მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » ჯენიფერ ლოპეესიის რჩევები))
7:44 AM
ჯენიფერ ლოპეესიის რჩევები))
როდესაც ჩვენ ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, თუ როგორ ინარჩუნებს ფიგურას, ჯენის პასუხი მოკლე იყო - ლათინოამერიკული ცეკვები. მისი აზრით, ლათინოამერიკული ცეკვები იდეალური ვარჯიშია, რომელიც ფიტნესზე ეფექტურად მოქმედებს. იდეალურად რომ გამოიყურებოდე, კვირაში მინიმუმ სამჯერ, ორი საათი უნდა ივარჯიშო და ასი პროცენტით დაიხარჯო. 

გარდა ამისა, ჯენი ყოველ დილას ნახევარი საათი დარბის(ნახევარი საათიი ცოოტა არაა??). "ეს ქალაქის გაღვიძების დროა, შენც მასთან ერთად იღვიძებ, მისი ენერგიით იმუხტები და ახალი დღისთვის ემზადები", - ამბობს მომღერალი. 
ჯენიფერ ლოპესი - განშორების შესახებ
ჯენიფერ ლოპესის დიეტა არ არსებობს

ჟურნალებსა და ინტერნეტში მრავლადაა დიეტები, რომლებსაც მის სახელს მიაწერენ. მაგრამ ჯეილოს დიეტები არ არსებობს. უფრო მეტიც, ის დიეტების წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ მათ მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. მისი მენიუ შეიცავს თევზს, ახალ ხორცს, სეზონურ ბოსტნეულსა და ხილს. მნიშვნელოვნია ულუფა, თუ გინდა იყო ჯანმრთელი და კარგად გამოიყურებოდე, თავს დაუწესე გარკვეული შეზღუდვები, რომ შეჭამ ამდენს და არც ერთი გრამით მეტს. 

ჯენიფერ ლოპესი აღიარებს, რომ ხანდახან თავს თავისუფლების საშულებას აძლევს, ტკბილეულს და ჰოთ-დოგს მიირთმევს, მაგრამ მეორე დღეს განტვირთვას იწყობს. "პროფესია ფორმაში ყოფნას მოითხოვს", - აღნიშნავს ვარსკვლავი. 
ჯენიფერ ლოპესი - განშორების შესახებ
ჯენიფერ ლოპესის კაბები

კაბების მოდის მიხედვით ამორჩევა შეცდომაა, - მიაჩნია მსახიობს. "ჩაიცვი ის, რაც გიხდება. კაბამ ხაზი ქალურობას უნდა გაუსვას." ლოპესი უფორმო კაბებს არ აღიარებს - "მართალია ისინი მოდურია, მაგრამ სხეულს ამახინჯებს. კაბამ სხეულის ნაკლი უნდა დაფაროს, დღეს, კაბის იმდენი მოდელი არსებობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ამოირჩიოს ის, რაც მას უხდება". 

ჯენიფერ ლოპესის თმის სილამაზის საიდუმლო ლუდშია

შემსრულებელი თვლის, რომ თმა მისი სიამაყეა. თმაც ჩვენი სხეულის ორგანოა, რომელსაც მოვლა-გაფრთხილება სჭირდება. "თმის სილამაზე დამოკიდებულია ნიღბებზე რომლებსაც ვიყენებთ, ვიტამინებზე რომლებსაც ვსვამთ და დალაქზეც კი რომელთანაც თმას ვიჭრით", - აღნიშნავს მომღერალი. 

ცნობილია, რომ ჯენიფერი თმის ბზინვარებისთვის ლუდს იყენებს.

როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად


"შესაძლებელია ოცი წლისამ თავი უფრო მოხუცად იგრძნოს, ვიდრე ორმოცისამ, ეს გონების და სულის ახალგაზრდობაა, სახეზე გაწერია, რამდენი კოსმეტიკა ან ბოტოქსიც არ უნდა გაიკეთო". 

ფიზიკური ახალგაზრდობა დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე. მიჰყევი ჯანმრთელი ცხოვრების წესს, არ ჭამო ის რაც ქიმიას შეიცავს, სვი ბევრი წყალი, ხშირად იცურავე, გაუფრთხილდი კანს, სახისთვის და სხეულისთვის ნატურალური ნიღბები გაიკეთე. "მაშინ ხარ ახალგაზრდა, თუ თავს ახალგაზრდად მიიჩნევ", - ამბობს მომღერალი.

მომზადებულია edinstvennaya.ua-ს მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/45927-jenifer-lopesi-silamazes-cekvith-inarchunebs.html#ixzz1hhdpXBq3
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 779 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-05-06
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz