მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 21 » Jennifer Lawrence
0:33 AM
Jennifer Lawrence
22 წლის ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი პანიკაშია. მას მერე, რაც მანიაკმა მისი ოჯახი ზარებითა და მუქარებით აიკლო, გოგონას ტელეფონთან მისვლისაც კი ეშინია.

მსახიობმა თავის თავზე განიცადა დიდების მეორე, უარყოფითი მხარე, როცა ცნობილი ადამიანები გაუწონასწორებელი ხალხის მსხვერპლად იქცევიან. წინა კვირას დააპატიმრეს სტალკერი, რომელიც ჯენიფერსა და მის ძმას ბლეინ ლორენს აწუხებდა.

დამნაშავე აღმოჩნდა კანადის მოქალაქე, ჩინელი ჟაო ხან კონგი. ამჟამად იგი პოლიციის განყოფილებაშია, სადაც აღიარებით ჩვენებებს იძლევა.
პოლიციის ცნობით, კონგმა ლოურენსის ძმას ბლეინს ორასჯერ მაინც დაურეკა ტელეფონზე, ასობით სმს-გზავნილი და ელექტრონული წერილი გაუგზავნა ისტერიკული მოწოდებებით, რომ მას სასწრაფოდ უნდა ეპოვა ჯენიფერი და დაეცვა.

სტალკერმა პოლიციის განყოფილებაში ისიც გამოაცხადა, რომ საკუთარ თავს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას ადარებს. 

ბლეინის ნომერზე გაგზავნილი ერთ-ერთი გზავნილის შინაარსი ასეთია: ''ან გიპოვი, ან თვითონ დამიკავშირდები, გასაგებია? ძალიან მიცრუებ იმედს და მამწუხრებ.
 ხოლო როცა მე დამწუხრებული ვარ, შეიძლება, ნებისმიერი რამ მოხდეს, გასაგებია?

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 731 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-06-26 Spam
vai vai vai :d sawyali :d:d:d:d tu saweylebi :d
momewona niusi))