ როგორ მოხდა-სწრაფად დაატანა
-არც არის საჭირო ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ერთმანეთს აკოცეს, მერე კიდევ..
-მაილი!-სამივეს გაგვეცინა-ხო კაი წავედი ახლა საბაგიროზე მივდივართ და ედი მელოდება
-აბა შენ იცი-დავემშვიდობეთ ორივე
-რაღაც ძალიან მომშივდა-მაილიმ ხელი მუცელზე მიიდო
-აუ მეც, წამო სადმე წაჭმელად შევიდეთ
მახლობელ კაფეში შევედით, კარგადაც დავნაყრდით და დესერტის ჭამისას ერთმანეთი კარგადაც მოვთხვარეთ.
სანახავი კიდევ ბევრი იყო, მაგრამ ორივე დაღლილები ვიყავით და ამიტომ სასტუმროში დაბრუნება გადავწყვიტეთ, მაილი და ლიამი სხვა სასტუმროში იყვნენ გაჩერებულნი და რადგან მათი სასტუმრო უფრო ახლოს იყო მაილი პირველი ჩამოვიდა, შემდეგ კი ტაქსიმ ჩემს სასტუმროსთან გააჩერა. მგზავრობის საფასური გადავუხადე და ჩამოვედი. უკვე ბნელდებოდა და ლამპიონების ანთებაც კი მოესწროთ
-ჩეის! აქ რა ხდება?-ოთახში შესულს თვალწინ ისეთი სცენა გადამეშალა, რომ ყველაზე ნაკლებად სწორედ ამას ველოდი


 
 
 
როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან გახარებული ვარ თქვენი კომენტერებით და გულწრფელი მადლობა, რომ მოთხრობის ერთგული მკითხველები რჩებით.
ეს თავი ჩემს "ყველაზე მიხვედრილებს" და პირველ რიგში KoreanPrincess♥ -ს.
პს. შეიძლება ერთი კვირით ვეღარ შევძლო შემოსვლა(ზუსტად არ ვიცი), ამიტომ წინასწარ ბოდიში თუ დავიგვიანებ შემდეგი თავის დადებას.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 793 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-04-28 Spam
dzalian magari taviiaa ^^